-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
იერუსალიმი და ჰეროდეს ტაძარი
ჰეროდეს უდიდეს პროექტს წარმოადგენდა ტაძარი, რომელიც მან იერუსალიმში ააშენა. ამ ადგილზე არსებული პირველი ტაძარი ააგო მეფე სოლომონმა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მამამისს, დავითს ღმერთმა შთააგონა (1 მეფეები 6:1; 1 მატიანე 28:11, 12). სოლომონის ტაძარი ჰეროდემდე დაახლოებით 420 წლით ადრე ბაბილონელებმა გაანადგურეს. 90 წლის შემდეგ ის იუდას მმართველმა ზერუბაბელმა ააშენა, თუმცა ის ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო, როგორიც უწინ.
იმ ტაძრის შესახებ, რომელიც ჰეროდემ სოლომონის ტაძრის ადგილზე ააშენა, იოსებ ფლავიუსი წერდა: „ის ყველა მხარეს დაფარულია ოქროთი. როგორც კი მზის სხივი მოხვდება, ანარეკლი იმდენად თვალისმომჭრელია, თითქოს პირდაპირ მზეს უყურებ. შორიდან ტაძარი თეთრ მთასავით მოსჩანს, რადგან ის ადგილები, რომლებიც ოქროთი არ არის დაფარული, თეთრად ელვარებს“.
ათასობით კაცი მუშაობდა ტაძრის კედლების აღდგენაზე, რომელიც დასავლეთით დაახლოებით 500 მეტრი სიგრძისა იყო. უზარმაზარ ქვებს ერთმანეთზე დუღაბის გარეშე ალაგებდნენ. ერთი ასეთი ქვა დაახლოებით 400 ტონას იწონიდა და როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, „ძველ მსოფლიოში ასეთი ზომის ქვები სხვაგან არსად მოიპოვებოდა“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ მოახდინა იესოს მოწაფეებზე დიდი შთაბეჭდილება ამ ქვების დანახვამ (მარკოზი 13:1). კედლებზე ზემოდან გააკეთეს ბაქანი, რომელსაც ტაძრის მთას უწოდებდნენ. ეს ბაქანი იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო. მისი ზომა 25 ფეხბურთის მოედნის ზომას აღემატებოდა.
-
-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
[სურათი 25 გვერდზე]
ჰეროდეს ტაძარი
(მოდელი)
-