-
იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ნოემბერი
-
-
იეჰოვა ათავისუფლებს თავის ხალხს
5, 6. როგორ იხსნა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან და რა დამტკიცდა ამით?
5 როდესაც ეგვიპტის ტყვეობაში მყოფმა ისრაელებმა ღმერთს შეღაღადეს, იეჰოვამ ისმინა მათი ხმა (გამოსვლა 2:23—25). ცეცხლმოდებულ ბუჩქთან იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი [ჩემი ხალხი] ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამოსვლა 3:8). რა ამაღელვებელი იქნებოდა იმის ხილვა, თუ როგორ განახორციელებდა იეჰოვა თავის ჩანაფიქრს! როდესაც ფარაონმა უარი თქვა ეგვიპტიდან ისრაელის გაშვებაზე, მოსემ უთხრა მას, რომ ღმერთი ნილოსის წყალს სისხლად აქცევდა. იეჰოვას სიტყვა არ გამტყუნებულა. მდინარე ნილოსის წყალი მართლაც სისხლად იქცა, თევზი გაწყდა და წყალი დასალევად უვარგისი გახდა (გამოსვლა 7:14—21). ფარაონი მაინც არ იშლიდა თავისას. ამიტომ იეჰოვამ მას კიდევ ცხრა უბედურება დაატეხა, რომელთა შესახებაც წინასწარ აფრთხილებდა (გამოსვლა, თავები 8—12). მეათე უბედურების შემდეგ, რომლის დროსაც ეგვიპტეში ყველა პირმშო მოკვდა, ფარაონმა უბრძანა ისრაელებს, რომ წასულიყვნენ. ისრაელებმაც დატოვეს ეგვიპტე! (გამოსვლა 12:29—32).
6 ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლებამ შესაძლებელი გახადა, რომ იეჰოვას ეს ხალხი თავის რჩეულ ერად ექცია. ამან დიდება მოუტანა იეჰოვას, როგორც თავისი განზრახვების შემსრულებელს, რომლის სიტყვაც არასოდეს მტყუნდება. ამით ცხადი გახდა, რომ იეჰოვა ყველა სხვა ხალხის ღმერთებზე აღმატებული ღმერთია. როდესაც ვკითხულობთ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, ეს რწმენას გვიმტკიცებს. წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდათ მათ, ვინც საკუთარი თვალით იხილა, როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა! იესო ნავეს ძემ დაინახა, რომ მხოლოდ იეჰოვაა „უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 83:18).
იეჰოვა იცავს თავის ხალხს
7. როგორ დაიცვა იეჰოვამ ისრაელი ფარაონის ჯარისგან?
7 რისი თქმა შეგვიძლია იეჰოვას მეორე დანაპირებზე, რომ ის დაიცავდა თავის ხალხს? ამ დანაპირებში შედიოდა ის, რომ იეჰოვა თავის ხალხს ეგვიპტიდან დაიხსნიდა და აღთქმულ მიწაზე შეიყვანდა. გაიხსენეთ, რომ განრისხებული ფარაონი ისრაელს დაედევნა ძლიერი ჯარით, რომელიც ასობით საომარი ეტლით იყო აღჭურვილი. წარმოიდგინეთ, როგორი დარწმუნებული იქნებოდა ამაყი ფარაონი თავის წარმატებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელები ერთი შეხედვით მახეში — მთებსა და ზღვას შორის — აღმოჩნდნენ. ამ დროს ღმერთი ჩაერია და დაიცვა თავისი ხალხი — მისი ძალით ღრუბელი ჩადგა ორ ბანაკს შორის. ეგვიპტელთა მხარეს სიბნელე იყო, ისრაელთა მხარეს კი — სინათლე. მაშინ, როცა ეგვიპტელებს ღრუბელი აკავებდა, მოსემ გაიწოდა თავისი კვერთხი წითელი ზღვისკენ და წყალი შუაზე გაიპო, რითაც ისრაელებს გასაქცევი მიეცათ, ეგვიპტელები კი მახეში აღმოჩნდნენ. იეჰოვამ მუსრი გაავლო ფარაონის ძლიერ ჯარს, თავისი ხალხი კი დაიცვა (გამოსვლა 14:19—28).
-
-
იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ნოემბერი
-
-
როგორ ათავისუფლებს იეჰოვა თავის ხალხს ჩვენს დროში?
11. რა მოხდა 1914 წელს ბრუკლინში და რისი დრო დადგა?
11 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? 1914 წლის 2 ოქტომბერს, პარასკევ დილას, ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევართა საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელის სასადილო ოთახში შევიდა. „ყველას მოგესალმებით“, — თქვა მან მხიარულად. შემდეგ, ვიდრე თავის ადგილზე დაჯდებოდა, მან სიხარულით განაცხადა: „წარმართთა ჟამი დასრულდა; მათი მეფეების დღეები დათვლილია“. დადგა დრო, რომ იეჰოვას, სამყაროს უზენაეს მმართველს, კიდევ ერთხელ ემოქმედა თავისი ხალხის სასარგებლოდ, და მან დაიწყო კიდეც მოქმედება!
12. რა გათავისუფლება მოხდა 1919 წელს და რა შედეგები გამოიღო ამან?
12 ამ დროიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი „დიდი ბაბილონის“, ანუ ცრუ რელიგიის ძლიერი მსოფლიო იმპერიის, ტყვეობიდან (გამოცხადება 18:2). არც თუ ისე ბევრი ჩვენგანი მოესწრო იმ დროს, როცა ეს ამაღელვებელი გათავისუფლება მოხდა. და მაინც, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ამის შედეგებს. იეჰოვამ აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა და გააერთიანა ის ადამიანები, რომლებსაც მისი თაყვანისცემა სურდათ. ამით შესრულდა წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას“ (ესაია 2:2).
13. იეჰოვას ხალხის რა ზრდას ხედავთ?
13 ესაიას სიტყვები არ გამტყუნებულა, ისინი ზედმიწევნით სრულდება. 1919 წლიდან ცხებულთა დარჩენილი ნაწილი გაბედულად შეუდგა ქადაგებას მთელ მსოფლიოში, რისი წყალობითაც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა „მაღლა აღიმართა“. გასული საუკუნის 30-იან წლებში ცხადი გახდა, რომ „სხვა ცხვარიც“ უნდა შეკრებილიყო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად (იოანე 10:16). თავიდან მათი რიცხვი ათასებს ითვლიდა, მერე ასობით ათასებს, ახლა კი მილიონები უჭერენ მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას! იოანე მოციქულის მიერ ნანახ ხილვაში ისინი აღწერილნი არიან როგორც „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9). რისი მომსწრენი გახდით პირადად თქვენ? რამდენი იეჰოვას მოწმე იყო მსოფლიოში, როდესაც გაიგეთ ჭეშმარიტება? დღეს მათი რიცხვი, ვინც იეჰოვას ემსახურება, 6 700 000-ზე მეტს ითვლის. როდესაც იეჰოვამ თავისი ხალხი დიდი ბაბილონიდან იხსნა, მან გზა გაუხსნა იმ საოცარ ზრდას, რომელსაც ახლა მთელ მსოფლიოში ვხედავთ.
14. რა სახის ხსნა გველის წინ?
14 კიდევ ერთი სახის ხსნა ჯერ კიდევ წინაა — ის დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეხება. თავისი საოცარი ძალით იეჰოვა დედამიწიდან აღგვის ყველას, ვინც ეწინააღმდეგება მას, თავის ხალხს კი იხსნის და შეიყვანს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. რა შესანიშნავი იქნება იმის ხილვა, თუ როგორ განადგურდება ბოროტება და როგორ დაიწყება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული ხანა! (გამოცხადება 21:1—4).
-