-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
სარა ღვთის ზეციერ „ცოლს“, სულიერი არსებებისგან შემდგარ ორგანიზაციას, წარმოადგენს. ეს ზეციერი ორგანიზაცია სათანადოდ არის აღწერილი იეჰოვას ცოლად, რადგან ის მჭიდრო კავშირშია იეჰოვასთან, ემორჩილება მას და მხარს უჭერს მისი განზრახვების განხორციელებას. მას აგრეთვე „ზენა იერუსალიმიც“ ეწოდება (გალატელთა 4:26). ეს „დედაკაცი“ დაბადების 3:15-შია მოხსენიებული და გამოცხადების 12:1—6, 13—17 მუხლებში მოცემულ ხილვაშია აღწერილი.
-
-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
სარა, „თავისუფალი“ ქალი და აბრაამის მეუღლე, წარმოადგენს სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ორგანიზაციას, რომელიც ცოლს არის შედარებული.
-
-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
6. რა გაგებით იყო ღვთის ზეციერი ორგანიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნაყოფო?
6 ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული ესაიას 54:1-ში. ათწლეულების განმავლობაში უშვილო სარას 90 წლის ასაკში ისაკი შეეძინა. მსგავსად ამისა, იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფო იყო. მაგრამ იეჰოვას ჯერ კიდევ ედემში ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები თავისი „დედაკაცის“ მომავალი „თესლის“ შესახებ (დაბადება 3:15). 2000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იეჰოვამ აღთქმულ თესლთან დაკავშირებით კავშირი შეკრა აბრაამთან. მაგრამ ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ კიდევ მრავალი საუკუნე უნდა მოეცადა, ვიდრე თავის თესლს იხილავდა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ერთ დროს „უშვილო დედაკაცმა“ ხორციელ ისრაელზე მეტი შვილი შეიძინა. უშვილო დედაკაცის მაგალითი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ნატრობდნენ ასე ძლიერ ანგელოზები ნაწინასწარმეტყველები თესლის მოსვლას (1 პეტრე 1:12). როდის მოხდა ეს?
7. როდის ჰქონდა „ზენა იერუსალიმს“ სიხარულის მიზეზი, რომლის შესახებაც ესაიას 54:1-შია ნაწინასწარმეტყველები და რატომ პასუხობთ ასე?
7 დედამიწაზე იესოს დაბადება ნამდვილად სასიხარული იყო ანგელოზებისთვის (ლუკა 2:9—14). მაგრამ ეს არ ყოფილა ესაიას 54:1-ში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა. იესო მხოლოდ ახ. წ. 29 წელს სულიწმიდით შობის შემდეგ გახდა „ზენა იერუსალიმის“ სულიერი ძე, თავად ღვთის მიერ საყოველთაოდ აღიარებული „საყვარელი ძე“ (მარკოზი 1:10, 11; ებრაელთა 1:5; 5:4, 5). სწორედ მაშინ ჰქონდა ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ სიხარულის მიზეზი, რითაც ესაიას 54:1 შესრულდა. საბოლოოდ, მან აღთქმული თესლი, მესია, წარმოშვა! მისი მრავალსაუკუნოვანი უნაყოფობა წარსულს ჩაჰბარდა.
-