საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კეთილი ცნობის კანონით დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
    • იაპონია. 1996 წლის 8 მარტს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ იაპონიაში მცხოვრებთა სასარგებლოდ მიიღო დადგენილება რელიგიის თავისუფლებისა და განათლების შესახებ. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ქალაქ კობეს მუნიციპალურმა სამრეწველო-ტექნიკურმა კოლეჯმა კუნიჰიტო კობაიაშის, რომელმაც უარი განაცხადა აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლაზე, გარიცხვით კანონი დაარღვია. ეს დადგენილება აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პირველად დაეყრდნო იაპონიის კონსტიტუციას, რომელიც რელიიგიის თავისუფლებას გარანტირებს. ბიბლიით განსწავლული სინდისით ეს ახალგაზრდა გრძნობდა, რომ საწვრთნელი ვარჯიშები არ იყო იმ ბიბლიურ პრინციპებთან თანხმობაში, რომლებიც მოცემულია ესაია 2:4-ში: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. ეს სასამართლო დადგენილება პრეცედენტად იქცა მომავალი სასამართლო საქმეებისთვის (იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19, 20 [რუს]).

  • კეთილი ცნობის კანონით დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 დეკემბერი
    • 1998 წლის 9 თებერვალს ტოკიოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სხვა მნიშვნელოვანი დადგენილება, რომ მოწმე მისაე ტაკედეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მკურნალობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემულ მითითებას: „თავი შეიკავეთ. . . სისხლისგან“ (საქმეები 15:28, 29). ეს სასამართლო საქმე გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში და მომავალი გვიჩვენებს, რა დადგენილებას მიიღებს ის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება