-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ბრწყინვალე მაგალითი ქორწინებისთვის
როცა ადამიანები ქორწინდებიან, ქორწინებიდან ყველა რაღაცას მოელის. მაგრამ რას მოელის ღმერთი? ქორწინება მან დააფუძნა. რა განზრახვა ჰქონდა მას?
ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელ ერთან მისი ურთიერთობიდან ჩანს. ესაია ამ ურთიერთობას ქორწინებას ადარებს (ესაია 62:1—5, აქ). ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებს იეჰოვა ღმერთი, როგორც „ქმარი“, თავისი „პატარძლისთვის“. ის იცავს და განწმენდს მას (ესაია 62:6, 7, 12). პატივს სცემს და აფასებს (ესაია 62:3, 8, 9). ის სასურველია მისთვის, რაც მის მიერ დარქმეული ახალი სახელიდანაც ჩანს (ესაია 62:4, 5, 12).
-
-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, რასაც იეჰოვა ავლენს ისრაელის მიმართ და რასაც ქრისტე ავლენს კრების მიმართ. სიმბოლური ენით აღწერილი ეს ურთიერთობები ბრწყინვალე მაგალითია ქრისტიანებს შორის წარმატებული და ბედნიერი ქორწინებისთვის (ეფესელთა 5:28—33).
-