-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 109, 110 გვერდებზე]
„უსაზღვროდ გვიხარია, რომ სამოაში დავბრუნდით“
ფრედ უეგენერი
დაიბადა: 1933 წელს
მოინათლა: 1952 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ფრედი და მისი მეუღლე, შირლი, სამოას ბეთელში მსახურობენ. ფრედი ქვეყნის კომიტეტის წევრია.
ახალდაქორწინებული ვიყავით, როცა 1956 წელს ავსტრალიიდან ამერიკის სამოაში გადავედით სპეციალურ პიონერებად მსახურებისთვის. თავდაპირველად მსახურება პაგო-პაგოს ნავსადგურის აღმოსავლეთ მისადგომთან, პატარა სოფელ ლაულიიში, დავიწყეთ. მეტისმეტად ღარიბულ ქოხში ვცხოვრობდით, რომელსაც არც კარ-ფანჯარა ჰქონდა და არც ჭერი; წყალიც კი არ მოდიოდა. როგორც კი იქაურობა ცოტა მოვაწესრიგეთ, ოჯახის წევრიც შემოგვემატა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, უალეს პედრო, რომელიც მშობლებმა რწმენის გამო სახლიდან გამოაგდეს. ის პიონერი იყო და ჩვენთან ერთად ქადაგებდა.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
რვა წლის შემდეგ შეგვეძინა ვაჟი, დარილი, და საცხოვრებლად ამერიკის სამოაში გადავედით. მე სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება, შირლი კი, ძირითადად, ბიბლიურ პუბლიკაციებს თარგმნიდა სამოურ ენაზე.
ოჯახი რომ მერჩინა, ერთ ძმასთან დავიწყე მუშაობა, რომელიც მოლუსკებს იჭერდა და ყიდდა. ერთხელ მის პატარა ნავს საკიდი ძრავა გაუტყდა და ოთხი დღე ზღვიდან ვერ გამოვედით. წყალმა ასობით კილომეტრი გვატარა; საშინელ შტორმს გადავურჩით. 32-მა გემმა ჩაგვიარა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეგვამჩნია; ერთმა უზარმაზარმა სატვირთო ხომალდმა კინაღამ გადაგვიარა, მაგრამ, საბედნიეროდ, შეგვამჩნიეს და გემზე აგვიყვანეს. ამ შემთხვევიდან მალე მე და შირლიმ გავიგეთ, რომ მეორე შვილიც გვეყოლებოდა. ამიტომ, 1974 წელს იძულებული გავხდით ავსტრალიაში დავბრუნებულიყავით; იქ დაიბადა ჩვენი ქალიშვილი თამარი.
-