-
ახალგაზრდებო, ადიდეთ იეჰოვა!საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
-
-
7 განვიხილოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ გყავს მეგობარი, რომელიც განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა სპორტში, ხელოვნებაში ან მუსიკაში. მოუყვებოდი მის შესახებ შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს? ცხადია. შესაძლოა, იმ ყველაფრის გაგებამ, რაც იეჰოვას გაუკეთებია, ჩვენზე მსგავსად იმოქმედოს. მაგალითად, ფსალმუნების 18:2, 3-ში ნათქვამია, რომ ზეცა „გადასცემს სიტყვას“. ჩვენ კი, როდესაც იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე ვფიქრობთ, ნამდვილად გაგვიჭირდება, თავი შევიკავოთ და სხვებს ჩვენი ღმერთის შესახებ არ მოვუთხროთ.
-
-
ახალგაზრდებო, ადიდეთ იეჰოვა!საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
-
-
10. რატომ ვართ აღძრულები, განვადიდოთ ჩვენი ღმერთი?
10 არსებობს კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც უნდა განვადიდოთ იეჰოვა. გაიხსენე ზემოთ მოხსენიებული მეგობრის მაგალითი. თუ გაიგებ, რომ სხვები ტყუილს ამბობენ მასზე და ჩირქს სცხებენ მის სახელს, განა უფრო მეტად არ იქნები აღძრული, მასზე სიმართლე ილაპარაკო? იეჰოვას ცილი დასწამეს (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). ამიტომ, ისინი, ვისაც უყვარს იეჰოვა, აღძრულები არიან, ხალხს მის შესახებ სიმართლე აუწყონ. გსურს, შენც გამოხატო სიყვარული და მადლიერება იეჰოვასადმი და აჩვენო, რომ მმართველად მას ირჩევ და არა მის მთავარ მტერს, სატანას? ამის გაკეთებას იეჰოვას განდიდებით შეძლებ.
-