საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
    • მუდამ თავშესაფრის ძიებაში

      საბრინაa მარტოხელა დედაა და ცხოვრობს ნიუ–იორკის ერთ–ერთ ღარიბ რაიონში, ჰარლემში. მეათე კლასის დამთავრების შემდეგ იგი სკოლიდან გამოვიდა. ამჟამად საბრინა სამ პატარა ბავშვთან — ათი თვის, სამი წლის და ათი წლის ვაჟებთან — ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ქალაქის მერიის მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის გამოყოფილ ამ თავშესაფარში მას ერთოთახიანი ბინა აქვს. მერია ასეთი საცხოვრებლით იმ ადამიანებს უზრუნველყოფს, რომლებსაც სხვაგან არსად არ აქვთ წასასვლელი.

      საბრინა დედის ბინიდან ათი წლის წინ წამოვიდა. მას შემდეგ თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხან ნათესავებთან და ხან მეგობრებთან ცხოვრობდა. ხოლო როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა, მერიის მიერ გამოყოფილ საერთო საცხოვრებელს აფარებდა თავს. საბრინა ამბობს: „დროდადრო ვმუშაობდი, უმეტესწილად თმების დაწვნით ვშოულობდი ფულს. მაგრამ ძირითადად სახელმწიფოს ფულადი დახმარებით გამქონდა თავი“.

      პარადოქსია, მაგრამ — როგორც ჟურნალ „მშობლებშია“ მოთხრობილი — საბრინას პრობლემები მაშინ დაეწყო, როცა მან კარგი სამსახური იშოვა. მან სასტუმროში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და იმდენ ფულს იღებდა, რომ სახელმწიფომ დახმარება შეუწყვიტა. მაგრამ ეს თანხა მას მაინც არ ყოფნიდა ყველაფერზე — ბინაზე, საჭმელზე, ჩაცმაზე, ტრანსპორტზე და ბავშვის მოვლაზე. შედეგად, მას უჭირდა ქირის გადახდა და პატრონმა ბინა დაატოვებინა. ბოლოს საბრინა სამსახურიდანაც წამოვიდა და მიმართა უკიდურესი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ დროებით თავშესაფარს, სადაც დღემდე ცხოვრობს.

      „ამ ყოველივემ ბავშვებზეც გადაიარა, — ამბობს საბრინა. — უფროსმა ვაჟმა უკვე სამი სკოლა გამოიცვალა. ის ახლა მეხუთე კლასში უნდა იყოს, მაგრამ ერთი წლით ჩამორჩა . . . სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა გვიწევდა“. ახლა საბრინა სახელმწიფო დახმარების ფარგლებში ბინის მისაღებად თავის რიგს ელოდება.

      მათ, ვისაც საერთოდ არსად არა აქვს წასასვლელი, საბრინა შეიძლება იღბლიან ადამიანად ჩათვალონ. მაგრამ ასეთ თავშესაფარში ცხოვრება ყველა უსახლკაროსთვის იოლი გამოსავალი არ არის. პოლონეთის სოციალური დახმარების კომიტეტის მონაცემებით, ზოგს „აშინებს თავშესაფრებში არსებული დისციპლინა და წესები“ და არ სურს ასეთი დახმარების მიღება. მაგალითად, უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებთაგან მოითხოვება მუშაობა და თავის შეკავება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან. ამისთვის კი ყველა არ არის მზად.

  • უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
    • უსახლკარო ადამიანთა დახმარება?

      ზოგ თავშესაფარში არსებობს მომსახურებები, რომელთა დახმარებითაც უსახლკარო ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობიდან თავის დაღწევა. თავშესაფარში მცხოვრებთ შეიძლება დაეხმარონ სახელმწიფო დახმარების, სხვა წყაროებიდან ფულადი დახმარების, უფასო იურიდიული მომსახურების ან ელემენტარული განათლების მიღებაში და ოჯახთან ურთიერთობის აღდგენაში. ლონდონში ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნილი დაწესებულებები მათ სთავაზობენ რჩევებს კვების რეჟიმთან, საჭმლის მომზადებასთან, ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესთან და სამუშაოს მოძებნასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის მიზანია ასეთ ადამიანებს ღირსების გრძნობა დაუბრუნონ და სტიმული მისცენ, რომ მათ კვლავ შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრება. ასეთი ძალისხმევა ნამდვილად საქებარია.

      მაგრამ თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებს ყოველთვის ვერ სთავაზობს იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. იაცეკი, რომელიც ვარშავის ერთ–ერთ თავშესაფარში ცხოვრობს, ამბობს, რომ თავშესაფრები უსახლკარო ადამიანებს ვერ ამზადებს გარეთ არსებული ცხოვრებისთვის. მისი აზრით, თავშესაფარში მყოფთ ხშირად „ერთნაირი დამახინჯებული აზროვნება“ უყალიბდებათ, რადგან, ძირითადად, მარტო ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა და საუბრები. იაცეკი ამბობს: „თავშესაფარი, სადაც მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს, სრულწლოვანთათვის განკუთვნილ ინტერნატს ჰგავს“. მისი თქმით, აქ ბევრს „არასრულფასოვანი აზროვნება“ აქვს.

  • უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
    • [სურათი 6 გვერდზე]

      ყოფილი რკინიგზის სადგური დღეს უსახლკარო ადამიანთა თავშესაფარია (პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      [საავტორო უფლება]

      © Dieter Telemans/Panos Pictures

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება