-
იეჰოვაა ჩემი წილისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
ლევიანები, რომლებისთვისაც იეჰოვა იყო წილი
8. აღწერეთ, რას განიცდიდა ლევიანი ასაფი.
8 ლევიანებისთვის, როგორც ტომისთვის, იეჰოვა იყო წილი. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეული ლევიანებიც იყენებდნენ ფრაზას „იეჰოვაა ჩემი წილი“, როდესაც ღვთისადმი ერთგულებასა და ნდობას გამოხატავდნენ (გოდ. 3:24).
-
-
იეჰოვაა ჩემი წილისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
11. რა აინტერესებდა იერემიას და როგორ მიიღო თავის კითხვაზე პასუხი?
11 წინასწარმეტყველი იერემია კიდევ ერთი ლევიანი იყო, რომელიც იეჰოვას თავის წილად თვლიდა. განვიხილოთ, რას გულისხმობდა ის. იერემია ცხოვრობდა იერუსალიმის მახლობლად მდებარე ლევიანების ქალაქ ანათოთში (იერ. 1:1). ერთხელ იერემია საგონებელში ჩავარდა, რატომ იყვნენ ბოროტები წარმატებული იმ დროს, როცა მართლები იტანჯებოდნენ? (იერ. 12:1). იერუსალიმსა და იუდაში განვითარებული მოვლენების შემხედვარე, იერემია ჩიოდა. მან იცოდა, რომ იეჰოვა სამართლიანია. იერემიას კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა იმით, თუ რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მისი მეშვეობით და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი, ვინც იეჰოვას მითითებებს დაემორჩილებოდნენ, ნადავლად თავიანთ სულს მიიღებდნენ. ბოროტები კი, რომლებიც ერთი შეხედვით წარმატებული ჩანდნენ, იეჰოვას გაფრთხილებას უგულებელყოფდნენ და დაისჯებოდნენ (იერ. 21:9).
12, 13. ა) რამ აღძრა იერემია ეთქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“ და რაში იყო დარწმუნებული ის? ბ) რატომ უნდა განევითარებინა ყველა ისრაელს ისეთივე აზროვნება, როგორიც იერემიას ჰქონდა?
12 მოგვიანებით, როდესაც იერემია თავის გაპარტახებულ სამშობლოს უყურებდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს წყვდიადში დადიოდა. თითქოს იეჰოვამ ის „დიდი ხნის მკვდარივით“ დასვა (გოდ. 1:1, 16; 3:6). იერემიამ თავნება ისრაელებს უთხრა, დაბრუნებოდნენ თავიანთ ზეციერ მამას, მაგრამ მათი ბოროტება იმდენად დიდი იყო, რომ ღმერთმა იერუსალიმისა და იუდას განადგურება დაუშვა. ამან იერემიას დიდი ტკივილი მიაყენა, თუმცა ის უდანაშაულო იყო. ამ უბედურებების მიუხედავად, მას ახსოვდა იეჰოვას გულმოწყალება. ჩვენ „არ გვეღება ბოლო“, — თქვა იერემიამ. მართლაც, იეჰოვას წყალობა „ყოველ დილით ახლდება“! იერემიამ მაშინ თქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“. მან განაგრძო იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურება (წაიკითხეთ გოდების 3:22—24 ).
13 ისრაელებს სამშობლო 70 წლის განმავლობაში ექნებოდათ დაკარგული. იერუსალიმი კი განადგურებული იქნებოდა (იერ. 25:11). მაგრამ იერემიას სიტყვები, „იეჰოვაა ჩემი წილი“ იმაზე მიუთითებდა, რომ წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო ღვთის გულმოწყალებაში, რაც საფუძველს აძლევდა, დალოდებოდა მას. ისრაელის ყველა ტომმა დაკარგა თავისი სამკვიდრო, ამიტომ მათაც სჭირდებოდათ ისეთივე აზროვნების განვითარება, როგორიც წინასწარმეტყველს ჰქონდა. იეჰოვა იყო მათი ერთადერთი იმედი. 70 წლის შემდეგ ღვთის ხალხი სამშობლოში დაბრუნდა და მათ კვლავ მიეცათ ღვთის მსახურების შესაძლებლობა (2 მატ. 36:20—23).
-