საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მარტი
    • „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი“

      (იობი 1:1—3:26).

      ერთ დღეს სატანა ღმერთის წინაშე იობის ერთგულების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. იეჰოვა ნებას რთავს სატანას, რომ იობს სხვადასხვა უბედურება დაატეხოს თავს. მაგრამ იობი არ ‘გმობს ღმერთს’ (იობი 2:9).

      იობთან სამი მეგობარი მიდის, რათა თანაუგრძნონ მას (იობი 2:11). ისინი იობთან სხედან და ხმას არ იღებენ. იობი სიჩუმეს არღვევს და ამბობს: „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი“ (იობი 3:3). იობი ნატრობს ‘იმ ჩვილივით ყოფნას, რომელსაც ნათელი არ უნახავს’, ანუ რომელიც ‘მკვდრადშობილია’ (იობი 3:11, 16).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მარტი
    • „არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“

      (იობი 4:1—31:40).

      იობის სამი მეგობარი ფიქრობს, რომ იობი ბოროტებას ჩაიდენდა და ამიტომ ისჯება მკაცრად ღვთისგან. საუბარს ელიფაზი იწყებს. ბილდადის საუბარში უფრო მეტი სარკაზმი შეიმჩნევა. ღვარძლიან დაცინვას კი ყველაზე მეტად ცოფარი მიმართავს.

      იობი არ ეთანხმება მეგობრების ცრუ ბრალდებებს. იობს არ ესმის, თუ რატომ უშვებს ღმერთი მის ტანჯვას და ამიტომ მეტისმეტად იმართლებს თავს. თუმცა იობს უყვარს ღმერთი და ამბობს: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მარტი
    • „ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“

      (იობი 32:1—42:17).

      ახალგაზრდა მამაკაცი ელიჰუ ყურადღებით უსმენს იობსა და მის სამ ცრუ ნუგეშისმცემელს. ის ერთვება საუბარში და თვალსაზრისს უსწორებს მათ.

      როგორც კი ელიჰუ ასრულებს საუბარს, იეჰოვა იობს ქარიშხლიდან პასუხობს. ღმერთი არ ამბობს, თუ რატომ უშვებს მის ტანჯვას. თუმცა, მრავალი კითხვის დასმით ყოვლისშემძლე ღმერთი იობს თავისი დიდებული სიბრძნისა და შიშისმომგვრელი ძალის შესახებ აუწყებს. იობი აღიარებს, რომ არ ესმოდა და ისე ლაპარაკობდა. ის ამბობს: „მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“ (იობი 42:6). ერთგულების გამოვლენის გამო იობის განსაცდელებს კურთხევები მოჰყვება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება