საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
    • 18. სად მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია იეჰოვას შემოქმედებაზე?

      18 ჩვენ რა მაგალითების მოყვანა შეგვიძლია შემოქმედებიდან? შეგვიძლია ცხოველების თვისებები მოვიხსენიოთ მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი შედარებების მოსაყვანად. სად მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია იეჰოვას შემოქმედებაზე? ბიბლიაში ნახსენებია ბევრი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი; და ის, რაც მათ ახასიათებს, ზოგჯერ შედარების სახით არის გამოყენებული, მაგალითად ქურციკივითა და ჯიქივით სწრაფი, გველივით ფრთხილი და მტრედივით უწყინარიc (1 მატიანე 12:8; აბაკუმი 1:8; მათე 10:16). საჭირო მასალის მოძებნა აგრეთვე შეიძლება „საგუშაგო კოშკში“, „გამოიღვიძეთ!“-სა და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ სხვა პუბლიკაციებში. ბევრს გაიგებ, თუ დააკვირდები, როგორი შედარებებია მოყვანილი ამ პუბლიკაციებში იეჰოვას სასწაულებრივი შემოქმედებიდან.

  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
    • c დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ ცხოველების რა თვისებებს იყენებს ბიბლია შედარებებისთვის, იხილე „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, ტომი 1, გვერდები 268, 270, 271 (ინგლ.).

  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
    • 20 რა რეალური შემთხვევების მოყოლა შეიძლება სწავლების დროს? დავუშვათ, საუბრობ იმაზე, თუ როგორ სრულდება იესოს მოსვლის წინასწარმეტყველური ნიშანი (მათე 24:3—14). შეგიძლია მოიხსენიო ახალი ამბები ომების, შიმშილობისა თუ მიწისძვრების შესახებ იმის საჩვენებლად, რომ ნაწინასწარმეტყველები ნიშანი სრულდება. ან დავუშვათ, გინდა აჩვენო, თუ რა ცვლილებები მოჰყვება ‘ახალი პიროვნებით შემოსვას’ (ეფესოელები 4:20—24). სად შეიძლება ამისათვის საჭირო შემთხვევის მოძებნა? შეგიძლია მოჰყვე შემთხვევები თანამორწმუნეთა წარსულიდან ან იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებიდან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება