საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — სარგებლობის მომტანია ყველასთვის
    სამეფო მსახურება — 2012 | დეკემბერი
    • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — სარგებლობის მომტანია ყველასთვის

      იესომ დაგვავალა, რომ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). იმისათვის, რომ ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება, იეჰოვას მოწმეების სამი ვებ-გვერდი watchtower.org, jw-media.org და jw.org ახლა გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org (2 ტიმ. 4:5).

      „მთელ მსოფლიოში“. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი იყენებს ინტერნეტს. ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ის არის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ინტერნეტ მომხმარებლები მიიღებენ სანდო პასუხებს ბიბლიურ კითხვებზე; აგრეთვე გაეცნობიან იეჰოვას ორგანიზაციას და შეძლებენ, ადვილად მოითხოვონ ბიბლიის უფასო შესწავლა. ასეთი სახით შესაძლებელია სასიხარულო ცნობის ისეთ ადგილებში გავრცელება, სადაც ხალხს ნაკლებად აქვს სამეფოს ცნობის მოსმენის შესაძლებლობა.

      „ყველა ხალხისთვის“. ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად ბიბლიური ჭეშმარიტება სხვადასხვა ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სხვა ნებისმიერი ვებ-გვერდისგან განსხვავებით, jw.org-ის სტუმრებს შეუძლიათ ადვილად მიიღონ ინფორმაცია დაახლოებით 400 ენაზე.

      გამოიყენე საუკეთესოდ. ახალ ვებ-გვერდ jw.org-ის მიზანი არ არის, მხოლოდ დაუმოწმოს მათ, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ის იეჰოვას მოწმეებისთვისაც შეიქმნა. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია შენთვის, გირჩევთ, რომ გაეცნო ამ ვებ-გვერდს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოიყენო ის.

      [დიაგრამა 3 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      სცადე

      1 ინტერნეტ ბრაუზერის მისამართის ველში ჩაწერე www.pr418.com

      2 ვებ-გვერდის დასათვალიერებლად გადადი სხვადასხვა განყოფილებაში, გამოიყენე მენიუ და ბმულები.

      3 jw.org ვებ-გვერდის დათვალიერება ინტერნეტში ჩართული მობილური მოწყობილობებითაც შეგიძლია. გვერდის ზომა დაპატარავებულია ეკრანის ზომის შესაბამისად, მაგრამ ინფორმაცია იგივეა.

  • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — გამოიყენე პირადი და ოჯახური შესწავლისთვის
    სამეფო მსახურება — 2012 | დეკემბერი
    • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — გამოიყენე პირადი და ოჯახური შესწავლისთვის

      წაიკითხე უახლესი ჟურნალები ონლაინში. „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ წაიკითხე ონლაინში რამდენიმე კვირით ადრე, სანამ კრებებში დაბეჭდილი სახით მიიღებდე. მოუსმინე ჟურნალების აუდიოჩანაწერებს. იხილე „პუბლიკაციები/ჟურნალები“.

      წაიკითხე მასალა, რომელიც მხოლოდ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ზოგი მასალა, მაგალითად, „ახალგაზრდებისთვის“, „ბიბლიური გაკვეთილები“, „ოჯახური განხილვისთვის“ და „ახალგაზრდების შეკითხვები“ ახლა მხოლოდ ვებ-გვერდზეა განთავსებული. განიხილე ამ ვებ-გვერდზე მოცემული ზოგიერთი მასალა პირადი ან ოჯახური შესწავლის დროს. იხილე „ბიბლიური სწავლებები/ბავშვები“ ან „ბიბლიური სწავლებები/ახალგაზრდები“.

      გაიგე ახალი ამბები. წაიკითხე გამამხნევებელი ცნობები და შემთხვევები და უყურე ვიდეორგოლებს მთელ მსოფლიოში ჩვენი საქმიანობის წინსვლის შესახებ. ცნობები სტიქიური უბედურებებისა და დევნების შესახებ დაგვეხმარება, კონკრეტულად ვილოცოთ გასაჭირში მყოფ ჩვენს და-ძმებზე (იაკ. 5:16). იხილე „ახალი ამბები“.

      ისარგებლე „ონლაინ ბიბლიოთეკით“. თუ „ონლაინ ბიბლიოთეკა“ არის შენს ენაზე, ისარგებლე კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობით, რათა წაიკითხო ყოველდღიური მუხლი ან კვლევისთვის გამოიყენო უახლესი პუბლიკაციები. იხილე „პუბლიკაციები/ონლაინ ბიბლიოთეკა“ ან ინტერნეტ ბრაუზერში ჩაბეჭდე www.wol.jw.org.

      [დიაგრამა 4 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      სცადე

      1 დააწკაპუნე სურათზე ან ბმულზე „ჩამოტვირთვა“. სურათი გამოჩნდება PDF დოკუმენტის სახით. ამობეჭდე და მიეცი შენს შვილს, რათა დაასრულოს სურათი ან უპასუხოს იქ მოცემულ კითხვებს.

      2 დააწკაპუნე, რომ უყურო ვიდეოს

  • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — გამოიყენე მსახურებაში
    სამეფო მსახურება — 2012 | დეკემბერი
    • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — გამოიყენე მსახურებაში

      უთხარი ხალხს, გამოიყენონ ჩვენი ვებ-გვერდი. ზოგს, ვინც ჩვენთან საუბრისგან ან ლიტერატურის აღებისგან თავს იკავებს, ურჩევნია, თავის სახლში პირადად ნახოს ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ jw.org-ზე. ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენე, რომ უთხრა სხვებს ამ ვებ-გვერდის შესახებ.

      უპასუხე კითხვებს. ხანდახან მობინადრე, დაინტერესებული ადამიანი ან ნაცნობი სვამს კითხვას იეჰოვას მოწმეების ან მათი რწმენის შესახებ. მაშინვე აჩვენე მათ პასუხი მობილური მოწყობილობის ან კომპიუტერის მეშვეობით. კარგია, თუ ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს უშუალოდ ბიბლიიდან წაიკითხავ. თუ არ გაქვს მობილური მოწყობილობა ინტერნეტში ჩართული, აუხსენი, თუ როგორ გამოიყენონ jw.org, რათა თვითონ იპოვონ პასუხები. იხილე „ბიბლიური სწავლებები/პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ ან „ჩვენ შესახებ/ხშირად დასმული კითხვები“.

      გაუგზავნე სტატია ან პუბლიკაცია ნაცნობებს. ელექტრონული ფოსტით გაგზავნე ჩამოტვირთული PDF ან EPUB ფაილები. ან ჩამოტვირთე პუბლიკაციის აუდიოვერსია და ჩაწერე CD დისკზე. ყოველთვის, როცა წიგნის, ბროშურისა თუ ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას უგზავნი მას, ვინც არ არის მონათლული, ეს გავრცელებაში გეთვლება. მასალა არ უნდა გაიგზავნოს ანონიმურად ან დიდი რაოდენობით. ეს მასალა არ უნდა აიტვირთოს სხვა ნებისმიერ ვებ-გვერდზე. იხილე „პუბლიკაციები“.

      აჩვენე ახალი ამბები იეჰოვას მოწმეების შესახებ. ეს დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელებს და სხვებს, ვისაც აკითხავ, დააფასონ ჩვენი ქრისტიანული ერთიანობა და საქმიანობა, რომელიც სრულდება მთელი მსოფლიო მასშტაბით (ფსალმ. 133:1).. იხილე „ახალი ამბები“.

      [დიაგრამა 5 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      სცადე

      1 „პუბლიკაციებში“ მოძებნე ის ფაილი, რომლის ჩამოტვირთვაც გინდა და შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით ჩამოტვირთე აუდიო ან ტექსტური ფორმატი.

      2 დააწკაპუნე „MP3“ ღილაკზე, რომ გამოჩნდეს ცალკეული სტატიების ჩამონათვალი. დააწკაპუნე კონკრეტული სტატიის სათაურზე, რათა ჩამოტვირთო ან ▸ ღილაკზე, რომ მოუსმინო მას ონლაინში.

      3 ამ ჩამონათვალიდან აირჩიე სხვა ენა, თუ გსურს პუბლიკაციის ამ ენაზე ჩამოტვირთვა.

  • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — მათთვის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს
    სამეფო მსახურება — 2012 | დეკემბერი
    • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — მათთვის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს

      აჩვენე ჩვენი ვებ-გვერდი. აჩვენე, როგორ შეუძლია მას გამოიყენოს „ჟესტების ენის“ ჩამონათვალი, რომ თავის ენაზე ნახოს ვებ-გვერდი (ზოგიერთ ენაზე ვებ-გვერდის მხოლოდ გარკვეული ნაწილია ხელმისაწვდომი).

      აჩვენე ვებ-გვერდი თავის ენაზე. აჩვენე ჩვენს ვებ-გვერდზე ერთ-ერთი პუბლიკაცია, მაგალითად, წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ტრაქტატი „სიმართლე“. მობინადრის ენა შეგიძლია აირჩიო ჩამონათვალში „ენა“.

      მოასმენინე სტატია. მოძებნე სტატია, რომლის აუდიოჩანაწერი იქნება მოცემული მის ენაზე და ჩაურთე. თუ სწავლობ უცხო ენას, დამხმარე იქნება კითხვის დროს მოუსმინო აუდიოფაილებს ამ ენაზე. იხილე „პუბლიკაციები/წიგნები და ბროშურები“ ან „პუბლიკაციები/ჟურნალები“.

      დაუმოწმე ყრუ-მუნჯებს. თუ შეხვდები ყრუ-მუნჯს, აჩვენე ბიბლიის, წიგნის, ბროშურის ან ტრაქტატის ვიდეო ჟესტების ენაზე. იხილე „პუბლიკაციები/ჟესტების ენა“.

      [დიაგრამა 6 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      სცადე

      1 დააწკაპუნე ▸ ღილაკზე, რომ ჩართო არჩეული აუდიოჩანაწერი (თუ არის თქვენს ენაზე) ან ამ პუბლიკაციის ჩამოსატვირთად დააწკაპუნე ერთ-ერთ ღილაკს მენიუში „სასურველი ფორმატი“.

      2 აირჩიე სხვა ენა ჩამონათვალიდან „ენა“ და აჩვენე ვებ-გვერდი მის ენაზე.

      3 დააწკაპუნე „მომდევნო“ ან ბმულზე „სარჩევი“, რათა წაიკითხო სხვა სტატია ან თავი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება