საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • ადამიანები უსახლკაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო რჩებიან. ზოგი, ჯოს მსგავსად, ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიების გამო მიდის ამ მდგომარეობამდე. ზოგი კი, მარტინის მსგავსად, უარს ამბობს, ეგრეთ წოდებულ, ნორმალურ ცხოვრებაზე, რადგან ეს ყველაფერი უაზრობად ეჩვენება. სხვები უსახლკაროდ სიღარიბის, სტიქიური უბედურებების, ოჯახური ძალადობის, ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ფსიქიკური მოშლილობის, უმუშევრობის ან იმის გამო რჩებიან, რომ ვერ იხდიან ბინის გადასახადს.

      უსახლკარობა არ არის მხოლოდ განვითარებადი, ეკონომიკურად სუსტი ან ომგამოვლილი ქვეყნების პრობლემა. „ეს უმეტესი განვითარებული ქვეყნების ძირითად სოციალურ პრობლემას წარმოადგენს“, — აღნიშნავს ფსიქოლოგიის პროფესორი პოლ ტორო.a ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობების პოლიტიკა გაჭირვებული ოჯახების დახმარების საკითხში და მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული მზარდი უფსკრული.

  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • a კონფლიქტების, ძალადობისა და დევნის გამო მილიონები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და გადახვეწილიყვნენ სხვა ქვეყანაში ან გამხდარიყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ ქვეყანაში. ეს საკითხი განხილულია 2002 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება