საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ დავზოგოთ ენერგია
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 5
    • სახლში

      დაზოგეთ ენერგია გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობების მოხმარების დროს. ევროპის ერთ ქვეყანაში მოსახლეობას სთხოვეს, ზამთრის თვეებში გათბობის თერმოსტატი ორი გრადუსით დაბალ ტემპერატურაზე დაეყენებინათ, რაც მთელი წლის მანძილზე ენერგიის დაზოგვის ყველაზე ეფექტური ხერხი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს კანადაში მცხოვრები დერეკის სიტყვებიც: „ნაცვლად იმისა, რომ ზამთარში გათბობას ბოლომდე ავუწიოთ, თბილად ვიცვამთ და ამგვარად ენერგიას ვზოგავთ“.

      იგივე პრინციპი ვრცელდება გამაგრილებელი მოწყობილობების გამოყენებაზეც. როდოლფო, რომელიც ფილიპინებზე ცხოვრობს, კონდიციონერის მუშაობის ისეთ რეჟიმებს ირჩევს, რითაც ენერგიასაც ზოგავს და ფულსაც.

      ოთახის გათბობის ან გაგრილების დროს დაკეტეთ ფანჯრები და კარები.a ენერგიას ფუჭად არ დავხარჯავთ, თუ ოთახში სითბოს ან სიგრილის შესანარჩუნებლად შესაბამის ზომებს მივიღებთ. მაგალითად, ცივ ამინდში კარის ღიად დატოვება საგრძნობლად ზრდის სახლის გასათბობად საჭირო ენერგიის დანახარჯს.

      ზემოაღნიშნულის გარდა, ზოგმა ენერგოხარჯის შესამცირებლად უფრო ხარისხიანი თბოიზოლაცია და ენერგოეფექტური ფანჯრები დააყენა.

      გამოიყენეთ ენერგოდამზოგავი ნათურები. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯენიფერი ამბობს: „ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით ჩავანაცვლეთ“. მართალია, ეს ახალი ტიპის ენერგოდამზოგავი სანათი საშუალებები ძვირი ჯდება, მაგრამ თავისი რესურსის ამოწურვამდე გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რის შედეგადაც საბოლოოდ თანხებიც იზოგება.

  • როგორ დავზოგოთ ენერგია
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 5
    • ყოველდღიური საქმეების კეთების დროს

      შეამცირეთ ცხელი წყლის მოხმარება. ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ქალაქის მოსახლეობის შემთხვევაში წყლის გასათბობად საჭირო ენერგია ქალაქის მთლიანი ენერგოხარჯის 1,3%-ს შეადგენს, რიგითი ოჯახის შემთხვევაში კი — 27%-ს“.

      ვინაიდან წყლის გასათბობად დიდი რაოდენობით ენერგიაა საჭირო, კარგი იქნება, თუ შევამცირებთ ცხელი წყლის მოხმარებას და ამგვარად დავზოგავთ ენერგიას. ვიქტორი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდანაა, ამბობს: „შხაპის მიღების დროს ვცდილობთ, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ცხელი წყალი გამოვიყენოთ“. როგორც სპეციალისტი სტივენ კენუეი აღნიშნავს, „ცხელი წყლის დაზოგვა ყველასთვის მომგებიანია, [რადგან] ამცირებს როგორც მომხმარებლის მიერ ენერგიისა და წყლის მოხმარებას, ისე კომუნალური მომსახურების კომპანიების ენერგომოთხოვნას და, ამასთან, ეხმარება ოჯახებს, . . დაზოგონ თანხები“.

      გამორთეთ შუქი და ელექტრომოწყობილობები, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერი. გახსოვდეთ, რომ ელექტრომოწყობილობები ლოდინის რეჟიმშიც კი ხარჯავენ ენერგიას. ამიტომ ზოგი სპეციალისტი გვირჩევს, დენის წყაროდან გამოვრთოთ მსგავსი მოწყობილობები ან გამოვიყენოთ დენის გამანაწილებელი, რომელსაც ჩამრთველი ღილაკი აქვს. ზემოხსენებულ ფერნანდოს ჩვევად აქვს, ყოველთვის ჩააქროს შუქი და დენის წყაროდან გამორთოს ის მოწყობილობები, რომლებითაც აღარ სარგებლობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება