-
როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
-
-
როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?
ღვთისადმი სიყვარულის განვითარება მის შესახებ ცოდნის მხოლოდ მექანიკურად მიღებას არ ნიშნავს. როგორც მთელ მსოფლიოში მცხოვრები ღვთის მსახურები ადასტურებენ, ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული მაშინ უღრმავდება ადამიანს, როდესაც ეცნობა მის პიროვნებას, იგებს, რა უყვარს მას და რა — სძულს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა მოთხოვნები აქვს.
იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რომ გვქონოდა მისი სიტყვა, ბიბლია, სადაც ის საკუთარ თავს გვაცნობს. ბიბლიის საშუალებით ვიგებთ, როგორ მოქმედებდა იეჰოვა სხვადასხვა სიტუაციაში. საყვარელი ადამიანისგან მიღებული წერილი ძალიან გვახარებს; ამის მსგავსად, ბიბლიის კითხვისას იეჰოვას პიროვნების ახალი მხარეების დანახვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.
მაგრამ, როგორც ზოგჯერ ქადაგების დროს შევნიშნავთ ხოლმე, ღვთის შესახებ რაიმეს გაგება ყოველთვის არ აღძრავს ადამიანს, რომ შეიყვაროს ის. იესომ დედამიწაზე მსახურების დროს ზოგ უმადურ ებრაელს უთხრა: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე . . . მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში“ (იოანე 5:39, 42). ზოგი უკვე წლებია, რაც იეჰოვას სიყვარულით აღსავსე საქმეებს ეცნობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ავლენს სიყვარულს იეჰოვას მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ ფიქრობენ ნასწავლსა და მის ნამდვილ მნიშვნელობაზე. ამის საპირისპიროდ, მილიონობით გულწრფელი ადამიანი, რომელთაც ბიბლიას ვასწავლით, გრძნობს, რომ ღვთის სიყვარული უფრო და უფრო უძლიერდება. რით არის ეს განპირობებული? იმით, რომ, ისინი — ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო — ბაძავენ ასაფის მაგალითს. როგორ?
მადლიერებით იფიქრეთ
ასაფს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იეჰოვასადმი სიყვარული განევითარებინა. მან დაწერა: „ჩემს გულთან ვისაუბრებ . . . გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგან მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნები 76:7, 12, 13). მას, ვინც ფსალმუნმომღერალ ასაფის მსგავსად იეჰოვას საქმეებზე ფიქრობს, ღვთისადმი სიყვარული უძლიერდება.
გარდა ამისა, იეჰოვასადმი მსახურების დროს გადამხდარი შემთხვევების გახსენება უფრო გვაახლოებს მასთან. პავლე მოციქულმა თქვა, რომ ჩვენ „ღვთის თანამშრომელნი“ ვართ; ხოლო მეგობრობა, რომელიც თანამშრომლებს შორის ვითარდება, განსაკუთრებულია (1 კორინთელთა 3:9). როდესაც სიტყვითა თუ საქმით იეჰოვას მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ის ძალიან აფასებს ამას და გული სიხარულით ევსება (იგავები 27:11). ჩვენც, როცა იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ და ამა თუ იმ სირთულის გადაჭრაში გვეხმარება, მის სიახლოვეს ვგრძნობთ და მისდამი სიყვარული გვიღრმავდება.
ორ ადამიანს შორის მეგობრობა უფრო მყარდება, როდესაც ისინი ერთმანეთისადმი თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ. მსგავსად, როდესაც იეჰოვას ვეუბნებით, თუ რატომ გვეწევა გული მისკენ, მისდამი სიყვარული გვიძლიერდება. მოდი ახლა დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30, აქ).
-
-
როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
-
-
ადამიანს სიყვარული უფრო უღრმავდება, თუ სათანადოდ ინვითარებს მას. ამიტომ, კვლავაც გამოვყოთ დროს ფიქრისთვის. ჩვენ გვახსოვს, რა გააკეთა იეჰოვამ თითოეული ჩვენგანისთვის და რატომ იმსახურებს ის ერთგულებას. როგორც ადამის არასრულყოფილი შთამომავლები, ვერასდროს დავიმსახურებთ იმას, რაც „ღმერთმა . . . მოუმზადა თავის მოყვარულებს“, მაგრამ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მთელი არსებით გვიყვარს იეჰოვა. მოდი განვაგრძოთ ამგვარად მოქმედება! (1 კორინთელთა 2:9).
-