საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 4/07 გვ. 28
  • რატომ მიმდის გული?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ მიმდის გული?
  • გამოიღვიძეთ! — 2007
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • სისხლი — სასიცოცხლო სითხე
    როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?
  • სისხლი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2007
g 4/07 გვ. 28

რატომ მიმდის გული?

ექიმს ჩემთვის თვალის წნევა უნდა გაეზომა, რისთვისაც თვალის კაკალს ინსტრუმენტით უნდა შეხებოდა. ვიცოდი, რაც მომივიდოდა. ასე იყო ყოველთვის. იგივე მემართებოდა მაშინაც, როდესაც მედდა ვენიდან სისხლს მიღებდა. ზოგჯერ ტრავმაზე რომ ვლაპარაკობ, მაშინაც იგივე მემართება — გული მიმდის.

კანადიდან მიღებული ცნობის თანახმად, ზემოხსენებულ სიტუაციებში ადამიანთა დაახლოებით 3 პროცენტს მისდის გული. თუ მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანი ხართ, როგორც უნდა ეცადოთ, ამას ვერსად გაექცევით. სახალხოდ გულის წასვლისგან თავის ასარიდებლად შეიძლება საპირფარეშოში შესვლას შეეცადოთ, მაგრამ ეს გონივრული არ იქნებოდა. ამ დროს შეიძლება ვერ მოასწროთ საპირფარეშოში შესვლა, დაეცეთ და ტრავმა მიიღოთ. მას შემდეგ, რაც არაერთხელ წამივიდა გული, გადავწყვიტე, ამის მიზეზი გამომეკვლია.

ექიმთან საუბრისა და რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ ეს ცდომილი ნერვის სისხლძარღვებზე ზემოქმედების შედეგი იყო. ფიქრობენ, რომ გულის წასვლის მიზეზი — მაგალითად, მწოლიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლის შემთხვევაში — ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელი სისტემის არანორმალური ფუნქციონირებაა.

გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს სისხლს ან ექიმთან თვალის შემოწმება უწევს, ვეგეტატიური ნერვული სისტემა თავის ტვინში აგზავნის იმპულსებს, რომ თითქოს წევხართ, სინამდვილეში კი ზიხართ ან დგახართ. თავიდან ნერვიულობის გამო გულისცემა ხშირდება; შემდეგ პულსი მკვეთრად ნელდება და ქვედა კიდურების სისხლძარღვები ფართოვდება; შედეგად, ქვედა კიდურებში სისხლის რაოდენობა მატულობს, ხოლო თავის ტვინი სისხლით საკმარისად არ მარაგდება. ტვინი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის და ადამიანს გული მისდის. როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება?

ამისათვის საჭიროა, ადამიანმა არ უყუროს სისხლის აღების პროცედურას ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს დაწვეს. როგორც აღინიშნა, ხშირად შესაძლებელია გულის წასვლის სიმპტომების ამოცნობა. ამიტომ პაციენტს აქვს დრო სათანადო ზომების მისაღებად, რათა გული არ წაუვიდეს. მრავალი ექიმი გვირჩევს, ამ დროს დავწვეთ და ფეხები მაღლა ავწიოთ. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ფეხებიდან სისხლი გულისკენ წავიდეს და გულის წასვლა თავიდან აირიდოთ. ამგვარად მოქმედების შემდეგ რამდენიმე წუთში თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ ეს ინფორმაცია თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე, მაშინ შეძლებთ გულის წასვლის სიმპტომების ამოცნობას; შედეგად კი დაუყოვნებლივ მიიღებთ ზომებს (გამოგზავნილია).

[ჩანართი 28 გვერდზე]

კარგი იქნებოდა, პაციენტს მწოლიარე მდგომარეობაში ჩაეტარებინა სამედიცინო პროცედურა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება