საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან თითქმის 30 წელი იყო გასული, როცა მოწაფე იაკობმა, იესოს ნახევარძმამ, სულიერი ისრაელის „თორმეტ ტომს“ წერილი მისწერა (იაკ. 1:1). მან მოუწოდა მათ, რომ მტკიცე რწმენა ჰქონოდათ და განსაცდელების დროს მოთმინება გამოევლინათ. გარდა ამისა, რჩევებიც მისცა იმისათვის, რომ კრებებში არასასურველი მდგომარეობა გამოესწორებინათ.

  • მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • ღმერთი მათ აძლევს სიბრძნეს, ვინც ‘რწმენით სთხოვს’

      (იაკ. 1:1—5:20)

      „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, — წერს იაკობი, — რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს“. ვინც ‘რწმენით სთხოვს’, იეჰოვა მისცემს მას საჭირო სიბრძნეს განსაცდელების გადასატანად (იაკ. 1:5—8, 12).

      რწმენა და სიბრძნე მათთვისაც საჭიროა, ვინც კრებაში ‘მასწავლებელი ხდება’. მას შემდეგ, რაც იაკობმა აღნიშნა, რომ ენა „სხეულის პატარა ნაწილია“ და მას შეუძლია „მთლიანად დაალაქაოს სხეული“, ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნიურმა აზროვნებამ შეიძლება ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. მან აგრეთვე დაწერა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასახმარებლად, ვინც სულიერადაა ავად (იაკ. 3:1, 5, 6; 5:14, 15).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      2:13. რა გაგებით იმარჯვებს „გულმოწყალება . . . გასამართლებაზე“? როდესაც დადგება ღვთის წინაშე პასუხისგების დრო, იგი გაითვალისწინებს, ჩვენ თუ ვიყავით გულმოწყალენი სხვების მიმართ, და ცოდვებს თავისი ძის მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე გვაპატიებს (რომ. 14:12). აქედან გამომდინარე, განა არ უნდა იყოს გულმოწყალება ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი?

      4:5. რომელ მუხლს ციტირებდა იაკობი? მას არც ერთი კონკრეტული მუხლი არ ჰქონია მხედველობაში. როგორც ჩანს, ეს ღვთისგან შთაგონებული სიტყვები შემდეგი მუხლების საფუძველზეა ნათქვამი: დაბადების 6:5; 8:21, იგავების 21:10 და გალატელების 5:17.

      რას ვსწავლობთ:

      1:14, 15. ცოდვის ჩადენას წინ უსწრებს არაჯანსაღი სურვილი. ამიტომ ასეთი სურვილებით არ უნდა ვკვებოთ გონება. პირიქით, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ჩვენს გულსა და გონებას სულიერი აზრებით აავსებს (ფილ. 4:8).

      2:8, 9. მიკერძოება არ ეთავსება სიყვარულის ‘დიდებულ კანონს’. ამიტომ ქრისტიანებმა არ უნდა გამოიჩინონ მიკერძოება.

      2:14—26. ჩვენ „რწმენის მეშვეობით“ ვართ გადარჩენილნი და არა მოსეს კანონისა თუ ქრისტიანული „საქმეების გამო“. რწმენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ იმის აღიარებას, რომ ღმერთი არსებობს (ეფეს. 2:8, 9; იოან. 3:16). რწმენამ უნდა აღგვძრას, რომ ღვთის ნების თანახმად მოვიქცეთ.

      3:13—17. „ზემოდან მომავალი სიბრძნე“, რა თქმა უნდა, აღემატება „მიწიერ, ხორციელ და დემონურ“ სიბრძნეს. ეს სიბრძნე მუდამ ‘დამალული განძივით უნდა ვეძიოთ’ (იგავ. 2:1—5).

      3:18. აუცილებელია, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები და არა ქედმაღლები, მოკამათეები ან თავშეუკავებლები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება