‘ისინი დაინტერესებული არიან, დაეხმარონ სხვებს’
ეს სიტყვები იეჰოვას მოწმეების შესახებ თქვა ნიუ-იორკელმა პოლიციელმა. ის ელაპარაკებოდა იეჰოვას მოწმეთა მთავარ განყოფილებაში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) მოხალისედ სრული დროით მომსახურე ერთ-ერთ პიროვნებას, კათლინს.
შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს, შუადღის შესვენების დროს კათლინი სანაპიროზე იყო. იჯდა სკამზე და საყურისის საშუალებით უსმენდა აუდიოკასეტიან „პლეიერ“-ს. „ისტ რივერ“-ის მეორე ნაპირზე მდებარე ვერტოდრომზე მიმდინარეობდა მზადება პაპის გასამგზავრებლად, რომელიც ქალაქს ეწვია. ყველგან გაძლიერებული დაცვა იდგა და სანაპიროზე პოლიციელთა ჯგუფი პატრულირებდა. ერთ-ერთი მათგანი მიუახლოვდა კათლინს და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა. კათლინმა უპასუხა: „მე ვუსმენ რუსული ენის ჩანაწერს. იცით, მე ვარ იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე და მინდა ვისწავლო რუსული ენა, რათა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა გავუზიარო ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს, რომლებიც საცხოვრებლად ამ ქალაქში ჩამოდიან“.
პოლიციელმა უპასუხა, რომ ნიუ-იორკში პატრულის ოფიცრად მსახურების უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებით მისი აღფრთოვანება თანდათანობით იზრდებოდა. მან თქვა: „მე ვხედავ იეჰოვას მოწმეებს, როგორც ორგანიზებულ რელიგიას, რომლის წევრებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული, დაეხმარონ სხვებს“.
იეჰოვას მოწმეები ფართოდ არიან ცნობილი კარდაკარ ქადაგებით (საქმეები 20:20). იმ დროს, როცა ისინი ღვთის სამეფოზე მიუთითებენ, როგორც კაცობრიობის პრობლემების ერთადერთ გადამჭრელ საშუალებაზე, ისინი აგრეთვე ადამიანებს აღძრავენ, ყოველდღიურად მიჰყვნენ ბიბლიის პრინციპებს, რითაც ეხმარებიან ცხოვრების გაუმჯობესებაში. მაგალითად, მოწმეები აღძრავენ მშობლებს, ოჯახში შექმნან შესწავლისთვის ხელშემწყობი გარემო. ისინი ადამიანებს პატიოსნებისა და კანონისადმი მორჩილებისკენ მოუწოდებენ, აღძრავენ, ისწავლონ სპეციალობა ან დახელოვდნენ ისეთ საქმეებში, რომლებსაც დამსაქმებლები აფასებენ.
დიახ, იეჰოვას მოწმეები ძალიან არიან დაინტერესებული, დაეხმარონ ადამიანებს თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებაში. შენ გულთბილად გიწვევენ, გამოეხმაურო შემდეგ წინადადებას.