საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 თებერვალი
    • მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

      წამების წინა საღამოს, მოციქულებთან ბოლო ვახშმის შემდეგ, იესო შეჰპირდა მათ, რომ ადგილს მოუმზადებდა ზეცაში. მან უთხრა მოციქულებს: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2). რატომ უნდა მოემზადებინა იესოს მათთვის ადგილი? რას გააკეთებდნენ მოწაფეები ზეცაში?

      იესოს განსაკუთრებული დავალება უნდა მიეცა მოწაფეებისთვის. იმავე საღამოს იესომ უთხრა მათ: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:28, 29). ღმერთი დაჰპირდა იესოს, რომ ის გახდებოდა მეფე, საუკეთესო მმართველი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ადამიანთა ტანჯვას და მოსპობდა მათ მჩაგვრელებს. მართალია, იესოს ქვეშევრდომები „დედამიწის კიდეებამდე“ იქნებიან დასახლებულნი, მაგრამ მისი სამეფო ზეცაში იქნება (ფსალმუნი 72:4, 8; დანიელი 7:13, 14).

      იესო მარტო არ იმმართველებს, რადგან ის ადგილს დაჰპირდა თავის მოციქულებს ზეცაში. ისინი პირველები იყვნენ, რომლებიც იესომ „დედამიწის მმართველებად“ აირჩია (გამოცხადება 5:10).

      რამდენი ადამიანი წავა ზეცაში? როგორც ნებისმიერ მთავრობაში, ისე ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველებიც მცირედნი არიან მათთან შედარებით, ვისზეც ისინი იმმართველებენ. იესომ თავის თანამმართველებზე თქვა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). ამ „მცირე სამწყსოს“ რიცხვი 144 000-ს შეადგენს (გამოცხადება 14:1). ეს რიცხვი მცირეა სამეფოს იმ მილიონობით ერთგულ ქვეშევრდომთან შედარებით, რომლებიც მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ დედამიწაზე (გამოცხადება 21:4).

      ამგვარად, ყველა კარგი ადამიანი არ მიდის ზეცაში. მეფე დავითი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მასზე მოციქულმა პეტრემ თქვა: „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქმეები 2:34). იოანე ნათლისმცემელიც ღირსეული კაცი იყო, მაგრამ იესომ აღნიშნა, რომ იგი არ იმმართველებდა ზეცაში: „ქალის მიერ ნაშობთა შორის, არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათე 11:11).

  • მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 თებერვალი
    • [Box on page 7]

      რას ამბობს ბიბლია?

      კითხვა:

      რა ემართებათ კარგ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ?

      პასუხი:

      „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

      კითხვა:

      რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

      პასუხი:

      „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

      კითხვა:

      სად იცხოვრებს კარგი ადამიანების უმეტესობა?

      პასუხი:

      „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება