-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 დეკემბერი
-
-
იერემიას 31:15-ში ვკითხულობთ: „აი რას ამბობს იეჰოვა: ხმა ისმის რამაში, გოდება და მწარე ტირილი, თავის ვაჟებს დასტირის რახელი. არ სურს ნუგეში ვაჟების გამო, რადგან აღარ არიან ისინი“.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 დეკემბერი
-
-
ნებისმიერ შემთხვევაში, იერემიას სიტყვები, რომ რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს, მიანიშნებდა იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც საუკუნეების შემდეგ შესრულდებოდა, როდესაც პატარა იესოს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მეფე ჰეროდემ ბრძანა, რომ ბეთლემში, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით მდებარეობდა, ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი დაეხოცათ. ასე ამოუხოცეს დედებს შვილები და „აღარ [იყვნენ] ისინი“. წარმოიდგინეთ, დედების გლოვა! თითქოს მათი გოდების ხმა რამამდეც აღწევდა (მათ. 2:16—18).
ამგვარად, სიტყვებში, რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს გამოხატულია ის აზრი, თუ როგორ გლოვობდნენ დედები თავიანთ დახოცილ შვილებს როგორც იერემიას დროს, ისე იესო ქრისტეს დროს. რასაკვირველია, ისინი, ვინც დაიხოცნენ და „მტრის ქვეყანაში“ წავიდნენ, მკვდრეთით აღდგომის დროს მტრის — სიკვდილის — ხელიდან გათავისუფლდებიან (იერ. 31:16; 1 კორ. 15:26).
-