-
იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
9. რა საფრთხის წინაშე იდგა იეჰოშაფატი და მთელი იუდა და როგორ მოიქცნენ ისინი?
9 მეფე იეჰოშაფატი დაახლოებით ძვ. წ. X საუკუნეში მართავდა იუდას სამეფოს. იმ დროს მთელ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა ამონის, მოაბისა და სეირის მხრიდან. შიშის მიუხედავად, მეფე გულხელდაკრეფილი არ დამჯდარა. მთელი ერი, დიდიან-პატარიანად იეჰოვას სახლში შეიკრიბა, რათა ღვთისთვის მიემართათ ლოცვით (წაიკითხეთ 2 მატიანეს 20:3—6 ). ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონის მიერ წარმოთქმული ლოცვის თანახმად, იეჰოშაფატმა იეჰოვას შესთხოვა: „ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?! ძალა არ შეგვწევს წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ბრბოს და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ამიტომ შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები“ (2 მატ. 20:12, 13).
-
-
იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
-
-
რთული სიტუაციების დროს, როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, კარგი იქნება, თუ ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და მთელი გულით მივენდობით მას, როგორც ეს იეჰოშაფატმა და მისმა ხალხმა გააკეთეს (იგავ. 3:5, 6; ფილ. 4:6, 7). მაშინაც კი, თუ თანაქრისტიანებისგან ვართ მოწყვეტილი, იეჰოვასადმი მიმართული ჩვენი სათხოვარი გვეხმარება, გვახსოვდეს, რომ დიდი საძმოს ნაწილი ვართ (1 პეტ. 5:9).
-