საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აგვისტო
    • რას გულისხმობდა მოციქული პავლე „საზეიმო სვლაში“?

      ▪ პავლემ დაწერა: „მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება ქრისტესთან ერთად და ჩვენით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნის სურნელებას! ღვთისთვის ჩვენ ქრისტეს ტკბილი სურნელება ვართ გადარჩენისა და დაღუპვის გზებზე მყოფთათვის. ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ, პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელება სასიცოცხლოდ“ (2 კორინთელები 2:14—16).

      პავლე მოციქული საუბრობდა რომაულ ჩვეულებაზე, როდესაც ხალხი მტერზე გამარჯვებულ მხედართმთავარს ზარ-ზეიმით ხვდებოდა. ასეთ დროს ქუჩაში მიჰქონდათ ნადავლი, მიჰყავდათ ტყვეები, მიერეკებოდნენ შესაწირავად გამზადებულ ხარებს; ხალხი ხმამაღალი შეძახილებით განადიდებდა გამარჯვებულ მხედართმთავარსა და მის ჯარს. მსვლელობის ბოლოს კი ხარებს სწირავდნენ და ბევრ ტყვეს სიკვდილით სჯიდნენ.

      აქ გამოყენებული მეტაფორა ანუ „ქრისტეს ტკბილი სურნელება“, რაც ზოგისთვის გადარჩენას და ზოგისთვის კი დაღუპვას ნიშნავს, „როგორც ჩანს, აღებულია რომაული ჩვეულებიდან, კერძოდ, საკმევლის კმევიდან, რომელიც საზეიმო მსვლელობის დროს სრულდებოდა, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში. — ეს სურნელი, რომელიც ტრიუმფალურ გამარჯვებაზე მიუთითებდა, ტყვეებს შეახსენებდა, რომ მათ, ალბათ, სიკვდილით დასჯიდნენ“ (The International Standard Bible Encyclopedia).a

  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აგვისტო
    • a იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს პავლეს ეს სიტყვები სულიერი გაგებით, იხილეთ 1990 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27 (რუს.).

      [სურათი 23 გვერდზე]

      რომაელთა ტრიუმფალური სვლის ფრაგმენტი, ახ. წ. II საუკუნე

      [საავტორო უფლება]

      Photograph taken by courtesy of the British Museum

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება