საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
    • პირველი შეკრების შემდეგ, ვიდრე ანგელოზები კვლავ შეიკრიბებოდნენ ზეცაში, იობი საშინელ განსაცდელს იტანდა (იობ. 1:6; 2:1). მისმა ერთგულებამ იეჰოვას სატანისთვის ასეთი სიტყვები ათქმევინა: „ის კვლავაც უმწიკვლოა, შენ კი მაქეზებ, რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“. მაგრამ სატანამ არ აღიარა, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლო იყო. არათუ აღიარა, იობის უფრო მკაცრად გამოცდა ითხოვა. ამგვარად, იობი გამოიცადა არა მარტო მაშინ, როცა დიდ სიმდიდრეს ფლობდა, არამედ მაშინაც, როცა აღარაფერი ებადა. ფაქტია, რომ სატანისთვის უცხოა გაჭირვებულთა სიბრალული. მას სძულს ღვთის ერთგული ადამიანები (იობ. 2:3—5). მაგრამ თავისი ერთგულებით იობმა დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა.

  • იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
    • იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს

      16. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იობს იეჰოვას მიმართ?

      16 იობი სახელით მოუხმობდა ღმერთს და განადიდებდა მას. შვილების სიკვდილით თავზარდაცემულსაც კი ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის. მართალია, იობმა შეცდომით დაასკვნა, რომ ღვთის გამო დაემართა ეს უბედურება, მაგრამ ის მაინც პატივს მიაგებდა იეჰოვას სახელს. ერთ-ერთ იგავში იობმა თქვა: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე, გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“ (იობ. 28:28).

      17. რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო?

      17 რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო? მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ვიდრე თავს უბედურება დაატყდებოდა. ჩვენთვის უცნობია, იცოდა თუ არა მან რამე სატანის ბრალდებების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ის მთელი გულით ცდილობდა, რომ ერთგული დარჩენილიყო. ამიტომაც თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). როგორ დაუახლოვდა იობი ღმერთს? მან კარგად იცოდა, როგორ ეპყრობოდა ღმერთი მის შორეულ ნათესავებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს. გარდა ამისა, ღვთის შემოქმედებაზე დაკვირვებით იობი ბევრ რამეს გაიგებდა იეჰოვას თვისებების შესახებ (წაიკითხეთ იობის 12:7—9, 13, 16).

      18. ა) როგორ დაამტკიცა იობმა თავისი ერთგულება? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს?

      18 იობს ღვთის მსახურების სურვილი გაუღვიძა იმან, რაც მან იეჰოვას შესახებ გაიგო. ის რეგულარულად სწირავდა ღმერთს მსხვერპლს ოჯახის წევრებისთვის, რადგან ფიქრობდა, ვაითუ რამე დააშავეს ან ‘დაგმეს ღმერთი თავიანთ გულშიო’ (იობ. 1:5). უმძიმესი განსაცდელის დროსაც, იობი დადებითად საუბრობდა იეჰოვას შესახებ (იობ. 10:12). იობისგან მრავალი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენც რეგულარულად უნდა გავიღრმავოთ ცოდნა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება, ლოცვა და სასიხარულო ცნობის რეგულარული ქადაგება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი. როგორც იობის შემთხვევაში, ჩვენი უმწიკვლობაც გულს უხარებს იეჰოვას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება