საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“

      წარმოიდგინე, რომ ახალდაგებული გზით მიდიხარ. შესაძლოა გაიფიქრო, რომ ეს გზა არასოდეს დაზიანდება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გაუჩნდეს ბზარები, ღრმულები. ასეთ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გზის დაზიანებული საფარის აღდგენა.

      როგორც გზას, ისე სხვებთან ჩვენს ურთიერთობასაც შეიძლება დროდადრო ბზარი გაუჩნდეს. ერთ დროს რომაელ ქრისტიანებს შორისაც იყო უთანხმოება, რის გამოც პავლემ მათ შემდეგი რჩევა მისცა: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:13, 19). რატომ არის აუცილებელი, რომ „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“, და რა დაგვეხმარება ამაში?

      რატომ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ?

      თუ გზას არ შეაკეთებენ, პატარა ბზარები შეიძლება ღრმულებად იქცეს და მოძრაობაც, შესაბამისად, სახიფათო გახდეს. მოუგვარებელმა უთანხმოებებმაც შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). სავსებით შესაძლებელია, რომ მოუგვარებელმა უთანხმოებებმა ქრისტიანს თავისი ძმა შეაძულოს.

  • „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • ადგილ-ადგილ უმნიშვნელო ბზარების დაფარვა შესაძლებელია ასფალტის ახალი ფენის დაგებით. ჩვენ თუ შეგვიძლია, „დავფაროთ“ თანამორწმუნეების უმნიშვნელო შეცდომები, ანუ ვაპატიოთ მათ? თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, უმეტეს შემთხვევაში შევძლებთ უთანხმოებების მოგვარებას. როგორც მოციქულმა პეტრემ დაწერა, „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება