-
ოჯახური ძალადობის დასასრულიგამოიღვიძეთ! — 2013 | აპრილი
-
-
რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარათ ცვლილებების მოხდენაში?
ტროი: ძალიან ბევრი. მაგალითად, 1 პეტრეს 3:7-ში ბიბლია ამბობს, რომ ცოლს პატივი უნდა ვცეთ. გალატელების 5:23 კი მოგვიწოდებს, რომ გამოვავლინოთ „რბილი ხასიათი“ და „თავშეკავება“. ეფესოელების 4:31-ში ბიბლია გმობს „ლანძღვას“. ებრაელების 4:13-ში ვკითხულობთ, რომ „ყოველივე . . . ღიაა მის [ღვთის] თვალთა წინაშე“. ასე რომ, ღმერთი ხედავს, რას ვაკეთებ, მაშინაც კი, როდესაც სხვები ამას ვერ ხედავენ. ისიც გავიგე, რომ უნდა შემეცვალა ჩემი სამეგობრო წრე, რადგანაც „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ჩემი ძველი მეგობრები ძალადობისკენ მაქეზებდნენ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ქალის „დასამორჩილებლად“ ცემა იყო საჭირო.
-