-
ყველას სათანადო პატივი ეცით!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
2, 3. ა) რატომ იმსახურებს იეჰოვა განსაკუთრებულ პატივს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) ვინ არის გამოცხადების 5:13-ში მოხსენიებული კრავი და რატომ იმსახურებს ის პატივისცემას?
2 გამოცხადების 5:13-დან ჩანს, რომ პატივისცემას იმსახურებენ „ტახტზე მჯდომი და კრავი“. ბიბლიის ამავე წიგნის მე-4 თავიდან ვიგებთ მიზეზს, თუ რატომ იმსახურებს იეჰოვა პატივისცემას. ზეციერი ქმნილებები ხმამაღლა განადიდებენ იეჰოვას, „მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს“. ისინი ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:9, 11).
-
-
ყველას სათანადო პატივი ეცით!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
4. რატომ ვართ ვალდებულნი, პატივი ვცეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს?
4 ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს, რადგან ჩვენი მარადიული სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია იოანეს 5:22, 23-ში: „მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა, რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:11, 12).
-