-
მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
ხიზკია სწორად იქცეოდა
14, 15. როგორ ცხადყო ხიზკიამ, რომ ბოლომდე ენდობოდა ღმერთს?
14 ხიზკია ცნობილი გახდა, როგორც მეფე, რომელიც მიეკრა იეჰოვას. იეჰოვასთან ახლოს რომ ყოფილიყო, მას იეჰოშაფატისგან განსხვავებით წინააღმდეგობა უნდა გაეწია კერპთაყვანისმცემელი მამის გავლენისთვის. ხიზკიამ „მოსპო მაღლობები, დალეწა წმინდა სვეტები, მოჭრა წმინდა ბოძი და დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი“, რომელიც იმ დრომდე კერპად ჰქონდათ. ის მთელი გულით იყო იეჰოვასთან, რადგან იცავდა „მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (2 მეფ. 18:1—6).
-
-
მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
17 შესაძლოა ხიზკიას მაგალითის განხილვამ დაგვანახვა, რომ საჭიროა მოვიშოროთ ის, რაც ღმერთთან დაახლოებაში გვიშლის ხელს ან ჩვენი ყურადღება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან სხვა რამეზე გადააქვს. არ გვინდა მივბაძოთ მათ, ვინც სოციალურ ქსელებში ადამიანებს აკერპებენ. ზოგიერთ ქრისტიანს მოსწონს სოციალური ქსელების მეშვეობით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. თუმცა ქვეყნიერებაში ბევრი სოციალურ ქსელებს არის მიჯაჭვული და სრულიად უცხო ადამიანების შესახებ იწერს ინფორმაციას, ანუ მათი „ფოლოუერი“ ხდება. შესაძლოა ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი სურათების დათვალიერებასა და გამოქვეყნებული სიახლეების კითხვას. არსებობს საშიშროება, რომ ასეთმა უმნიშვნელო რამეებმა სრულიად მოგვიცვას. ქრისტიანი შეიძლება გაამაყდეს, თუ მის პოსტებს ბევრი მოწონება ექნება ან განაწყენდეს, თუ სხვები აუქმებენ გამოწერას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მოციქული პავლე ან პრისკილა და აკვილა ყოველდღე სურათების დაპოსტვით იყვნენ დაკავებულები ან ქრისტიანული საძმოს გარეთ ვინმეს ინფორმაციით გამუდმებით ინტერესდებოდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ პავლე „მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში“, პრისკილა და აკვილა კი თავიანთ დროს იმისთვის იყენებდნენ, რომ სხვებისთვის უფრო ზუსტად აეხსნათ ღვთის გზა (საქ. 18:4, 5, 26). ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვერიდები ადამიანების გაკერპებას და დროის დიდი ნაწილის არაფრის მომტან საქმეებში ხარჯვას? (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16).
-