-
უსახლკარობა რა არის გამოსავალი?გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათთვის ცხოვრების საუკეთესო გზის დანახვება. საუკეთესო გზაში ვგულისხმობთ იმ შეუდარებელი რჩევების გამოყენებას, რომლებსაც შემოქმედი გვთავაზობს. ამაზე უკეთესი რჩევები ვინ უნდა მოგვცეს?! შემოქმედის რჩევების დახმარებით ჩვენ გვერდს ვუვლით მრავალ პრობლემას, რომლებიც შეიძლება უსახლკარობის მიზეზი გახდეს. მათი საშუალებით უსახლკარო ადამიანებიც ახერხებენ ამ პრობლემიდან გამოსავლის მოძებნას. ცხადია, ბიბლიის კითხვა თავისთავად ყველა პრობლემას ვერ მოგვიგვარებს. მაგრამ ბიბლია ეხმარება ადამიანებს, დაძლიონ მავნე ჩვევები, დაიბრუნონ საკუთარი ღირსების გრძნობა და ცხოვრებაში უფრო წარმატებულნი იყვნენ.
მრავალმა საკუთარი ჭერი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების, დამნაშავეობრივი ცხოვრების, ფინანსური პრობლემების ან ოჯახის დანგრევის გამო დაკარგა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს. ამ რჩევების დახმარებით უკვე მილიონობით ადამიანი სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას და ისინი უკეთესობისკენ შეიცვალნენ. მაგრამ მხოლოდ ბიბლიური რჩევების გამოყენება, რა თქმა უნდა, ვერ გადაჭრის უსახლკარობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. სტიქიური უბედურებები, ცუდი ჯანმრთელობა, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, მავნე ჩვევები და მსგავსი სირთულეები იმ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სხვა გზით გადაჭრას მოითხოვს. ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად იეჰოვას მოწმეები, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ კაცობრიობის შემოქმედს შეუძლია.
-
-
უსახლკარობა რა არის გამოსავალი?გამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
იეჰოვას მოწმეები ყოველმხრივ ცდილობენ, ხალხი სულიერი დახმარებით უზრუნველყონ — იმით, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ისინი ითვალისწინებენ იესოს რჩევას და ხალხის მიმართ ყურადღებასა და სიყვარულს ავლენენ (მათე 22:36—39). ასეთი დამოკიდებულება იეჰოვას მოწმეებს იმისკენაც აღძრავს, რომ მხარში ამოუდგნენ მათ, ვინც სტიქიური უბედურებების დროს კარგავს სახლ-კარსa.
იეჰოვას მოწმეები რეალურად უყურებენ სიტუაციას და ესმით, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანის დახმარება. იაცეკი, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობს, უსახლკარო ადამიანების შესახებ ამბობს: „ზოგი აგრესიულია ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. სხვებს რელიგიურ თემებზე საუბრის არანაირი სურვილი არა აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ღმერთს არ აღელვებს მათი მდგომარეობა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დადებითაც ეხმაურებიან ღვთის სიტყვას“. იაცეკი, მაგალითად, სწორედ ასე მოიქცა. მან დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.
დადებითი გამოხმაურების კიდევ ერთი მაგალითია რომანის შემთხვევა. რომანს შიდს-ი აქვს და ბოლო დრომდე ქუჩაში ცხოვრობდა. იგი იხსენებს: „ერთხელ სოცუზრუნველყოფის ერთ-ერთ განყოფილებაში მივედი. თურმე იქვე ახლოს იეჰოვას მოწმეები შეხვედრებს ატარებდნენ. ისინი ქუჩაში გამესაუბრნენ და მითხრეს, რომ ღმერთი უყურადღებოდ არ ტოვებს უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვენ. მათ ერთ-ერთ შეხვედრაზეც მიმიწვიეს“ (ფსალმუნები 71:12, 13).
როგორ იმოქმედა მასზე ამ საუბარმა? „გავიგე, რომ ღმერთს ვყვარებივარ და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მქონია. ახალი, მზრუნველი მეგობრების გარემოცვა დამეხმარა, რომ ჩემი რთული მდგომარეობით აღარ ვყოფილიყავი შთანთქმული და თანდათანობით ხასიათი შემეცვალა. ღვთის სიყვარულით სიგარეტი გადავაგდე და ლოცვაში აღვუთქვი მას, რომ სიმართლის გზით ვივლიდი“.
რომანი სულიერად წინ წაიწია და მალე იეჰოვას მოწმედ მოინათლა. თანამორწმუნეებისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ის საცხოვრებლად შესაფერის ადგილზე გადავიდა. რომანი სიხარულით ამბობს: „საოცრად ბედნიერი ვარ. დავუახლოვდი მოსიყვარულე ღმერთს და ახლა ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. მან მომცა და-ძმების საუცხოო ოჯახი და, ამასთან ერთად, სახლიც!“
უსახლკარო ადამიანთა მომავალი
იეჰოვას მოწმეები თანაგრძნობით ეკიდებიან ყველას, ვინც მათ გარშემო ცხოვრობს, მათ შორის უსახლკარო ადამიანებს. იეჰოვას მოწმეებს ძალიან სურთ, რომ მათაც გაუზიარონ ბიბლიური ჭეშმარიტება უკეთესი მომავლის შესახებ; ჭეშმარიტება, რომლის დახმარებითაც დღესვე შეიძლება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა (იოანე 8:32).
-