საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 აპრილი
    • ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს

      ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელმაც იეჰოვას თაყვანისმცემელ ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, პირველად ეწვია ევროპას. ზოგი ცნობის თანახმად, პინეროლოში (იტალია) ყოფნისას რასელი პროფესორ დენიელე რივუარს, ვალდენსებადa წოდებული რელიგიური ჯგუფის ყოფილ პასტორს, შეხვდა. თუმცა რივუარს თავისი პასტორობის დატოვების შემდეგაც არ შეუწყვეტია ვალდენსებთან ახლო ურთიერთობა, ის არასოდეს ყოფილა მიკერძოებული და ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ გამოცემული მრავალი პუბლიკაცია ჰქონდა წაკითხული.

      1903 წელს რივუარმა იტალიურ ენაზე თარგმნა რასელის წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ და საკუთარი ხარჯებით გამოსცა იგი. ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე იტალიურ ენაზე ოფიციალურად გამოიცემოდა ეს წიგნი. წიგნის წინასიტყვაობაში რივუარი წერდა: „უფლისთვის მიგვინდია ეს პირველი იტალიური გამოცემა. დაე მან ისე აკურთხოს იგი, რომ ხარვეზების მიუხედავად, ხელი შეუწყოს თავისი უწმინდესი სახელის განდიდებას და იტალიურ ენაზე მოლაპარაკე უფლის შვილებს უფრო დიდი ერთგულებისკენ უბიძგოს. დაე ამ წიგნის ყველა მკითხველს დაეფასებინოს მასში ჩადებული განძი და სიბრძნე; აგრეთვე ღვთის გეგმისა და სიყვარულის შესახებ შემეცნება. გამოევლინოს მადლიერება თვით ღვთის მიმართ, ვისი წყალობითაც ეს ნაშრომი ხელმისაწვდომი გახდა“.

  • ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 აპრილი
    • „თითქოს თვალებიდან ქერცლი მომძვრაო“

      რასელის პუბლიკაციებს ძალიან აფასებდა ვალდენსების კიდევ ერთი წარმომადგენელი ჯუზეპე ბანგკეტი. მამამისმა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია დატოვა, ჯუზეპეს რელიგიური განათლება ვალდენსებთან მიაღებინა. 1894 წელს ის პასტორი გახდა და აპულიასა და აბრუცში, აგრეთვე ელბისა და სიცილიის კუნძულებზე ვალდენსების სხვადასხვა ჯგუფს ემსახურებოდა.

      1905 წელს, როდესაც რასელის წიგნის „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ იტალიურ ენაზე ოფიციალური თარგმანი გამოიცა, ბანგკეტი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მისი შეფასების წერას. ეს შეფასება პროტესტანტების პერიოდულ პუბლიკაციაში „ლა რივისტა ქრისტიანაში“ დაიბეჭდა. «ჩვენთვის, — წერდა ბანგკეტი რასელის წიგნის შესახებ, — ის არის უბრწყინვალესი ახსნა-განმარტების მომცემი და საიმედო სახელმძღვანელო; მისი დახმარებით ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია წმინდა წერილების სწავლას შეუდგეს და ეს მისთვის სასარგებლო და დამაჯილდოებელი აღმოჩნდეს... როგორც კი წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს თვალებიდან ქერცლი მომძვრაო და დავინახე, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა პირდაპირი და იოლია. გაქრა, ჩვეულებრივ, ვითომ არსებული წინააღმდეგობებიც. სწავლებები, რომლებიც ადრე რთულად გასაგები იყო, აქ სრულიად მარტივად და აბსოლუტურად მისაღებად იყო ახსნილი. აქამდე გაუგებარ საკითხებს ნათელი მოეფინა. ქრისტეში წუთისოფლის ხნის შესახებ დიდებული გეგმა თვალწინ ისეთი მოკრძალების შთამნერგავი სიმარტივით წარმომიდგა, რომ ერთ-ერთი მოციქულივით წამოვიძახე: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“» (რომაელთა 11:33).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება