საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს!“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • მისიონერული მსახურება

      თავდაპირველად მე და ჩემი მეუღლე ჟენევასა და ნორვიჩში (ნიუ-იორკი, აშშ) ვმსახურობდით სპეციალურ პიონერებად. 1948 წლის აგვისტოში ჩვენ წილად გვხვდა პატივი, დავსწრებოდით ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-12 კლასს. შემდეგ კიდევ ერთ მისიონერ წყვილთან, კარლ და ჯოანა რიჯვეისთან ერთად ნეაპოლში (იტალია) გაგვგზავნეს. იმ პერიოდისთვის ნეაპოლელები ომის საშინელი შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. სახლის შოვნა სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ რამდენიმე თვის მანძილზე პატარა, ოროთახიან ბინაში გვიწევდა ცხოვრება.

      ჩემი მშობლები იტალიური ენის ნეაპოლიტანურ დიალექტზე საუბრობდნენ. ბავშვობიდან ყური მქონდა მიჩვეული მათი საუბრისთვის, ამიტომ ამერიკული აქცენტის მიუხედავად, ნეაპოლელებისთვის რთული არ იყო ჩემი საუბრის გაგება. რაც შეეხება ფერნს, მისთვის თავიდან არ იყო ადვილი იტალიურად საუბარი, თუმცა მალე ჩემზე უკეთ ისწავლა ენა.

      თავიდან ბიბლიური ჭეშმარიტებით მხოლოდ ერთი, ოთხსულიანი ოჯახი დაინტერესდა. ისინი კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობდნენ. თუ სამუშაო დღის დასაწყისში ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ტერეზას ნახავდით, დღის ბოლოს მისი ცნობა გაგიჭირდებოდათ. დილაობით ის საკმაოდ სქელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, საღამოობით კი სარივით გამხდარი მოგეჩვენებოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ დილაობით კაბის ჯიბეები სიგარეტით ჰქონდა გამოტენილი, რომელსაც საღამომდე ყიდდა. ჭეშმარიტებამ ძირეულად შეცვალა ამ ოჯახის ცხოვრება. საბოლოოდ, ამ ოჯახის 16 წევრი იეჰოვას მოწმე გახდა. დღესდღეობით კი მთელ ნეაპოლში 3 700 მოწმეა.

      ქადაგების აკრძალვა

      ნეაპოლში ცხრა თვის ჩასულები ვიყავით, როცა მთავრობის ადგილობრივმა მესვეურებმა ოთხივე გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ქალაქი. ჩვენ შვეიცარიაში გადავედით და ერთი თვის შემდეგ კვლავ იტალიაში დავბრუნდით ტურისტული ვიზით. ამჯერად მე და ფერნი ტურინში გაგვგზავნეს მსახურებისთვის. თავდაპირველად ერთმა ქალბატონმა მოგვაქირავა ოთახი. აბაზანა და სამზარეულო საერთო გვქონდა. როცა კარლი და ჯოანაც ჩამოვიდნენ ტურინში, ჩვენ ერთად ვიქირავეთ ბინა. მალე იმავე სახლში ჩვენთან ერთად დასახლდა კიდევ სამი მისიონერი წყვილი.

      1955 წელს მთავრობის მესვეურებმა კვლავ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ქალაქი. იმ დროისთვის იქ თავისუფლად შეიძლებოდა ოთხი კრება ჩამოყალიბებულიყო, ადგილობრივმა ძმებმაც შეიძინეს გამოცდილება და დამოუკიდებლად შეეძლოთ წამოწყებული საქმისთვის თავის გართმევა. მთავრობის წარმომადგენლებმა გვითხრეს: „დარწმუნებული ვართ, როგორც კი თქვენ, ამერიკელები, აქაურობას დატოვებთ, თქვენი მთელი ნაღვაწი წყალში ჩაიყრება“. თუმცა, მაუწყებელთა რიცხვის შემდგომმა ზრდამ ცხადყო, რომ ამ საქმეს ღმერთი ხელმძღვანელობდა. დღესდღეობით ტურინში 4 600-ზე მეტი მოწმე და 56 კრებაა.

      ფლორენცია — ულამაზესი ქალაქი

      მას შემდეგ, რაც ტურინი დაგვატოვებინეს, მსახურებისთვის ფლორენციაში გადავედით. ამ ქალაქზე ბევრი რამ გვსმენოდა ჩემი დისა და სიძისგან, კარმელა და მერლინ ჰერცლერებისგან. ამ ულამაზესმა ქალაქმა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ფლორენციაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდები ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მაგალითად სინიორიისა და მიქელანჯელოს მოედნებს, პონტე-ვეკიოს ხიდს, პიტის სასახლესა და კიდევ ბევრ სხვა ისტორიული მნიშვნელობის ადგილს. ყველაზე მეტად ის გვახარებდა, რომ ზოგი ფლორენციელი ისმენდა სასიხარულო ცნობას.

      ფლორენციაში ერთ ოჯახს ვასწავლიდით. მშობლები მოინათლნენ, მაგრამ მამა სიგარეტს ეწეოდა. 1973 წელს ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაიწერა, რომ ეს უწმინდური ჩვევა იყო, რომელიც უნდა მიეტოვებინათ ქრისტიანებს. უფროსი შვილები სთხოვდნენ მას, რომ სიგარეტი გადაეგდო. ის დაჰპირდა შვილებს, რომ თავს დაანებებდა მოწევას, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. ერთ საღამოს დედამ თავისი ცხრა წლის ტყუპი ვაჟები დასაძინებლად გაუშვა და უთხრა, რომ მალე მივიდოდა და ერთად ილოცებდნენ ძილის წინ. მაგრამ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოგვიანებით შევიდა მათ ოთახში. ბავშვებს უკვე ელოცათ. „რაზე ილოცეთ?“ — ჰკითხა დედამ მათ. ბავშვებმა დედას გაუმეორეს სიტყვები, რომლითაც ლოცვაში ღმერთს მიმართეს: „იეჰოვა, დაეხმარე მამას, თავი დაანებოს მოწევას“. ცოლმა ქმარს დაუძახა: „მოდი და მოუსმინე, რას სთხოვენ ბავშვები ღმერთს.“ როდესაც ქმარმა ბავშვების ლოცვა მოისმინა, თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მან თქვა: „დღეიდან აღარ მოვწევ სიგარეტს“. მან შეასრულა პირობა. ამჟამად ამ ოჯახის 15 წევრი იეჰოვას მოწმეა.

  • „ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს!“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • იტალიაში დაბრუნება

      მეგობრების ხელგაშლილობის წყალობით ჩვენ 1961 წელს შევძელით სატვირთო გემით იტალიაში დაბრუნება. ამ გემით ბანანი გადაჰქონდათ. ჩვენ იმ დროს ტურინში საერთაშორისო კონგრესს უნდა დავსწრებოდით. 1962 წლის სექტემბერში, როდესაც ისევ იტალიაში დავბრუნდით, სარაიონო ზედამხედველად დავიწყე მსახურება. ჩვენ ორი რაიონი ჩაგვაბარეს, ამიტომ ვიყიდეთ პატარა მანქანა, რომელიც ხუთი წლის მანძილზე გვემსახურა.

      თუ აფრიკაში მწველი მზისგან ვიყავით შეწუხებულნი, ახლა სიცივეში გვიწევდა ცხოვრება. ზამთრის პირველ ღამეს, როცა ალპებში კრებას ვინახულებდით, გაყინულ ოთახში გვეძინა, რომელიც სათივის თავზე იყო. იმდენად ციოდა, რომ ქურქებით ვიწექით. მეორე დილით შევიტყვეთ, რომ იმ ღამეს სიცივისგან ოთხი ქათამი და ორი ძაღლი დახოცილან.

      მოგვიანებით საოლქო ზედამხედველადაც ვმსახურობდი. იმ წლებში ჩვენ მთელი იტალია მოვიარეთ. არაერთხელ მოვინახულეთ კალაბრია და სიცილია. ჩვენ ვახალისებდით ახალგაზრდებს, რომ სულიერი მიზნები დაესახათ, მაგალითად ემსახურათ კრების ზედამხედველებად, მიმომსვლელ მსახურებად ან ბეთელელები გამხდარიყვნენ.

      ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ერთგული მეგობრებისგან, რომლებიც იეჰოვას მთელი გულით ემსახურებიან. ჩვენ ვაფასებთ მათ იმის გამო, რომ იეჰოვას ერთგულები არიან, უყვართ და-ძმები, თავგანწირვის სულითა და ხელგაშლილობით გამოირჩევიან. იმ დროს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში არაერთი ქორწილის მოხსენებას დავესწარით. ეს მოწმეები უკვე რელიგიური მსახურის სტატუსით სარგებლობდნენ, რაც წლების წინ დაუჯერებელი იყო. დღეს კრების შეხვედრები მეტად აღარ ტარდება ძმების სამზარეულოებში და და-ძმებს აღარც ფიცრებზე უხდებათ ჯდომა, როგორც ადრე ხდებოდა ტურინში. ამჟამად მათ აქვთ ლამაზი სამეფო დარბაზები, სადაც იეჰოვას განადიდებენ. კონგრესებს არაკომფორტული თეატრის შენობების ნაცვლად, დიდ საკონგრესო დარბაზებში ატარებენ. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ დღეს ქვეყანაში მაუწყებელთა რიცხვმა 243 000-ს გადააჭარბა. როდესაც პირველად ჩავედით იტალიაში, იქ მხოლოდ 490 მაუწყებელი იყო.

      ჩვენ არ შევმცდარვართ არჩევანში

      მსახურების დროს არაერთ სირთულეს შევხვდით. ჩვენ ძალიან გვენატრებოდა მშობლიური მხარე; ზოგჯერ ავადაც ვხვდებოდით. ყოველთვის, როცა ფერნი ზღვას ხედავდა, ნოსტალგია ეძალებოდა. მან სამი სერიოზული ოპერაციაც გაიკეთა. ერთხელ, როდესაც იგი ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდა, მოწინააღმდეგე ფიწლით გამოუდგა, რის გამოც ფერნი საავადმყოფოში წასაყვანი გახდა.

      ზოგჯერ გულგატეხილობაც გვეუფლებოდა, მაგრამ ჩვენ, როგორც გოდების 3:24-ში წერია, ‘ველოდებოდით იეჰოვას’. იეჰოვა ხომ ნუგეშის ღმერთია! ერთხელ, როცა სევდა შემოგვაწვა, ფერნმა ძმა ნეითან ნორისგან ძალიან თბილი წერილი მიიღო. იგი წერდა, რომ თავადაც პენსილვანიაში, ქალაქ ბეთლემთან ახლოს გაიზარდა, სადაც ფერნმა პიონერად დაიწყო მსახურება, ამიტომ კარგად იცნობდა ჰოლანდიური წარმოშობის პენსილვანიელ ქალებს. მან აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ქალები ფერნივით მიზანმიმართული და ძლიერი ბუნების ადამიანები არიან, რაშიც არ ცდებოდა. წლების მანძილზე არაერთი და-ძმისგან ვიგრძენით დიდი მხარდაჭერა.

      სირთულეების მიუხედავად, შემართებით ვმსახურობდით. ფერნი ხანდახან ენთუზიაზმს ერთ-ერთ უგემრიელეს იტალიურ შუშხუნა ღვინოს, ლამბრუსკოს ადარებდა და ხუმრობით ამბობდა: „როგორც ლამბრუსკოს შვენის შუშხუნი, ისე ჩვენ — ენთუზიაზმი“. სარაიონო და საოლქო ზედამხედველად 40 წელზე მეტი წლის მსახურების შემდეგ ახალი დავალების შესრულება მოგვენდო. ჩვენ უნდა მოგვენახულებინა უცხოენოვანი ჯგუფები და ჩამოგვეყალიბებინა ახალი ჯგუფები თუ კრებები. ასეთი ჯგუფები ქადაგებენ ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ერიტრეადან, ეთიოპიიდან, განადან, ინდოეთიდან, ნიგერიიდან, ფილიპინებიდან, შრი-ლანკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხთან. ვერც ერთი წიგნი სრულად ვერ ასახავს იმას, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ — ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს; სწორედ ღვთის სიტყვამ შეცვალა ჩვენ თვალწინ უამრავი ადამიანის ცხოვრება, რომლებმაც იგემეს იეჰოვას წყალობა (მიქ. 7:18, 19).

      ყოველდღე ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მოგვცეს მსახურების გასაგრძელებლად საჭირო ემოციური და ფიზიკური ძალა. იეჰოვას სიხარული ჩვენი სიმაგრეა! ჩვენ ნამდვილად გვაქვს სიხარულის მიზეზი, რადგან არ შევმცდარვართ არჩევანში — როდესაც ხალხს ჭეშმარიტებას ვუზიარებთ, სიხარულისგან თვალები გვიბრწყინავს (ეფეს. 3:7; კოლ. 1:29).

  • „ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს!“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • 1948

      საუთ-ლანსინგში ყოფნისას, როცა „გალაადის“ მე-12 კლასში ვსწავლობდით

      1949

      მე და ფერნი იტალიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე

      კაპრი (იტალია)

      1952

      სხვა მისიონერებთან ერთად ტურინსა და ნეაპოლში

      1963

      ფერნი ბიბლიის ზოგ შემსწავლელთან ერთად

      „როგორც ლამბრუსკოს შვენის შუშხუნი, ისე ჩვენ — ენთუზიაზმი“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება