საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განივითარე სწავლების უნარი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • მიჰბაძე დახელოვნებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს (ლუკ. 6:40). მთის ფერდობზე შეკრებილ დიდძალ ხალხს ელაპარაკებოდა თუ გზაზე მიმავალ რამდენიმე კაცს, მისი სწავლება ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელზე. იესო მსმენელის გულსა და გონებას „აღვიძებდა“. ის მათ უხსნიდა, როგორ უნდა გამოეყენებინათ ნასწავლი ცხოვრებაში. შესაძლებელია, რომ შენც მის მსგავსად ასწავლო?

      მიენდე იეჰოვას

      იესოს სწავლების ბრწყინვალე უნარი იმით იყო განპირობებული, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ზეციერ მამასთან და ღვთის სულით იყო კურთხეული. გულითადად სთხოვ ლოცვაში იეჰოვას, რომ შეძლო ბიბლიის შესწავლების კარგად ჩატარება? თუ მშობელი ხარ, ლოცულობ რეგულარულად, რომ გიხელმძღვანელოს ღმერთმა შვილების სწავლებისას? ლოცულობ მთელი გულით, როცა მოხსენებით გამოსასვლელად ან შეხვედრის ჩასატარებლად ემზადები? თუ იეჰოვას ენდობი და ლოცულობ ასეთ საკითხებზე, უკეთესი მასწავლებელი გახდები.

      იეჰოვაზე მინდობის ერთ-ერთი საშუალება მის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაყრდნობაა. თავისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის, სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესომ იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენი სიტყვა მივეცი მათ“ (იოან. 17:14). თუმცა იესოს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, არასდროს ლაპარაკობდა თავის აზრებს. ის მუდამ იმას ამბობდა, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი; ამით მან მაგალითი მოგვცა (იოან. 12:49, 50). ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის სიტყვებს ადამიანებზე — მათ ქცევებზე, ფიქრებსა და გრძნობებზე — ზემოქმედების ძალა აქვს (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვის ცოდნა და მსახურებაში მისი სათანადოდ გამოყენება კარგ მასწავლებლად ჩამოგაყალიბებს და უკეთ დაეხმარები ხალხს ღმერთთან დაახლოებაში (2 ტიმ. 3:16, 17).

      განადიდე იეჰოვა

      სწავლებაში ქრისტეს მიბაძვა უბრალოდ საინტერესო მოხსენების წაკითხვას არ ნიშნავს. მართალია, ხალხს აოცებდა იესოს „მადლიანი სიტყვები“ (ლუკ. 4:22). მაგრამ რა იყო იესოს მიზანი, როცა ასე კარგად ლაპარაკობდა? იეჰოვას განდიდება და არა საკუთარ თავზე ყურადღების გამახვილება (იოან. 7:16—18). მან მოუწოდა თავის მიმდევრებს: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:16). იესოს ამ რჩევამ ზეგავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვასწავლით. უნდა ვეცადოთ, არაფერმა შეგვიშალოს ხელი ამ მიზნის მიღწევაში. ამიტომაც, როდესაც ვფიქრობთ, რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ, კარგი იქნება, საკუთარ თავს ვკითხოთ: „ჩაუნერგავს ეს სიტყვები მსმენელს იეჰოვასადმი მადლიერებას? თუ ამით მხოლოდ საკუთარ თავზე მივიქცევ ყურადღებას?“

  • განივითარე სწავლების უნარი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • იესო ხშირად მიმართავდა სწავლების ამ მეთოდს. ის ერთმანეთს უპირისპირებდა მოსეს კანონის შესახებ საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებებსა და კანონის ნამდვილ არსს (მათ. 5:21—48). ღვთისადმი ჭეშმარიტ ერთგულებას განასხვავებდა ფარისეველთა თვალთმაქცობისგან (მათ. 6:1—18). ერთმანეთთან აპირისპირებდა მმართველების მიერ გამოვლენილ სულსა და თავგანწირვის სულს, რომელიც მის მიმდევრებს უნდა გამოევლინათ (მათ. 20:25—28). ერთხელ, როგორც მათეს 21:28—32-შია მოთხრობილი, იესომ მსმენელებს შესთავაზა, თავად გაეკეთებინათ განსხვავება საკუთარ თვალში მართალ ადამიანსა და ჭეშმარიტ მომნანიებელს შორის. ამით კარგად სწავლების სხვა მნიშვნელოვან მეთოდზე გადავდივართ.

      აღძარი მსმენელი, იფიქროს

      მათეს 21:28-ში ვკითხულობთ, რომ მაგალითის მოყვანამდე იესომ შეკითხვა დასვა: „ამაზე რას ფიქრობთ?“. კარგი მასწავლებელი მხოლოდ ფაქტებზე როდი ამახვილებს ყურადღებას ან მხოლოდ კითხვებზე როდი პასუხობს. ის მსმენელს ფიქრისკენ აღძრავს (იგავ. 3:21; რომ. 12:1). ეს, გარკვეულწილად, კითხვების დასმით არის შესაძლებელი. მათეს 17:25-ის თანახმად, იესომ პეტრეს ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“. დამაფიქრებელი შეკითხვა პეტრეს დაეხმარა, თავადვე გამოეტანა სწორი დასკვნა — უნდა გადაეხადა თუ არა იესოს ტაძრის გადასახადი. აგრეთვე, იესომ მღვდლისა და ლევიანის საქციელს დაუპირისპირა სამარიელის საქციელი, როდესაც ერთმა კაცმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი; და შემდეგ თავადაც დაუსვა შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ (ლუკ. 10:29—36). ამ შემთხვევაშიც იესომ მსმენელის მაგივრად კი არ გამოიტანა დასკვნა, არამედ თავად მას გააცემინა პასუხი (ლუკ. 7:41—43).

      ჩასწვდი მსმენელის გულს

      მასწავლებლებს, რომლებიც ჩასწვდნენ ღვთის სიტყვის არსს, ესმით, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება და კანონების შესრულება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა და მისი გზების სიყვარული. ასეთ თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვან როლს გული ასრულებს (კან. 10:12, 13; ლუკ. 10:25—27). ბიბლიაში „გული“ ხშირად პიროვნების შინაგან სამყაროს — სურვილებს, მისწრაფებებსა და გრძნობებს — გამოხატავს.

      იესოს ესმოდა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით ღმერთი გულს უყურებს და არა — გარეგნობას (1 სამ. 16:7). ღვთისადმი მსახურებისას მისი სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი (მათ. 6:5—8). ფარისევლები ბევრ რამეს სხვების დასანახად აკეთებდნენ. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კანონის თითოეული წვრილმანის შესრულებას და მათ მიერვე დაწესებული კანონების მორჩილებას. თითქოსდა ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში არ ჰბაძავდნენ ღმერთს მისი თვისებების გამოვლენაში (მათ. 9:13; ლუკ. 11:42). იესო ასწავლიდა, რომ ღვთის მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია, მაგრამ მორჩილების ფასი იმით განისაზღვრება, რაც გულში აქვს ადამიანს (მათ. 15:7—9; მარ. 7:20—23; იოან. 3:36). თუ იესოს მივბაძავთ, სწავლებისას საუკეთესო შედეგებს მივაღწევთ — ხალხს დავეხმარებით იმის გაგებაში, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან. აგრეთვე გავაცნობთ და შევაყვარებთ იეჰოვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ ისინი ქცევით ცხადყოფენ, რას ნიშნავს მათთვის ჭეშმარიტ ღმერთთან კარგი ურთიერთობა.

      ცხადია, ასეთი სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ ადამიანი გულწრფელად შეაფასებს საკუთარი გულის მდგომარეობას. იესო ხალხს მოუწოდებდა, გამოეკვლიათ, რა ამოძრავებდათ და შეემოწმებინათ თავიანთი გრძნობები. როდესაც მსმენელებს თვალსაზრისს უსწორებდა, ეკითხებოდა, რა იყო მათი ამა თუ იმ აზრის, ნათქვამის ან საქციელის მიზეზი. გარდა ამისა, სიტყვით, მაგალითის მოყვანით ან საკუთარი მოქმედებით ეხმარებოდა მათ, სწორად შეეხედათ საკითხისთვის (მარ. 2:8; 4:40; 8:17; ლუკ. 6:41, 46). იესოს მსგავსად, ჩვენც დავეხმარებით მსმენელს, თუ აღვძრავთ მას, საკუთარ თავს დაუსვას, მაგალითად, ასეთი შეკითხვები: „რატომ მომწონს ასეთი საქციელი? რატომ მაქვს ასეთი რეაქცია ამა თუ იმ საკითხზე?“ შემდეგ კი უნდა დავანახვოთ, რატომ ღირს, იეჰოვას თვალსაზრისით შეხედოს ყოველივეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება