-
გიყვარდეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
დაკარგული ცხვარი და დაკარგული დრაქმა
5, 6. ა) რომელი ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა იესომ? ბ) რას ვიგებთ ამ მაგალითებიდან იეჰოვას შესახებ?
5 მსმენელებისთვის გზასაცდენილებზე იეჰოვას თვალსაზრისი რომ დაენახვებინა, იესომ ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა. ერთში ის მწყემსზე საუბრობდა: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით: რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:4—7).
-
-
გიყვარდეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
7. რას ვსწავლობთ დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის მაგალითებიდან?
7 რას გვასწავლის ეს მაგალითები? იმას, თუ 1) რას უნდა ვგრძნობდეთ დასუსტებულთა მიმართ და 2) რა უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. მოდი ახლა ამ ორ საკითხზე ვისაუბროთ.
დაკარგული, და მაინც ძვირფასი
8. ა) რა გააკეთა მწყემსმა ცხვრის დაკარგვის შემდეგ და როგორ მოიქცა ქალი, როცა დრაქმა დაკარგა? ბ) რას გვეუბნება მათი მოქმედება დანაკარგთან დაკავშირებით მათს თვალსაზრისზე?
8 ორივე მაგალითში რაღაც დაიკარგა, მაგრამ დაუკვირდით პატრონების რეაქციას. მწყემსს არ უთქვამს: „ერთი ცხვარი რა დიდი საქმეა, 99 ხომ კიდევ მყავს. მაგ ცხვრის გარეშეც გავალ იოლას“. არც ქალს უთქვამს: „რატომ უნდა ვიდარდო იმ ერთი დრაქმის გულისთვის? ცხრაც კარგად მეყოფა“. ამის ნაცვლად მწყემსი საძებრად წავიდა და ისე გულმოდგინედ დაუწყო ძებნა დაკარგულ ცხვარს, თითქოს მეტი არ ჰყოლოდა.
-
-
გიყვარდეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
რის საჩვენებლად მოიყვანა იესომ ეს მაგალითები?
9. რა არის ნაჩვენები მწყემსისა და ქალის გრძნობებით?
9 დაუკვირდით, რა სიტყვებით ამთავრებს იესო ამ მაგალითებს: „ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ და „გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“. მწყემსისა დ ქალის გრძნობები დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვასა და ზეციერი ქმნილებების გრძნობებზე. როგორც მწყემსისა და ქალისთვის იყო ძვირფასი, რაც დაკარგეს, ასევე იეჰოვასთვისაც კვლავაც ძვირფასები არიან ისინი, ვინც გზას ასცდა ან ურთიერთობა აღარ აქვს ღვთის ხალხთან (იერემია 31:3). ასეთები შეიძლება სულიერად სუსტები იყვნენ, მაგრამ არა მაინცდამაინც ურჩები და მოწინააღმდეგეები. სულიერი სისუსტის მიუხედავად, ისინი შეიძლება, გარკვეულწილად, კვლავაც იცავდნენ იეჰოვას მოთხოვნებს (ფსალმუნები 118:176; საქმეები 15:29). ამიტომ, ისევე როგორც წარსულში, იეჰოვა დღესაც არ ჩქარობს მათ ‘მოშორებას’ (მეოთხე მეფეთა 13:23).
10, 11. ა) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, ვინც კრებას ჩამოშორდა? ბ) იესოს მაგალითებიდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ, რომ განვიცდით მათ მდგომარეობას?
10 იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ჩვენც განვიცდით მათ მდგომარეობას, ვინც დასუსტდა და ურთიერთობა აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან (ეზეკიელი 34:16; ლუკა 19:10). სულიერად დასუსტებულ ადამიანს დაკარგულ ცხვრად მივიჩნევთ და არა დაღუპულ ადამიანად. ჩვენ არ ვფიქრობთ ასე: „რატომ უნდა ვინაღვლოთ დასუსტებულზე? კრება უმაგისოდაც კარგადაა“. ამის ნაცვლად, იეჰოვას ვბაძავთ და გზასაცდენილები, რომელთაც დაბრუნების სურვილი აქვთ, ჩვენთვისაც ძვირფასები არიან.
11 როგორ ვაჩვენოთ, რომ განვიცდით ასეთი ადამიანების მდგომარეობას? იესოს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ საჭიროა 1) ინიციატივის გამოვლენა, 2) თბილად მოპყრობა და 3) გულმოდგინება. მოდი სათითაოდ განვიხილოთ ეს საკითხები.
გამოავლინეთ ინიციატივა
12. რას ვიგებთ მწყემსის თვალსაზრისზე სიტყვებიდან „წავა დაკარგულის საძებრად“?
12 პირველ მაგალითში იესომ თქვა, რომ მწყემსი „წავა დაკარგულის საძებრად“. მწყემსი ინიციატივას ავლენს და ცდილობს, იპოვოს დაკარგული ცხვარი. სირთულეები, საფრთხე და მანძილი ვერ აჩერებს მას. პირიქით, ის მანამ ეძებს, „ვიდრე არ იპოვის“ (ლუკა 15:4).
13. როგორ ეხმარებოდნენ დასუსტებულებს ღვთის ერთგული მსახურები წარსულში და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასეთ ბიბლიურ მაგალითებს?
13 მსგავსადვე, ხშირად სულიერად ძლიერმა პიროვნებამ ინიციატივა უნდა გამოავლინოს, როდესაც ვინმეს გამხნევება ესაჭიროება. ძველ დროში ღვთის ერთგულ მსახურებს ეს კარგად ესმოდათ. მაგალითად, როცა იონათანმა, მეფე საულის ძემ, შენიშნა, რომ მის ახლო მეგობარ დავითს გამხნევება სჭირდებოდა, „ადგა . . . და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით“ (პირველი მეფეთა 23:15, 16). საუკუნეების შემდეგ, როდესაც გამგებელმა ნეემიამ დაინახა, რომ მისი ძმები, იუდეველები, დასუსტებულიყვნენ, ისიც ‘ადგა’ და გაამხნევა ისინი, რათა არ დაევიწყებინათ იეჰოვა (ნეემია 4:14). დღეს ჩვენც გვსურს „ავდგეთ“, ანუ გამოვავლინოთ ინიციატივა და გავამხნევოთ დასუსტებულები. ვის ავალია კრებაში მათი დახმარება?
14. ვის ავალია კრებაში დასუსტებულების დახმარება?
14 განსაკუთრებით, ქრისტიანი უხუცესების პასუხისმგებლობაა სხვების გამხნევება და, ესაიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღონემიხდილი ხელების“ გაძლიერება და „მოკვეთილი მუხლების“ გამაგრება; აგრეთვე, რომ უთხრან „გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ!“ (ესაია 35:3, 4, სსგ; 1 პეტრე 5:1, 2). თუმცა იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ პავლემ არა მარტო უხუცესებს მოუწოდა, ენუგეშებინათ „დამწუხრებული სულები“, არამედ „თესალონიკელთა [მთელ] კრებას“ (1 თესალონიკელთა 1:1, აქ; 5:14, აქ). ამიტომ ყველა ქრისტიანს ავალია დასუსტებულების დახმარება. მაგალითში მოხსენიებული მწყემსის მსგავსად, ყველა ქრისტიანს უნდა უბიძგოს გულმა, ‘წავიდეს დაკარგულის საძებრად’. რასაკვირველია, თუ გვსურს საუკეთესოდ დავეხმაროთ მათ, უხუცესებთან უნდა ვითანამშრომლოთ. შეგიძლიათ პირადად რამის გაკეთება თქვენს კრებაში დასუსტებულების დასახმარებლად?
თბილად მოექეცით
15. როგორც ჩანს, რატომ მოიქცა მწყემსი ისე, როგორც ეს მაგალითშია აღწერილი?
15 რას აკეთებს მწყემსი, როდესაც დაკარგულ ცხვარს პოულობს? „მხრებზე შეისვამს“ (ლუკა 15:5). რა გულში ჩამწვდომი და მრავლისმთქმელი მოქმედებაა! ცხვარი, ალბათ, არაერთი დღე და ღამე დაეხეტებოდა უცხო ადგილებში; შესაძლოა ლომის ნადავლიც კი გამხდარიყო (იობი 38:39, 40). თავისთავად ცხადია, ცხვარი შიმშილისგან დასუსტებულია; იმდენად დასუსტებულია, რომ დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა მშობლიურ ფარამდე მისვლა. ამიტომ მწყემსი იხრება, ნაზად იყვანს ხელში, საფრთხისგან იცავს და ფარამდე მშვიდობით მიჰყავს. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მწყემსს ასეთი მზრუნველობის გამოვლენაში?
16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დაკარგული ცხვრის მიმართ მწყემსის თბილად მოპყრობას?
16 ის, ვისაც კრებასთან არა აქვს ურთიერთობა, შეიძლება სულიერად გათანგული იყოს. ფარას ჩამორჩენილი ცხვრის მსგავსად, შეიძლება უმიზნოდ „დაეხეტება“ ამ ქვეყნიერების საშიშ „ადგილებში“. უსაფრთხო ფარის — ქრისტიანული კრების — გარეშე ის უწინდელზე უფრო ადვილად შეიძლება გახდეს ეშმაკის ნადავლი, რომელიც „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ამას გარდა, სულიერი საზრდოს გარეშე ის დასუსტებულია. იმდენად სუსტია, რომ დამოუკიდებლად, როგორც ჩანს, გაუჭირდება სირთულეების გადალახვა და კრებაში დაბრუნება. ამიტომ ჩვენ, ასე ვთქვათ, უნდა დავიხაროთ, ნაზად ავიყვანოთ ხელში და კრებაში მოვიყვანოთ (გალატელთა 6:2). კონკრეტულად, რის გაკეთება შეგვიძლია?
17. რაში უნდა მივბაძოთ მოციქულ პავლეს, როცა დასუსტებულს ვინახულებთ?
17 მოციქულმა პავლემ თქვა: „ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი?“ (2 კორინთელთა 11:29; 1 კორინთელთა 9:22). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე თანაუგრძნობდა სხვებს, მათ შორის სუსტებსაც. ჩვენც მსგავსად უნდა მოვექცეთ დასუსტებულებს. როდესაც სულიერად დასუსტებულ ქრისტიანს ინახულებთ, დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა აფასებს მას და თანაქრისტიანებსაც ძალიან ენატრებათ (1 თესალონიკელთა 2:17). დაანახვეთ, რომ ისინი სიხარულით დაეხმარებიან და სურთ იყვნენ მისთვის ისეთი ძმები, რომლებიც გაჭირვებისთვის იბადებიან (იგავები 17:17; ფსალმუნები 33:19). ჩვენმა გულწრფელმა სიტყვებმა ისინი შეიძლება თანდათანობით ფეხზე წამოაყენოს და დაეხმაროს ფარაში დაბრუნებაში.
-