-
გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
-
-
‘დედაკაცი’ არ არის ევა, არამედ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციაა, დედამიწაზე მცხოვრები მისი სულით ცხებული მსახურების დედა (გალატელთა 4:26).
-
-
გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
-
-
‘მტრობა შენსა და დედაკაცს შორის’
6. რომელ შემთხვევებში გამოავლინა სატანამ მტრობა იეჰოვას დედაკაცისადმი?
6 მთელი ამ დროის განმავლობაში გველსა და იეჰოვას დედაკაცს შორის, ანუ სატანა ეშმაკსა და ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას შორის, იყო მტრობა. სატანის მტრობა გამოვლინდა იმაში, რომ ის გესლიანად ელაპარაკებოდა იეჰოვას და სათანადო საცხოვრებელი ადგილის მისატოვებლად ანგელოზების შეცდენით, იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციის მოშლას ცდილობდა (იგავნი 27:11; იუდა 6). ეს გამომჟღავნდა, როცა იეჰოვას გაგზავნილი ანგელოზი-მაცნეების დასაბრკოლებლად სატანამ თავისი დემონები გამოიყენა (დანიელი 10:13, 14, 20, 21). ეს სავსებით ნათელი გახდა XX საუკუნეში, როცა სატანა მესიანური სამეფოს დაბადებისთანავე ცდილობდა მის განადგურებას (გამოცხადება 12:1–4).
7. რატომ გრძნობდნენ მტრობას სიმბოლური გველის მიმართ იეჰოვას ერთგული ანგელოზები, მაგრამ რაში ავლენენ ისინი თავდაჭერილობას?
7 აგრეთვე მტრულ განწყობილებას სიმბოლური გველის მიმართ გრძნობდა იეჰოვას დედაკაცი — ერთგული ანგელოზებისგან შემდგარი ჯგუფი. სატანამ ცილი დასწამა ღმერთის კეთილ სახელს; მან ასევე კითხვის ქვეშ დააყენა ღმერთის ყოველი გონიერი ქმნილების, მათ შორის ყველა ანგელოზის უმწიკვლოება და ყველანაირად ცდილობდა ღმერთისადმი მათი ერთგულების შერყევას (გამოცხადება 12:4ა). ამ პიროვნებისადმი, რომელმაც თავი ეშმაკად და სატანად აქცია, ერთგულ ანგელოზებს, ქერუბიმებსა და სერაფიმებს მხოლოდ ზიზღის გრძნობა ჰქონდა. მაგრამ ისინი ემსახურებიან იეჰოვას, რათა თავის დანიშნულ დროზე და თავისი მეთოდით მან უხელმძღვანელოს მოვლენებს (შეადარე იუდა 9).
-