საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაამხნევე და განამტკიცე სხვები
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | აპრილი
    • იობის ბრალმდებლები

      ელიფაზი

      ელიფაზი:

      • შესაძლოა, ედომის ქვეყნიდან, თემანიდან იყო. თემანი იერემიას 49:7-ში მოხსენიებულია როგორც ედომელთა სიბრძნის კერა.

      • როგორც ჩანს, იობის „ნუგეშისმცემელთა“ შორის ის ყველაზე უფროსი და გავლენიანი იყო. სწორედ მან დაიწყო პირველად საუბარი. მან სამჯერ წარმოთქვა სიტყვა; ყველაზე დიდხანს მან ისაუბრა.

      ცრუ ბრალდებები:

      • აბუჩად აიგდო იობის ერთგულება და განაცხადა, რომ ღმერთი თავის მსახურებს არ ენდობოდა (იობი 4, 5).

      • იობს კადნიერებასა და ბოროტებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ მას ღვთის შიში არ ჰქონდა (იობი 15).

      • იობს სიხარბესა და უსამართლობაში დასწამა ცილი და დასძინა, რომ იგი ღვთისთვის გამოუსადეგარი იყო (იობი 22).

      ბილდადი

      ბილდადი:

      • შუახის შთამომავალი. შესაძლოა იგი მდინარე ევფრატის მახლობლად ცხოვრობდა.

      • ელიფაზის შემდეგ ბილდადმა დაიწყო საუბარი. მანაც სამჯერ წარმოთქვა სიტყვა. ელიფაზისგან განსხვავებით, მისი სიტყვა უფრო მოკლე, მაგრამ უფრო გესლიანი იყო.

      ცრუ ბრალდებები:

      • თქვა, რომ იობის ვაჟებმა ცოდვა ჩაიდინეს და უბედურებაც სწორედ ამიტომ დაატყდათ თავს; განაცხადა, რომ იობს ღვთის არ სწამდა (იობი 8).

      • აღნიშნა, რომ იობი ბოროტებას სჩადიოდა (იობი 18).

      • დასძინა, რომ ღვთისთვის სულერთი იყო, იქნებოდა თუ არა ადამიანი მისი ერთგული (იობი 25).

      ცოფარი

      ცოფარი:

      • ნაამათელი, წარმოშობით შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთ არაბეთიდან იყო.

      • ცოფარი მესამე იყო, ვინც საუბარი დაიწყო. დანარჩენ ორთან შედარებით იგი ყველაზე გესლიანი ბრალმდებელი აღმოჩნდა. მან მხოლოდ ორჯერ წარმოთქვა სიტყვა.

      ცრუ ბრალდებები:

      • იობს ფუჭსიტყვაობაში დასდო ბრალი და მოუწოდა, რომ სიავე მოეშორებინა (იობი 11).

      • მას ბოროტებასა და დანაშაულში დასწამა ცილი (იობი 20).

  • 11—17 აპრილი
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | აპრილი
      • იობი წინ აღუდგა ვაიმეგობრების უარყოფით აზროვნებას (10 წთ.)

        • იობ. 22:2—7 — ელიფაზმა იობს რჩევა მცდარი ვარაუდებისა და პირადი შეხედულებების საფუძველზე მისცა (w06 3/15 15 ¶6; w05 9/15 26, 27; w95 15/2 27 ¶6 [რუს.]).

        • იობ. 25:4, 5 — ბილდადი იობს მცდარ შეხედულებებს ახვევდა თავს (w05 9/15 26, 27).

        • იობ. 27:5, 6 — იობმა თავის ვაიმეგობრებს არ მისცა იმის უფლება, რომ მისთვის თავს მოეხვიათ მცდარი აზრი, თითქოს მან უმწიკვლობა დაკარგა (w09 8/15 4 ¶8; w06 3/15 15 ¶8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება