-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
15. რა დაბადებაა ნაწინასწარმეტყველები და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 537 წელს?
15 ეს აღორძინება სათანადოდ არის აღწერილი ესაიას წინასწარმეტყველების შემდეგ მუხლებში: „ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?“ (ესაია 66:7, 8). ეს სიტყვები პირველად დიდებულად სრულდება ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდაელებისთვის. სიონი ანუ იერუსალიმი კვლავ მშობიარე ქალად არის აღწერილი, მაგრამ მისი მშობიარობა უჩვეულოა! ის ძალზე სწრაფად და მოულოდნელად, ტკივილების დაწყებამდე, მშობიარობს! ნამდვილად სათანადო სურათია. ძვ. წ. 537 წელს ღვთის ხალხის მეორედ დაბადება იმდენად სწრაფი და მოულოდნელია, რომ ეს ნამდვილი სასწაულია. კიროსის მიერ იუდაელი ტყვეების გათავისუფლებიდან ერთგული მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვე გადის! რა ძლიერ განსხვავდება ეს იმ მოვლენებისგან, რომლებიც ისრაელი ერის პირველ დაბადებამდე მოხდა! ძვ. წ. 537 წელს მათ არ სჭირდებათ მოწინააღმდეგე მმართველისგან თავის დახსნა, მტრის ლაშქრისგან გაქცევა და 40 წლის განმავლობაში უდაბნოში ცხოვრება.
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
17. როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ ხელს ვერაფერი შეუშლის სულიერ ისრაელთან დაკავშირებული მისი განზრახვის განხორციელებას?
17 სამყაროში არსებული ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს ამ მეორედ დაბადებას. შემდეგი მუხლი შთამბეჭდავად აღწერს ამას: „მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიერებელი? ამბობს შენი ღმერთი“ (ესაია 66:9). როგორც მშობიარობაა გარდაუვალი, როდესაც პროცესი დაწყებულია, ისე სულიერი ისრაელის მეორედ შობაა გარდაუვალი პროცესის დაწყების შემდეგ. ცხადია, წინააღმდეგობა წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება უფრო დიდი წინააღმდეგობა. მაგრამ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თავისი დაწყებული საქმის შეჩერება; ის კი არასდროს აკეთებს ამას! როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის გამოცოცხლებულ ხალხს?
იეჰოვას სათუთი მზრუნველობა
18, 19. ა) რა შთამბეჭდავი მაგალითი მოჰყავს იეჰოვას და როგორ ეხება ეს ტყვეობაში მყოფ ხალხს? ბ) რა სარგებლობას იღებს ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ღვთის მიერ სიყვარულით მოწოდებული საზრდოთი და მისი მზრუნველობით?
18 მომდევნო ოთხ მუხლში შთამბეჭდავად არის აღწერილი იეჰოვას სათუთი მზრუნველობა. ესაია ამბობს: „იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით“ (ესაია 66:10, 11). იეჰოვას აქ ჩვილ ბავშვზე მზრუნველი ქალის მაგალითი მოჰყავს. როცა პატარას შიმშილი აწუხებს, შეუჩერებლად ტირის. დედის მკერდთან მიახლოებისას კი წუხილი სიხარულითა და კმაყოფილებით ეცვლება. მსგავსად ამისა, ბაბილონში მყოფ ერთგულ იუდაელთა მცირე ნაწილის მოთქმა ბედნიერებითა და კმაყოფილებით შეიცვლება, როდესაც გათავისუფლებისა და აღორძინების დრო დადგება. ისინი გაიხარებენ. იერუსალიმს დიდება დაუბრუნდება, როდესაც აღდგება და კვლავ დასახლდება. ქალაქის დიდება ღვთის ერთგულ მცხოვრებლებსაც შეეხება. ისინი კვლავ სულიერად გამოიკვებებიან ამოქმედებული სამღვდელოების დახმარებით (ეზეკიელი 44:15, 23).
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
20. როგორ იქნა იერუსალიმი კურთხეული „ხალხთა დოვლათით“ ძველად და ჩვენს დროში?
20 წინასწარმეტყველება გრძელდება: „რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები“ (ესაია 66:12). აქ მზრუნველობის სურათი უხვი კურთხევების — „მდინარისა“ და „მოვარდნილი ნიაღვრის“ — სურათთან არის შერწყმული. იერუსალიმი დიდი მშვიდობის გარდა იეჰოვასგან კურთხეული იქნება „ხალხთა დოვლათითაც“, რომელიც უხვად იდინებს ღვთის ხალხისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერები იეჰოვას ხალხისკენ დაიწყებენ დენას (ანგია 2:7, აქ). წინასწარმეტყველების ძველ დროში შესრულებისას ისრაელს ნამდვილად შეუერთდა სხვადასხვა ერის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც იუდაელი პროზელიტები გახდნენ.
-