საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს

      10. როგორ გვეხმარება დავითის მაგალითი იმის დანახვაში, რომ რეალურია იეჰოვაზე მინდობა, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გვაწუხებს?

      10 არის თუ არა რეალური მძიმედ ავადმყოფისთვის იეჰოვაზე მინდობა? დიახ! იეჰოვა თანაუგრძნობს თავის მსახურებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უფრო მეტიც, იეჰოვას სურს, დაეხმაროს მათ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეფე დავითის შემთხვევა. შესაძლოა, ის სერიოზულად ავადმყოფობდა, როდესაც დაწერა, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ერთგულ მსახურს, რომელიც ავადმყოფობს. დავითმა თქვა: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“ (ფსალმუნები 40:2, 4, 8, 9). დავითი მთლიანად იეჰოვას მიენდო და, საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა. ჩვენ როგორ უნდა მივენდოთ ღმერთს, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს?

      11. რა შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენს ზეციერ მამას ავადმყოფობისას?

      11 ავადმყოფობისას იეჰოვაზე იმედის დამყარების მაჩვენებელი იქნება ის, თუ ლოცვაში ვთხოვთ მას, რომ გაგვაძლებინოს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ „გონიერება“, რათა ჩვენს მდგომარეობაში ჯანმრთელობის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ (იგავები 3:21). აგრეთვე უნდა შევევედროთ, რომ ავადმყოფობის გასაძლებად მოთმინებისა და ამტანობის გამოვლენაში დაგვეხმაროს. რაც ყველაზე მთავარია, უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ მხარი დაგვიჭიროს და ძალა მოგვცეს, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ მისდამი ერთგულება და, რაც უნდა მოხდეს, არ დავკარგოთ წონასწორობა (ფილიპელთა 4:13). ღვთისადმი ბოლომდე ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ წუთისოფელში სიცოცხლის შენარჩუნება. მისდამი ერთგულები თუ დავრჩებით, ჩვენი დიდებული ღმერთი მარადიულად გვაკურთხებს სრულყოფილი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით (ებრაელთა 11:6).

      12. რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

      12 აგრეთვე, იმედს თუ იეჰოვაზე ვამყარებთ, ხელმძღვანელობისთვის მის სიტყვას, ბიბლიას, მივმართავთ. საღვთო წერილში მოცემული პრინციპები მკურნალობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მაგალითად, ვიცით, რომ ბიბლია გმობს «მისნობას [„სპირიტიზმს“, აქ]», ამიტომაც ვერიდებით სპირიტიზმთან დაკავშირებული მეთოდებით დიაგნოზის დასმასა და მკურნალობას (გალატელთა 5:19—21; მეორე რჯული 18:10—12). ბიბლიაში სხვა ბრძნული რჩევაც არის მოცემული. მაგალითად, მასში ნათქვამია: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15). ამ სიტყვებიდან გამომდინარე, მკურნალობის მეთოდის არჩევამდე, გონივრული იქნება სანდო ინფორმაციის მიღება, ნაცვლად იმისა, რომ „ყოველი სიტყვის“ გვწამდეს. ასეთი ‘აზრიანობა’ დაგვეხმარება, ყველაფერი ყურადღებით ავწონ–დავწონოთ და არსებული ინფორმაციის საფუძველზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ (ტიტე 2:12).

      13, 14. ა) რა სტატიები დაიბეჭდა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“–ში? (იხილეთ ჩარჩო მე–17 გვერდზე). ბ) რა რჩევები იყო მოცემული 2001 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“–ში ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავების თაობაზე?

      13 იეჰოვასადმი ნდობას იმითაც გამოვავლენთ, თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში ინფორმაციის მოძებნას შევეცდებით. „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში პერიოდულად ქვეყნდება საინტერესო სტატიები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ პრობლემასა და სხვადასხვა დაავადებაზეd. ზოგჯერ ამ ჟურნალებში იბეჭდება სტატიები მათზე, ვინც წარმატებით გაართვა თავი ავადმყოფობით თუ ფიზიკური ნაკლით გამოწვეულ პრობლემებს. გარდა ამისა, ზოგ სტატიაში მოცემულია ბიბლიური პრინციპები და პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დამხმარეა მათთვის, ვინც ქრონიკულად არის დაავადებული.

      14 მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“–ის 2001 წლის 8 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატიების სერია, სათაურით „ნუგეში დაავადებულთათვის“. ამ სტატიებში მოცემული იყო პრაქტიკული ბიბლიური პრინციპები, ასევე ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებული იყო იმ დაინვალიდებულ ადამიანთა პირად გამოცდილებაზე, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში არიან. სტატიაში „როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?“ შემოთავაზებული იყო შემდეგი რჩევები: რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადების შესახებ (იგავები 24:5). დაისახეთ მიზნები, მათ შორის სხვების დახმარება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეიძლება თქვენს ძალებს აღემატებოდეს იმ მიზნების მიღწევა, რომელთაც სხვები აღწევენ (საქმეები 20:35; გალატელთა 6:4). მოერიდეთ საზოგადოებისგან იზოლირებას (იგავები 18:1, აქ). სასიამოვნო გახადეთ მომსვლელებისთვის თქვენი მონახულება (იგავები 17:22). რაც ყველაზე მთავარია, ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან და კრების წევრებთან (ნაუმი 1:7; რომაელთა 1:11, 12). განა მადლიერი არა ხართ საიმედო ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიწევს?

  • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • [ჩარჩო 17 გვერდზე]

      გახსოვთ ეს სტატიები?

      როცა ჯანმრთელობა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, გამამხნევებელია მათ შესახებ წაკითხვა, ვინც წარმატებით გაუმკლავდა ამა თუ იმ მოშლილობასთან, დაავადებასთან ან ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებულ პრობლემებს. ქვემოთ მოცემულია „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი რამდენიმე სტატიის სათაური.

      „კეთროვანი, მაგრამ სიხარულითა და სულიერი კურთხევებით აღსავსე“, 1998 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“.

      „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“, 1999 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“

      „მდუმარების ტყვეობიდან დახსნილი“ (რუს.), 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“

      „არ იცით, რა გელით ხვალ“, 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“.

      „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე იეჰოვა მაძლიერებდა“, 2001 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“.

      „იეჰოვამ გვასწავლა ამტანობა და შეუპოვრობა“, 2002 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“.

      „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“, 2002 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება