საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • „კონგრესმა ძმებს შეხვედრებისთვის უფრო შესაფერისი შენობის აშენების სურვილიც აღუძრა“, — ამბობს რონ სელარსი. კუნძულ ტუტუილაზე, სადაც ქალაქი პაგო-პაგო მდებარეობს, ადვილი არ იყო მიწის ნაკვეთის პოვნა. მაგრამ პაგო-პაგოს დასავლეთით სოფელ ტაფუნაში ერთმა ადგილობრივმა მაუწყებელმა ძმებს 30-წლიანი იჯარით მისცა მიწის ნაკვეთი.

      „სოფელი ტაფუნა ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა იყო, ამიტომ მიწის ასამაღლებლად კრების წევრები სამი თვის განმავლობაში ლავური წარმოშობის ქვებს ეზიდებოდნენ“, — აღნიშნა ფრედ უეგენერმა.

      საქმე საძირკვლის ჩასხმამდე რომ მივიდა, ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმა, რომელიც ყოველთვის კითხულობდა „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ-ს!“, ძმებს ეკლესიის კუთვნილი ბეტონსარევი ათხოვა. მასზე რონ სელარსმა თქვა: «მას შემდეგ, რაც „გამოიღვიძეთ!“-ში ქორწინებაზე სტატია წაიკითხა, უარი თქვა მღვდლობაზე და დაქორწინდა».

      სამეფო დარბაზის მშენებლობას უცხოელი ძმებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს. გორდონ და პატრიცია სკოტებმა, რომლებიც ერთ-ერთი პირველი მისიონერები იყვნენ ამერიკის სამოაში და შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ, ახალი დარბაზისთვის თავიანთი სამეფო დარბაზიდან ტაფუნაში სკამები გაგზავნეს. „ზედმეტი სკამები ადგილობრივ თეატრს მივყიდეთ და ამ თანხით საბაჟოს გადასახადი დავფარეთ“, — მოგვითხრო რონ სელარსმა. 1971 წელს ტაფუნაში დასრულდა 130 ადგილიანი ახალი სამეფო დარბაზის მშენებლობა და მიძღვნის პროგრამაც ჩატარდა. მოგვიანებით სამეფო დარბაზის თავზე მისიონერების საცხოვრებელი ოთახები აშენდა.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 107 გვერდზე]

      პირველი სამეფო დარბაზი ტაფუნაში (ამერიკის სამოა)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება