საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიზნად დაისახე, მარადიულად ემსახურო ღმერთს
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • ნაბიჯები, რომლებსაც მიჰყავს მარადიული სიცოცხლისკენ

      7. რომელია ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას პიროვნებამ, რათა მონათვლისთვის იყოს მზად?

      7 იესოსგან განსხვავებით, ჩვენ არასრულყოფილები ვართ და ნათლობის საფეხურს შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადავდგამთ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ეს იწყება ჩვენს გულში იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებით. ამის გაკეთება აღგვძრავს, გამოვავლინოთ რწმენა და გვქონდეს ღრმა სიყვარული იეჰოვა ღმერთისადმი (მათე 22:37–40; რომაელთა 10:17; ებრაელთა 11:6). ღმერთის კანონებთან, პრინციპებსა და ნორმებთან შეთანხმებამ უნდა აღგვძრას, მოვინანიოთ და გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი სინანული წარსული ცოდვების გამო. ეს გამოიწვევს ღმერთისკენ მოქცევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ გამოვსწორდებით და მივატოვებთ ყველა არასწორ მოქმედებას, რომელსაც მივყვებოდით, როდესაც არ გვქონდა ღვთის შემეცნება (საქმეები 3:19). რასაკვირველია, თუ ჩვენ ფარულად ჩავდივართ რაღაცა ცოდვას, ნაცვლად იმისა, რომ ვაკეთოთ, რაც სწორია, სინამდვილეში, არ გამოვსწორებულვართ და ვერც ღმერთს მოვატყუებთ. იეჰოვა გამოააშკარავებს ყველა თვალთმაქცობას (ლუკა 12:2, 3).

      8. რა უნდა მოიმოქმედო, როდესაც სურვილი გაქვს მონაწილეობა მიიღო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში?

      8 ახლა, როდესაც იძენ ღვთის შემეცნებას, განა მართებული არ არის, სულიერი საქმეები ყველაზე მნიშვნელოვან პირად საქმედ ჩათვალო? შენ, ალბათ, გულითადად გსურს, მოუყვე შენს ნათესავებს, მეგობრებსა და სხვებს იმის შესახებ, რასაც სწავლობ. სინამდვილეში, შესაძლოა, უკვე გააკეთე ეს, ისევე როგორც იესო ამცნობდა სხვებს კეთილ ცნობას — არაფორმალურად (ლუკა 10:38, 39; იოანე 4:6–15). შესაძლოა, ახლა უფრო მეტის გაკეთება გსურს. ქრისტიანი უხუცესები მოხარული იქნებიან, გესაუბრონ იმ მიზნით, რომ განსაზღვრონ, ხარ თუ არა მზად და ხარ თუ არა უნარიანი, მონაწილეობა მიიღო იეჰოვას მოწმეებთან ერთად რეგულარულ სამქადაგებლო საქმიანობაში სამეფოს შესახებ. თუ შენ მზად ხარ, უხუცესები ხელს შეგიწყობენ, რომ ერთ-ერთ მოწმეს გაჰყვე მსახურებაში. იესოს მოწაფეები მის მითითებებს მიჰყვებოდნენ, რომ სათანადოდ შეესრულებინათ თავიანთი მსახურება (მარკოზი 6:7, 30; ლუკა 10:1). შენ შეგიძლია ისარგებლო მსგავსი დახმარებით, რადგან მონაწილეობას იღებ სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში კარდაკარ და სხვა შემთხვევებში (საქმეები 20:20, 21).

      9. როგორ უძღვნის პიროვნება თავს ღმერთს და როგორ ზეგავლენას ახდენს მიძღვნა პიროვნების ცხოვრებაზე?

      9 კრების ტერიტორიაზე ყველანაირი ადამიანებისთვის კეთილი ცნობის ქადაგება არის იმის საშუალება, რომ მოძებნო ისეთი ადამიანები, რომლებიც სამართლიანობისკენ არიან განწყობილი და ეს ქადაგება არის იმ შესანიშნავ საქმეთა შორის, რომლებიც ავლენს შენს რწმენას (საქმეები 10:34, 35; იაკობი 2:17, 18, 26). ქრისტიანულ კრებებზე რეგულარული დასწრება და სამქადაგებლო საქმიანობაში აუცილებელი მონაწილეობა არის აგრეთვე იმის ჩვენების საშუალება, რომ მოინანიე და მოიქეცი ღმერთისკენ და გადაწყვიტე, ახლა ღვთის შემეცნებასთან შეთანხმებულად იცხოვრო. რომელია შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი? ეს არის იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნა. ეს ნიშნავს, რომ გულითად ლოცვაში შენ ეუბნები ღმერთს, რომ გსურს და მთელი გულით მზად ხარ, მიუძღვნა მას შენი სიცოცხლე, რათა შეასრულო მისი ნება. ეს არის საშუალება, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და იტვირთო იესო ქრისტეს საამური უღელი (მათე 11:29, 30).

      მონათვლა — რას ნიშნავს ეს შენთვის

      10. რატომ უნდა მოინათლო მას შემდეგ, რაც მიუძღვენი თავი იეჰოვას?

      10 იესოს სიტყვების თანახმად, ყველა, ვინც მისი მოწაფე ხდება, უნდა მოინათლოს (მათე 28:19, 20). რატომ არის ეს აუცილებელი იმის შემდეგ, რაც ღმერთს მიუძღვენი თავი? იმ დროიდან, რაც იეჰოვას მიუძღვენი თავი, მან იცის, რომ შენ გიყვარს ის. მაგრამ უეჭველია, შენ გექნება შემდგომი მოქმედების სურვილი იმ მიზნით, რომ სხვებმაც შეიტყონ ღმერთისადმი შენი სიყვარულის შესახებ. მონათვლა საშუალებას გაძლევს, რომ შენი მიძღვნა იეჰოვა ღმერთისადმი საჯაროდ იყოს დამოწმებული (რომაელთა 10:9, 10).

      11. რა მნიშვნელობა აქვს მონათვლას?

      11 მონათვლა სავსეა სიმბოლური მნიშვნელობით. რადგან იძირები, ანუ „იმარხები“ წყალში, ეს ნიშნავს, თითქოს კვდები შენი წარსული ცხოვრებისთვის. როდესაც წყლიდან ამოდიხარ, წარმოიშობი ახალი ცხოვრებისთვის, რომელიც ღმერთის ნების თანახმად წარიმართება და არა შენი პირადი ნებით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აღარ დაუშვებ შეცდომებს, რადგან ყოველი ჩვენგანი არასრულყოფილია და ყოველდღიურად სცოდავს. მაგრამ, როგორც მონათლული პიროვნება, იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახური, შენ განსაკუთრებულ ურთიერთობაში შედიხარ მასთან. რადგან ინანიებ და თავმდაბლურად ინათლები, იეჰოვა მზად არის გაპატიოს ცოდვები იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. ამგვარად, მონათვლას მიჰყავს ღმერთის წინაშე სუფთა სინდისამდე (1 პეტრე 3:21).

  • მიზნად დაისახე, მარადიულად ემსახურო ღმერთს
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • [სურათი 174 გვერდზე]

      რა გაბრკოლებს, რომ მოინათლო?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება