საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საოცარი სილამაზე და გრაცია
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
    • ყოველდღე საგულდაგულოდ მოვლა

      საუკეთესო ჯიშის წმინდასისხლიანი ცხენების გამოსაყვანად მომშენებლები საგულდაგულოდ უნდა ზრუნავდნენ მათზე. კიდევ ერთი ცხენსაშენის მესაკუთრე, მაუგოჟატა ამბობს: „არაბული ცხენების მოვლა საკმაოდ რთული საქმეა. ცხელსისხლიანი არაბული ცხენი რომ კარგ ფორმაში იყოს და კარგადაც გამოიყურებოდეს, საჭიროა, სწორად იკვებოს. მაკე ფაშატი, რომელიც სადაცაა შობს, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“.a რა სახის საკვები ითვლება საუკეთესოდ არაბული ცხენისთვის?

      მაუგოჟატა განაგრძობს: „დღეს იმით ვიწყებთ, რომ ცხენებს ვაჭმევთ თივას, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ვიტამინებსა და მინერალებს. შვრია ნამჯასთან ერთად ან ბზე განსაკუთრებით ნოყიერია; ქერი და ქატოც არანაკლებ სასარგებლოა. მაგრამ ცხენებს ურჩევნიათ, შეექცნენ წვნიან მწვანე საკვებს — ბალახს ან იონჯას, ასევე კარტოფილს, სტაფილოსა და ჭარხალს. ზამთრობით მომშენებლები ხშირად მათთვის ცილებით მდიდარ საკვებს ყიდულობენ. არაბული ცხენების საკვებ რაციონში აგრეთვე უნდა შედიოდეს მარილის ნატეხები, რომელიც შეიცავს მინერალებს, და მცენარეები, რომლებიც აცხრობს მათ მგზნებარე ტემპერამენტს. მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე საძოვარს ვერაფერი შეედრება, ვერც საუკეთესო თივა და ვერც სხვა რომელი საკვები. დასასრულ, რაც ცხენებს გამუდმებით სჭირდებათ, ეს არის სუფთა წყალი — საზრიანი ცხენები პირს არასდროს დააკარებენ ჭუჭყიან წყალს“.

      არაბული ცხენის ტყავსა და ბეწვს გამუდმებული მოვლა ესაჭიროება. ცხენის ტყავი და ბეწვი ფაქიზად უნდა გაიწმინდოს, ასევე სპეციალური ჯაგრისებით ნაზი მასაჟი უნდა გაუკეთდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელის გადასმაც. ამის გარდა, როგორც ტომაში ხსნის, აუცილებელია „ყოველდღიურად ჩლიქების გაწმენდა, რადგან ეს ცხოველს სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის კიბოსგან, იცავს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხენის თვალებს, ნესტოებს, ტუჩებსა და ყურებს“. ჟანეტა დასძენს: „იმისათვის, რომ ცხენი კარგ ფორმაში იყოს და მოხდენილად გამოიყურებოდეს, საჭიროა, მას საკმარისი სივრცე ჰქონდეს სარბენად და აგრეთვე იგორაოს სილაში, ტალახში ან ბალახში. სირბილის შემდეგ გაოფლიანებულ ცხენს უნდა დააფარონ საბანი და მერე გაასუფთაონ“.

      ცხენების მომშენებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რაოდენ აუცილებელია თითოეულ ცხენზე ზრუნვა. მაუგოჟატა ამას თავისი სიტყვებით ხსნის: „ამბობენ, რომ არაბულ ცხენებს მეექვსე გრძნობაც აქვთ — მათ უყვართ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, აგრეთვე შეხება და ჩახუტება. ასეთი სათუთი მოპყრობის შედეგად მათ უმტკიცდებათ ნდობა თავისი პატრონების მიმართ და მთელი ცხოვრება მათი ერთგულნი არიან. გაღიმების ან მოფერების საპასუხოდ ცხენები მთელი ძალით ჭიხვინებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტაფილოს ან შაქრის ნატეხს სთავაზობენ. ვისაც ცხენები უყვარს, მათი მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ“. აი, რას გვიზიარებს ტომაში: „ცხენები ნახვისთანავე შემიყვარდნენ. ისინი საოცრად მოხდენილები არიან და თავს იწონებენ თავიანთი განუმეორებელი გრაციოზულობით. მაგრამ მათი ნდობის მოპოვება არც ისე ადვილია. ამისთვის მე მრავალი წელი დამჭირდა“.

  • საოცარი სილამაზე და გრაცია
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
    • [სურათები 16 გვერდზე]

      არაბული ცხენის ყოველდღიურ მოვლაში შედის

      1. ტყავის და ბეწვის ფაქიზად გაწმენდა

      2. ჩლიქების გასუფთავება

      3. თბილი გრძნობების გამოხატვა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება