საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს!“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • შემდეგ კიდევ ერთ მისიონერ წყვილთან, კარლ და ჯოანა რიჯვეისთან ერთად ნეაპოლში (იტალია) გაგვგზავნეს. იმ პერიოდისთვის ნეაპოლელები ომის საშინელი შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. სახლის შოვნა სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ რამდენიმე თვის მანძილზე პატარა, ოროთახიან ბინაში გვიწევდა ცხოვრება.

      ჩემი მშობლები იტალიური ენის ნეაპოლიტანურ დიალექტზე საუბრობდნენ. ბავშვობიდან ყური მქონდა მიჩვეული მათი საუბრისთვის, ამიტომ ამერიკული აქცენტის მიუხედავად, ნეაპოლელებისთვის რთული არ იყო ჩემი საუბრის გაგება. რაც შეეხება ფერნს, მისთვის თავიდან არ იყო ადვილი იტალიურად საუბარი, თუმცა მალე ჩემზე უკეთ ისწავლა ენა.

      თავიდან ბიბლიური ჭეშმარიტებით მხოლოდ ერთი, ოთხსულიანი ოჯახი დაინტერესდა. ისინი კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობდნენ. თუ სამუშაო დღის დასაწყისში ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ტერეზას ნახავდით, დღის ბოლოს მისი ცნობა გაგიჭირდებოდათ. დილაობით ის საკმაოდ სქელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, საღამოობით კი სარივით გამხდარი მოგეჩვენებოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ დილაობით კაბის ჯიბეები სიგარეტით ჰქონდა გამოტენილი, რომელსაც საღამომდე ყიდდა. ჭეშმარიტებამ ძირეულად შეცვალა ამ ოჯახის ცხოვრება. საბოლოოდ, ამ ოჯახის 16 წევრი იეჰოვას მოწმე გახდა. დღესდღეობით კი მთელ ნეაპოლში 3 700 მოწმეა.

      ქადაგების აკრძალვა

      ნეაპოლში ცხრა თვის ჩასულები ვიყავით, როცა მთავრობის ადგილობრივმა მესვეურებმა ოთხივე გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ქალაქი.

  • „ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს!“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • 1952

      სხვა მისიონერებთან ერთად ტურინსა და ნეაპოლში

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება