საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    • საკამათო საკითხი უზენაესი ხელისუფლების შესახებ

      3-5. რატომ არ გაანადგურა ადამი და ევა ღმერთმა მაშინვე და არ დაიწყო ყველაფერი თავიდან?

      3 რატომ არ გაანადგურა ღმერთმა ადამი და ევა დაუყოვნებლივ და არ დაიწყო ყველაფერი თავიდან, მეორე წყვილით? იმიტომ, რომ ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული მისი უზენაესი ხელისუფლება, ესე იგი მისი მმართველობის ხელშეუვალი უფლება.

      4 საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: ვის აქვს მმართველობის უფლება და ვისი მმართველობაა მართებული? ღმერთს მმართველობის უფლება აქვს იმიტომ, რომ ის არის ყოვლისშემძლე და წარმოადგენს ყველა ქმნილების შემოქმედს. რადგან ღმერთი ფლობს აბსოლუტურ სიბრძნეს, მისი მმართველობა საუკეთესოა ყველა ქმნილებისთვის. მაგრამ, ღმერთის მმართველობა ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული. აგრეთვე, ეჭვს ექვემდებარებოდა, იყო თუ არა რაიმე ნაკლი მის ქმნილებაში — ადამიანში? მოგვიანებით განვიხილავთ, თუ როგორ უკავშირდება ამას ადამიანის უმწიკვლოების საკითხი.

      5 იმის გამო, რომ ადამიანები ღმერთისგან დამოუკიდებელნი გახდნენ, პარალელურად დაისვა სხვა საკითხი: იქნებიან თუ არა ადამიანები უფრო წარმატებულნი ღმერთის მმართველობის გარეშე? შემოქმედმა უსათუოდ იცოდა პასუხი, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხს გამოეკვლია ეს საკამათო საკითხი, ყველაზე მართებული გზა იყო მიეცა ადამიანთათვის სრული თავისუფლება, რაც მათ ისურვეს. ადამიანებმა თავიანთი ნებით ამოირჩიეს ეს გზა, ამიტომ ღმერთმა დართო ნება, გაეკეთებინათ ასეთი არჩევანი.

      6, 7. რატომ დაუშვა ღმერთმა ასე დიდი ხნით ადამიანების სრული თავისუფლება?

      6 იმით, რომ ადამიანებს ექსპერიმენტების ჩასატარებლად მისცა სრული თავისუფლება და საკმარისი დრო, ღმერთი სამუდამოდ გახდის ნათელს, რა არის მათთვის საუკეთესო — ღმერთის მმართველობა თუ მისგან დამოუკიდებლობა. დაშვებული დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს შეძლებოდათ მიეღწიათ იმისთვის, რასაც ისინი სთვლიდნენ უმაღლეს მწვერვალად პოლიტიკაში, მრეწველობაში, მეცნიერებასა და მედიცინაში.

      7 ამიტომ, ღმერთმა ადამიანს თვით დღევანდელ დღემდე მისცა თავისუფალი მართვის ნება, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე გახდეს ცხადი, შეუძლია თუ არა წარმატებით არსებობა მისგან დამოუკიდებელ ადამიანთა მმართველობას. ამრიგად, მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სიკეთესა და სისასტიკეს, სიყვარულსა და სიძულვილს, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ თავიანთი არჩევნის შედეგების პირისპირ: ან სიკეთისა და მშვიდობის ან ბოროტებისა და ტანჯვა-წამების.

      სულიერ ქმნილებათა ამბოხება

      8, 9. ა) როგორ იფეთქა ამბოხებამ ზეცაში? ბ) ვინ აღძრა სატანამ ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებაში, ადამისა და ევას გარდა?

      8 მხედველობაში უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ფაქტორი. ღმერთის მმართველობის წინააღმდეგ ამბოხებაში ჩვენი წინაპრები არ ყოფილან ერთადერთნი. მაგრამ, კიდევ ვინ არსებობდა იმ დროს? — სულიერი ქმნილებები. ადამიანის შექმნამდე ღმერთმა ზეცაში საცხოვრებლად შექმნა სიცოცხლის უფრო მაღალი ფორმა — აურაცხელი ანგელოზები. ისინიც იყვნენ შექმნილნი ნების თავისუფლებითა და ღმერთის მმართველობისადმი მორჩილების აუცილებლობით (იობი 38:7; ფსალმუნი 103:4; გამოცხადება 5:11).

      9 ბიბლია გვიჩვენებს, რომ თავდაპირველად ამბოხებამ იფეთქა ზეცაში. ერთმა სულიერმა ქმნილებამ მოინდომა სრული თავისუფლება. მან ისიც კი მოისურვა, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი (მათე 4:8, 9). ცრუ მტკიცებით, რომ ღმერთი ადამიანებს უმალავს რაღაცა კარგს, ამ მეამბოხე სულიერმა ქმნილებამ ზეგავლენა მოახდინა ადამსა და ევაზე, რომ წინააღდგომოდნენ ღმერთს (დაბადება 3:1-5). ამიტომ უწოდებენ მას ეშმაკს (ცილისმწამებელს) და სატანას (მოწინააღმდეგეს). მოგვიანებით მან ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებისკენ სხვა სულიერი ქმნილებებიც აღძრა. ისინი ცნობილნი გახდნენ სახელწოდებით — დემონები (მეორე რჯული 32:17; გამოცხადება 12:9; 16:14).

      10. რა იყო ადამიანებისა და სულიერი ქმნილებების ამბოხების შედეგი?

      10 ღმერთის წინააღმდეგ ამბოხების გამო, ადამიანები სატანისა და მისი დემონების ზეგავლენაში მოექცნენ. აი, რატომ უწოდებს ბიბლია სატანას ‘წუთისოფლის ღმერთს’, რომელმაც ‘დაუბრმავა გონება ურწმუნოებს’. ამიტომ, ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაში იმყოფება“. თავად იესომ სატანას „ამ ქვეყნიერების მთავარი“ უწოდა (2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19; იოანე 12:31).

      ორი საკამათო საკითხი

      11. კიდევ რომელი საკამათო საკითხით გამოვიდა სატანა ღმერთის წინააღმდეგ?

      11 სატანამ ღმერთის წინააღმდეგ მეორე საკამათო საკითხიც წამოჭრა. მან წამოაყენა ბრალდება, რომ ღმერთი შეცდა ადამიანის შექმნისას და რომ ზემოქმედების დროს არავინ ისურვებდა მართებულად მოქცევას. ფაქტიურად მან განაცხადა, რომ განსაცდელში ყოფნის დროს ისინი დაგმობდნენ კიდეც ღმერთს (იობი 2:1-5). ამგვარად, სატანამ ეჭვის ქვეშ დააყენა მიწიერი ქმნილებების უმწიკვლოება.

      12-14. როგორ უნდა ეჩვენებინა დროს სიმართლე, სატანის მიერ წამოჭრილი ორი საკამათო საკითხის შესახებ?

      12 ამიტომ, ღმერთმა გამოყო საკმარისი დრო, რომ ყველა გონიერ ქმნილებას ენახა, თუ როგორ გადაწყდებოდა საკამათო საკითხი ადამიანთა უმწიკვლოებისა და ღმერთის უზენაესი ხელისუფლების შესახებ (შეადარე გამოსვლა 9:16). კაცობრიობის ისტორიის საბოლოოდ შეძენილ გამოცდილებას ამ ორი საკამათო საკითხისთვის ნათელი უნდა მოეფინა.

      13 უპირველეს ყოვლისა, რას გვიჩვენებს დრო უზენაესი ხელისუფლების, ღმერთის მმართველობის მართლზომიერების შესახებ? შეძლებენ კი ადამიანები საკუთარი თავის მართვას ღმერთზე უკეთესად? დაამყარებს კი ადამიანთა მმართველობის რომელიმე სისტემა ღმერთის გარეშე ბედნიერ ქვეყნიერებას, სადაც არ იქნება ომები, დანაშაულობანი და უსამართლობანი? შეძლებს კი რომელიმე მათგანი, მოსპოს სიღარიბე და უხვად უზრუნველყოს ყველა? დაამარცხებს კი რომელიმე სისტემა ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს? ღმერთის მმართველობით გათვალისწინებული იყო ყოველივე ამის განხორციელება (დაბადება 1:26-31).

      14 რაც შეეხება მეორე საკამათო საკითხს, რას გვიჩვენებს დრო ადამიანის ღირსებების შესახებ? შეცდა თუ არა ღმერთი, ადამიანების შექმნისას? განსაცდელში ყოფნის დროს შესძლებს თუ არა რომელიმე მათგანი სწორი არჩევნის გაკეთებას? უჩვენებს თუ არა ვინმე, რომ ადამიანთა ხელისუფლებების ნაცვლად ღმერთის მმართველობა სურს?

  • რა იყო ამბოხების შედეგი?
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    • რა იყო ამბოხების შედეგი?

      1-3. როგორ დაამტკიცა დრომ ღმერთის სიმართლე?

      რაც შეეხება საკამათო საკითხს ღმერთის მმართველობის უფლების შესახებ, რა შედეგი ჰქონდა საუკუნეების მანძილზე, ღმერთისგან დამოუკიდებელ ადამიანთა მმართველობას? დაამტკიცეს კი ადამიანებმა, რომ ღმერთზე უკეთეს მმართველებს წარმოადგენენ? თუ ვიმსჯელებთ ადამიანების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფაქტების მიხედვით, აშკარაა, რომ არა.

      2 როდესაც ჩვენმა წინაპრებმა უარყვეს ღმერთის მმართველობა, ამას თან მოჰყვა უბედურება. მათ და მათგან წარმოშობილ მთელ საკაცობრიო ოჯახს თავს დაატყდა ტანჯვა-წამება. და საკუთარი თავის გარდა ისინი ვერავის დაადანაშაულებდნენ ამაში. ღმერთის სიტყვა ამბობს: „გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა“ (მეორე რჯული 32:5).

      3 ისტორიამ ცხადყო ღმერთის გაფრთხილების მართებულობა ადამისა და ევასადმი: თუ ადამიანები უარყოფდნენ ღმერთის მფარველობას, გადაგვარდებოდნენ და მოკვდებოდნენ (დაბადება 2:17; 3:19). ისინი გამოვიდნენ ღმერთის მმართველობის ქვეშევრდომობიდან და დროთაგანმავლობაში ნამდვილად გადაგვარდნენ და მოკვდნენ.

      4. რატომ ვიბადებით არასრულყოფილები და რატომ გვაქვს მიდრეკილება ავადმყოფობისა და სიკვდილისკენ?

      4 რომაელთა 5:12-ში ახსნილია, თუ რა დაემართა შემდგომ მათ შთამომავლობას: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის [ადამის, საკაცობრიო ოჯახის თავის] მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“. ამიტომ, როდესაც ჩვენი წინაპრები აჯანყდნენ ღმერთის ზედამხედველობის წინააღმდეგ, ისინი გახდნენ არასრულყოფილები და ცოდვილები. გენეტიკური კანონების თანახმად, მათ შეეძლოთ შთამომავლობისთვის გადაეცათ შეძენილი არასრულყოფილება. ამ მიზეზის გამო ვიბადებით არასრულყოფილები და გვაქვს მიდრეკილება ავადმყოფობებისა და სიკვდილისკენ.

      5, 6. რა გვიჩვენა ისტორიამ კაცობრიობის ძალისხმევასთან დაკავშირებით, დაემყარებინა მშვიდობა და კეთილდღეობა?

      5 განვლო მრავალმა საუკუნემ. იმპერიები ცვლიდნენ ერთიმეორეს. გამოიცადა მმართველობის ყველა შესაძლო ფორმა. მაგრამ, საკაცობრიო ოჯახს ისევ და ისევ თან სდევდა უბედურება. შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო, რომ ექვსი ათასი წლის შემდეგ ადამიანები მიაღწევდნენ წარმატებებს მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამყარებაში მთელს დედამიწაზე და რომ ამ დროისთვის იხელმძღვანელებდნენ სიკეთის, თანაგრძნობისა და ურთიერთთანამშრომლობის დადებითი თვისებებით.

      6 მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ადამიანის მიერ ოდესმე დაარსებული მმართველობის არცერთ ფორმას არ მოუტანია კაცობრიობისთვის მშვიდობა და კეთილდღეობა. ჯერ მარტო XX საუკუნეში, ჩვენ ვხედავთ მილიონების სისტემატურ განადგურებას ხოლოკაუსტის [ნაცისტური გენოციდის] დროს და 100 მილიონზე მეტ მკვლელობას ომებში. ჩვენს დროში შეუწყნარებლობისა და პოლიტიკური უთანხმოების გამო აურაცხელი რაოდენობის ადამიანი იყო წამებული, დაპატიმრებული და მხეცურად მოკლული.

      თანამედროვე მდგომარეობა

      7. როგორ შეიძლება აღიწეროს საკაცობრიო ოჯახის თანამედროვე მდგომარეობა?

      7 ამასთანავე, განიხილე საკაცობრიო ოჯახში საყოველთაოდ არსებული პირობები. მძვინვარებს დანაშაულობა და სისასტიკე. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ ეპიდემიური სახე მიიღო. პანდემიად იქცა სქესობრივი გზით გავრცელებული დაავადებები. მილიონობით ადამიანი ავადდება სასიკვდილო ავადმყოფობით — შიდს-ით. იმ დროს, როდესაც ერთეულები უდიდეს სიმდიდრეს ფლობენ, ყოველწლიურად, მილიონები შიმშილისა და ავადმყოფობისგან იხოცებიან. ადამიანები ფიტავენ და აბინძურებენ დედამიწას. ყველგან, ინგრევა ოჯახები და ითელება მორალური ფასეულობა. ნამდვილად, დღევანდელი ცხოვრება ირეკლავს ‘წუთისოფლის ღმერთის’ — სატანის ამაზრზენ მმართველობას. ქვეყნიერება, რომელსაც ის მართავს არის სავსებით გახრწნილი, უგულო და სასტიკი (2 კორინთელთა 4:4).

      8. რატომ არ შეგვიძლია ვუწოდოთ ადამიანთა მიღწევებს ჭეშმარიტი პროგრესი?

      8 ღმერთმა საკმარისი დრო გამოყო, რომ ადამიანებს მიეღწიათ მეცნიერული და მატერიალური პროგრესის მწვერვალებისთვის. მაგრამ, არის კი ნამდვილი პროგრესი, როდესაც მშვილდი და ისარი შეიცვალა ქვემეხებით, ტანკებით, რეაქტიული ბომბდამშენებითა და ბირთვული იარაღით? ნუთუ ეს პროგრესია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ კოსმოსის დაპყრობა, ხოლო დედამიწაზე კი არ შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება? ნუთუ ესაა პროგრესი, როდესაც ადამიანებს ღამე, ზოგიერთ ადგილებში დღისითაც კი, ეშინიათ ქუჩაში სიარული?

      რა გვიჩვენა დრომ

      9, 10. ა) რა ცხადყო გასულმა საუკუნეებმა? ბ) რატომ არ წაართვა ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება?

      9 საუკუნეების მანძილზე დრომ გვიჩვენა, რომ შეუძლებელია ადამიანებმა, ღმერთის მმართველობისგან დამოუკიდებლად, წარმატებით მართონ თავიანთი ნაბიჯები. ეს მათთვის შეუძლებელია ისევე, როგორც ცხოვრება საკვების, წყლისა და ჰაერის გარეშე. ფაქტი სახეზეა: ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ ვიყოთ დამოკიდებულნი შემოქმედის ხელმძღვანელობაზე, ზუსტად ისევე, როგორც საკვებზე, წყალსა და ჰაერის მოთხოვნილებაზე.

      10 ბოროტების დაშვებით ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გვიჩვენა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენების სავალალო შედეგები. რადგან ნების თავისუფლება ასეთი ძვირფასი ძღვენია, იმის ნაცვლად, რომ წაერთმია ეს ძღვენი ადამიანებისთვის, ღმერთმა დაუშვა, რომ მათ დაენახათ, თუ რას ნიშნავს ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება. ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტებას გამოხატავს, როდესაც ამბობს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ის ასევე ჭეშმარიტად ამბობს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა [მისდა, აქ ] საზიანოდ“ (იერემია 10:23; ეკლესიასტე 8:9).

      11. აღკვეთა თუ არა ადამიანთა მმართველობის რომელიმე ფორმამ ტანჯვა-წამება?

      11 ექვსი ათასი წლის მანძილზე ღმერთის მიერ დაშვებულმა ადამიანთა მმართველობამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა ჩამოაშოროს ტანჯვა-წამება; მან ვერასდროს ვერ შეძლო ამის შესრულება. მაგალითად, თავის დროზე, ისრაელთა მეფემ, სოლომონმა, მთელი თავისი სიბრძნით, სიმდიდრითა და ძალაუფლებით ვერ შეძლო ადამიანთა მმართველობის ცუდი შედეგების გამოსწორება (ეკლესიასტე 4:1-3). ასევე დღესაც, თანამედროვე უახლესი ტექნიკის მიღწევების მეშვეობითაც კი, მსოფლიო ლიდერები უმწეონი არიან აღკვეთონ ტანჯვა-წამება. პირიქით, ისტორიიდან ჩანს, რომ ღმერთის მმართველობისგან დამოუკიდებელმა ადამიანებმა კი არ აღკვეთეს, არამედ უფრო მეტად გაზარდეს სატანჯველი.

      ღმერთის შორსმჭვრეტელობა

      12-14. რა ხანგრძლივი სარგებელი იქნება იმის შედეგად, რომ ღმერთმა დაუშვა ტანჯვა?

      12 ღმერთის მიერ დაშვებულმა ტანჯვამ ტკივილი მოგვაყენა. მაგრამ, თავისი შორსმჭვრეტელობით ღმერთმა იცოდა, რომ ხანგრძლივი დროის შემდეგ კარგი შედეგები გამოჩნდებოდა. ღმერთის თვალსაზრისი სარგებელს მოუტანს ქმნილებებს არა მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულით ან რამდენიმე წლით, არამედ მილიონობით წლით — მარადიულად.

      13 თუ ოდესმე, მომავალში, ნებისმიერ სიტუაციაში, ვინმე ბოროტად გამოიყენებს ნების თავისუფლებას და ეჭვის ქვეშ დააყენებს ღმერთის მოქმედების სახეს, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მას თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად, მიეცეს დრო. მეამბოხეებისთვის ათასწლეულების მიცემით, ღმერთმა დაადგინა კანონიერი პრეცედენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მარადისობის მანძილზე, სამყაროს ნებისმიერ კუთხეში.

      14 იმით, რომ ღმერთმა დღემდე დაუშვა ბოროტება და ტანჯვა, სავსებით იქნება დამტკიცებული, რომ ყოველივე, რაც არ შეეთანხმება მის ნებას, აუცილებლად წარუმატებელი იქნება. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ცხადი იქნება, რომ ვერც ადამიანთა და ვერც სულიერ ქმნილებათა დამოუკიდებელი გეგმა ვერ მოიტანს ხანგრძლივ სარგებელს. ამრიგად, ღმერთს ექნება სრული უფლება დაუყოვნებლივ გაანადგუროს ნებისმიერი მეამბოხე. „ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:20; რომაელთა 3:4).

  • ღმერთის განზრახვა უახლოვდება განხორციელებას
    ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    • ღმერთის განზრახვა უახლოვდება განხორციელებას

      1, 2. როგორ ზრუნავდა ღმერთი, რომ მომავალში ტანჯვა აღეკვეთა?

      საუკუნეების განმავლობაში მეამბოხე ადამიანთა და დემონთა მმართველობა თავქვე მიაქანებს საკაცობრიო ოჯახს. თუმცა, ღმერთი, ჩვენი ტანჯვის მიმართ არასდროს ყოფილა გულგრილი. პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის ზრუნავდა მომავალზე, რომ გაეთავისუფლებინა ადამიანები ბოროტებისა და ტანჯვის მარწუხებისგან.

      2 ედემში მომხდარი ამბოხების დროიდან ღმერთმა იწყო თავისი განზრახვების გამხელა, რომ შექმნის ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებისთვის დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (დაბადება 3:15). მოგვიანებით, ღმერთის მთავარი წარმომადგენლის, იესოს მოძღვრების ძირითადი თემა ამ მომავალ ხელისუფლებას ეხებოდა. მან თქვა, რომ ეს სამეფო კაცობრიობისთვის ერთადერთი იმედი იქნებოდა (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10; 12:21).

      3. რა უწოდა იესომ მომავალ ხელისუფლებას, რომელიც დედამიწას უხელმძღვანელებს და რატომ?

      3 იესომ ღმერთის მომავალ ხელისუფლებას ‘ცათა სასუფეველი’ უწოდა, იმიტომ რომ მისი მმართველობა იქნება ზეციდან (მათე 4:17). მან ასევე „ღმერთის სასუფეველი“ უწოდა მას, რადგან მისი შემქმნელი ღმერთია (ლუკა 17:20). საუკუნეების განმავლობაში ღმერთი შთააგონებდა თავის მდივნებს ჩაეწერათ წინასწარმეტყველებები იმათზე, ვინც შევა ამ ხელისუფლების შემადგენლობაში და იმის შესახებ თუ რას განახორციელებს ეს ხელისუფლება.

      დედამიწის ახალი მეფე

      4, 5. როგორ უჩვენა ღმერთმა, რომ იესო წარმოადგენს მის მიერ აღიარებულ მეფეს?

      4 დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, ზუსტად იესოზე შესრულდა მრავალი წინასწარმეტყველება, რომელიც ეხებოდა ღმერთის სამეფოს მომავალ მეფეს. იესო იყო ის, ვინც ღმერთმა ამოარჩია კაცობრიობის ზეციური ხელისუფლების მმართველად. და სიკვდილის შემდეგ ღმერთმა აღადგინა იესო, როგორც ძლევამოსილი უკვდავი ქმნილება, ზეცაში საცხოვრებლად. მრავალი პიროვნება იყო მისი აღდგენის მოწმე (საქმე 4:10; 9:1-9; რომაელთა 1:1-4; 1 კორინთელთა 15:3-8).

      5 შემდეგ იესო „დაჯდა ღმერთის მარჯვნივ“ (ებრაელთა 10:12). ის ელოდებოდა იმ დროს, როდესაც ღმერთი უფლებამოსილს გახდიდა, რომ ემოქმედა, როგორც ზეციური სასუფევლის მეფეს. ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება ფსალმუნის 109:1-დან, სადაც ღმერთი ეუბნება მას: „იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ“.

      6. როგორ უჩვენა იესომ, რომ ის შეესაბამება ღმერთის სასუფევლის მეფისადმი წამოყენებულ ნორმებს?

      6 დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ ის შეესაბამება ასეთი მდგომარეობის ნორმებს. მიუხედავად დევნისა, მან ირჩია ღმერთის წინაშე უმწიკვლოების დაცვა. ამ მოქმედებით იესომ ნათელყო, რომ სატანა ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ განსაცდელში არცერთი ადამიანი დარჩებოდა ღმერთის ერთგული. იესომ, სრულყოფილმა ადამიანმა, ‘უკანასკნელმა ადამმა’ უჩვენა, რომ ღმერთი არ შემცდარა სრულყოფილი ადამიანების შექმნაში (1 კორინთელთა 15:22, 45; მათე 4:1-11).

      7, 8. რა სიკეთე მოიმოქმედა იესომ დედამიწაზე ყოფნის დროს და რა ცხადყო ამით?

      7 რომელ მმართველს გაუკეთებია ოდესმე იმდენი სიკეთე, რამდენიც გააკეთა იესომ თავისი მსახურების რამდენიმე წლის განმავლობაში? ღმერთის სულიწმიდით უფლებამოსილი იესო კურნავდა სნეულებს, დასახიჩრებულებს, ბრმებს, ყრუებსა და მუნჯებს. ის მკვდრებსაც კი აცოცხლებდა! მან მცირე ზომით უჩვენა ის, თუ რას გააკეთებს კაცობრიობისთვის გლობალური მასშტაბით, როდესაც მოვა სამეფო ხელისუფლებაში (მათე 15:30, 31; ლუკა 7:11-16).

      8 დედამიწაზე ყოფნის დროს, იესომ იმდენი კარგი რამ მოიმოქმედა, რომ მისმა მოწაფემ, იოანემ, თქვა: „კიდევ ბევრი სხვა არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, რომ თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21:25).a

      9. რატომ მიდიოდნენ გულწრფელი ადამიანები იესოსთან?

      9 რადგან ადამიანთა მიმართ უდიდესი სიყვარული ჰქონდა, იესო იყო კეთილი და თანამგრძნობი. ის ეხმარებოდა ღარიბებსა და დაჩაგრულებს, მაგრამ არც მდიდრებისა და წარჩინებულების მიმართ ყოფილა უარყოფითად განწყობილი. გულწრფელი ადამიანები გამოეხმაურნენ იესოს სიყვარულით აღსავსე მოწვევას, როდესაც ის ამბობდა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28-30). ღვთისმოშიში ადამიანები მიდიოდნენ მასთან და სიხარულით მოელოდნენ მის მმართველობას (იოანე 12:19).

      თანამმართველები

      10, 11. ვინ მიიღებს მონაწილეობას იესოსთან ერთად დედამიწის მმართველობაში?

      10 როგორც ადამიანთა ხელისუფლებაში არსებობენ ერთობლივად მოქმედი თანამდებობის პირები, ასევე იქნება ღმერთის ზეციურ სამეფოშიც. იესოს გარდა დედამიწის მმართველობაში მონაწილეობა სხვებმაც უნდა მიიღონ, რადგან იესო დაჰპირდა მასთან მჭიდრო კავშირში მყოფთ, რომ იქნებოდნენ მისი თანამმართველი მეფეები კაცობრიობაზე (იოანე 14:2, 3; გამოცხადება 5:10; 20:6).

      11 მაშასადამე, იესოსთან ერთად ზეციური ცხოვრებისთვის განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ აღდგენილნი. ისინი შედიან ღმერთის სამეფოს შემადგენლობაში, რომელიც კაცობრიობას მარადიულ კურთხევას მოუტანს (2 კორინთელთა 4:14; გამოცხადება 14:1-3). ამრიგად, იეჰოვა საუკუნეების განმავლობაში უყრიდა საძირკველს ხელისუფლებას, რომელიც საკაცობრიო ოჯახს მოუტანს მარადიულ კურთხევას.

      დამოუკიდებელი მმართველობის დასასრული

      12, 13. რომელი მოქმედებისთვის არის მზად ღმერთის სამეფო?

      12 ამ საუკუნეში ღმერთი უშუალოდ ჩაერია დედამიწის საქმეებში. როგორც ამ ბროშურის მე-9 ნაწილში იქნება განხილული, ბიბლიური წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ 1914 წელს დამყარებული იქნა ღმერთის სამეფო ქრისტეს ხელმძღვანელობით, და დღეს ის მზად არის, რომ მოსპოს სატანის მთელი სისტემა. ეს ხელისუფლება მზად არის ‘იბატონოს [ქრისტეს] მტრებს შორის’ (ფსალმუნი 19:2).

      13 ამის შესახებ დანიელის 2:44-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იმ მეფეთა დღეებში [რომლებიც ამჟამად არსებობენ] ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა [ადამიანთა მმართველობა მეტად აღარასდროს იარსებებს]. იგი [ღმერთის სამეფო] შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.

      14. რა სარგებელი მოჰყვება ადამიანთა მმართველობის გაუქმებას?

      14 ღმერთისგან დამოუკიდებელი ყველა ხელისუფლების განადგურების დროს, ღმერთის სამეფო, რომელიც დედამიწას ზეციდან უხელმძღვანელებს, აბსოლუტური იქნება. რადგან სასუფეველი მართავს ზეციდან, ადამიანები მასზე ვერავითარ უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება იქნება იქ, სადაც თავდაპირველად იყო — ზეცაში, ღმერთთან. და, რადგანაც, ღმერთის მმართველობა გაუწევს კონტროლს მთელ დედამიწას, მეტად აღარავინ ცდუნდება ცრუ რელიგიებით, ადამიანთა არადამაკმაყოფილებელი ფილოსოფიითა და პოლიტიკური თეორიებით. ისინი მეტად აღარ იარსებებენ (მათე 7:15-23; გამოცხადება, 17–19 თავები).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება