-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 თებერვალი
-
-
დაეხმარეთ მათ ჭეშმარიტების მიღებაში
8. რა ურჩია მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს, რომელთა მეუღლეებიც მათ რწმენას არ იზიარებენ?
8 მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს ურჩია, არ მიეტოვებინათ მეუღლეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებდნენ მათ რწმენასb (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:12—16 ). რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრების მიუხედავად, ქრისტიანს ბედნიერების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუ ემახსოვრება, რომ ოდესღაც მისმა მეუღლემაც შეიძლება მიიღოს ჭეშმარიტება. მაგრამ, როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, მეუღლესთან ჭეშმარიტებაზე საუბრისას გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.
9. რა სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ოჯახის წევრებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებთ?
9 ჯეისონი იხსენებს, თუ როგორ იმოქმედა მასზე ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებამ. ის ამბობს: „მინდოდა, ამის შესახებ ყველასთან მელაპარაკა“. როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იგებს, რომ ყველაფერი, რასაც სწავლობს ჭეშმარიტებაა, იმდენად ბედნიერია, რომ ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობს. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ ოჯახის წევრებიც მაშინვე მიიღებენ სამეფოს შესახებ ცნობას, მაგრამ შეიძლება საპირისპირო რამ მოხდეს. როგორ იმოქმედა ჯეისონის ენთუზიაზმმა მის ცოლზე? „მეგონა ამ თემაზე საუბარს არასდროს შეწყვეტდა“, — თქვა ცოლმა. ერთი ქალი, რომელმაც ჭეშმარიტება ქმრის მონათვლიდან 18 წლის შემდეგ მიიღო, ამბობს: „პირადად მე, ჭეშმარიტება რომ გამეგო, დრო მჭირდებოდა“. თუ თქვენ ბიბლიას ასწავლით ადამიანს, რომლის მეუღლესაც ჭეშმარიტების მიღების არანაირი სურვილი არა აქვს, კარგი იქნებოდა, თუ პრაქტიკულად აჩვენებდით ხოლმე, როგორ შეუძლია ტაქტიანად ისაუბროს ჭეშმარიტების შესახებ. მოსემ თქვა: „წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა, როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე“ (კან. 32:2). ჭეშმარიტებაზე სათანადო დროს და სათანადო სახით ნათქვამმა რამდენიმე სიტყვამ შეიძლება უფრო დადებითი შედეგი გამოიღოს, ვიდრე სიტყვების უწყვეტმა ნიაღვარმა.
10—12. ა) რა ურჩია მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს, რომელთა მეუღლეებიც მათ რწმენას არ იზიარებენ? ბ) როგორ ისწავლა ერთმა ბიბლიის შემსწავლელმა 1 პეტრეს 3:1, 2-ში ჩაწერილი რჩევის ცხოვრებაში გამოყენება?
10 მოციქულმა პეტრემ რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიან ცოლებს ღვთის შთაგონებით ურჩია: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტ. 3:1, 2). ცოლებს შეუძლიათ ქმრების მოპოვება მორჩილებითა და ღრმა პატივისცემის გამოვლენით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქმრები უხეშად ეცქევიან. მსგავსადვე, ქრისტიანი ქმარი უნდა იქცეოდეს ღვთის მოსაწონად და უნდა იყოს მოსიყვარულე ოჯახის თავი, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა მეუღლე, რომელიც მის შეხედულებებს არ იზიარებს (1 პეტ. 3:7—9).
11 მრავალი თანამედროვე მაგალითი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პეტრეს რჩევის გათვალისწინება. განვიხილოთ სელმას შემთხვევა. მის ქმარს, სტივს, დიდად არ ესიამოვნა, როდესაც მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სტივი აღიარებს: „ძალიან გავბრაზდი, ვეჭვიანობდი და მეშინოდა“. სელმა იხსენებს: „სტივთან ცხოვრება დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავდა. მას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მასთან ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა“. რა დაეხმარა მათ?
12 სელმა იხსენებს, თუ რა რჩევა მისცა დამ, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა. ის ამბობს: «ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიის შესწავლა აღარ მინდოდა. წინა ღამით, როცა რაღაცაზე ვკამათობდით, სტივმა ხელი დამარტყა. თავს დათრგუნულად, საშინლად ვგრძნობდი. როცა ჩვენს დას მოვუყევი, რა მოხდა და როგორ ვგრძნობდი თავს, მთხოვა წამეკითხა 1 კორინთელების 13:4—7. წაკითხვის შემდეგ ვთქვი, რომ სტივს ასეთი სიყვარული ჩემდამი არასდროს გამოუვლენია. მაგრამ და დამეხმარა, სულ სხვა კუთხით შემეხედა ამ საკითხისთვის. მან მკითხა: „შენ თუ ავლენ ასეთ სიყვარულს შენი ქმრისადმი?“ მე ვუპასუხე: „არა, რადგან მასთან ცხოვრება ძალიან რთულია“. დამ რბილად მკითხა: „სელმა, ვინ ცდილობს, გახდეს ქრისტიანი, შენ თუ სტივი?“ მივხვდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. იეჰოვას ლოცვაში ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ სტივისადმი მეტი სიყვარული გამომევლინა. ნელ-ნელა მდგომარეობა შეიცვალა». 17 წლის შემდეგ სტივმა ჭეშმარიტება მიიღო.
როგორ შეუძლიათ დახმარება სხვებს
13, 14. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს დაეხმარონ მათ, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ?
13 როგორც ჟუჟუნა წვიმის წვეთები რწყავს ნიადაგს და ხელს უწყობს მცენარის ზრდას, კრების თითოეული წევრიც ხელს უწყობს მათ ბედნიერებას, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ. ბრაზილიაში მცხოვრები ელვინა ამბობს: „და-ძმების სიყვარული დამეხმარა მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში“.
14 კრების წევრების მხრიდან სიკეთისა და ყურადღების გამოვლენამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც ჭეშმარიტებას არ იღებენ. ნიგერიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელმაც ჭეშმარიტება ცოლის მონათვლიდან 13 წლის შემდეგ მიიღო, იხსენებს: „ერთხელ ერთ მოწმესთან ერთად მივდიოდი მანქანით; გზაში მანქანა გაგვიფუჭდა. ძმამ მეზობელ სოფელში თანამორწმუნეები იპოვა, რომლებმაც ღამე გაგვათევინეს. მათ ისე მიგვიღეს, თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ის ქრისტიანული სიყვარული, რომლის შესახებაც ჩემი ცოლი ყოველთვის მელაპარაკებოდა“. ინგლისში მცხოვრები ერთი ქალი, რომელმაც ქმრის მონათვლიდან 18 წლის შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება, ამბობს: „მოწმეები სადილზე ორივეს გვეპატიჟებოდნენ და ყოველთვის თბილად მიღებდნენ“. იმავე ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი დის ქმარი კი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, იხსენებს: „და-ძმები ხშირად გვსტუმრობდნენ ან ჩვენ მივდიოდით მათთან სტუმრად. ისინი ყოველთვის ყურადღებიანები იყვნენ. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როდესაც სავადმყოფოში მოვხვდი და მრავალმა მათგანმა მომინახულა“. შეგიძლიათ მსგავსი ყურადღება გამოავლინოთ იმ ქრისტიანების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ?
15, 16. რა დაეხმარება ქრისტიანს, შეინარჩუნოს ბედნიერება, თუ ოჯახის წევრები არ იღებენ ჭეშმარიტებას?
15 რა თქმა უნდა, მეუღლე, შვილები, მშობლები თუ სხვა ნათესავები, — ყველა არ მიიღებს ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი შეიძლება წლების განმავლობაში კარგად იქცეოდეს და ტაქტიანად უმოწმებდეს მათ. ზოგი არ ავლენს ინტერესს ან სასტიკი მოწინააღმდეგეა (მათ. 10:35—37). მაგრამ, თუ ქრისტიანი ღვთის მოსაწონ თვისებებს ავლენს, ამან შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს. ერთი დის ქმარი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, აღნიშნავს: „როდესაც ქრისტიანი მიმზიდველ თვისებებს ავლენს, არასდროს არ იცი, როგორ იმოქმედებს ეს მისი მეუღლის გონებასა და გულზე. ამიტომ ნურასდროს ჩაიქნევ ხელს“.
16 ქრისტიანი შეიძლება ბედნიერი იყოს მაშინაც კი, როდესაც მისი ოჯახის წევრი არ იღებს ჭეშმარიტებას. ერთი და უკვე 21 წელია ცდილობს თავისი მეუღლე დააინტერესოს სამეფოს შესახებ ცნობით, მაგრამ უშედეგოდ. ის ამბობს: „ვცდილობ, ვასიამოვნო იეჰოვას, შევინარჩუნო მისადმი ერთგულება და განვიმტკიცო სულიერობა. ეს მეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. მაქსიმალურად ვცდილობ, დავკავდე, თეოკრატიული საქმეებით, იქნება ეს პირადი შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა და კრებაში სხვების დახმარება, რაც იეჰოვასთან მაახლოებს და ჩემს გულსაც იცავს“ (იგავ. 4:23).
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 თებერვალი
-
-
ერთი დის ქმარი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, აღნიშნავს: „როდესაც ქრისტიანი მიმზიდველ თვისებებს ავლენს, არასდროს არ იცი, როგორ იმოქმედებს ეს მისი მეუღლის გონებასა და გულზე. ამიტომ ნურასდროს ჩაიქნევ ხელს“.
-