-
მშობლების რწმენა დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
გენოციდის ამ საშინელი მცდელობის დროს ყამრამი და იოქებედი, ებრაელი ცოლ-ქმარი, მშვენიერი ვაჟის მშობლები გახდნენ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ დაჩრდილავდა შიში მათ სიხარულს, როცა ფარაონის ბრძანება გაახსენდებოდათ. მაგრამ, როგორც კი თავიანთ ვაჟს შეხედეს, ყამრამმა და იოქებედმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, არ მიეტოვებინათ ის (გამოსვლა 2:1, 2; 6:20).
რწმენით მოქმედება
ყამრამი და იოქებედი სამ თვეს მალავდნენ ჩვილს (გამოსვლა 2:2). მაგრამ ეს სახიფათო იყო, რადგან ებრაელები და ეგვიპტელები ძალიან ახლო-ახლო ცხოვრობდნენ. ყველა, ვისზეც გაიგებდნენ, რომ ფარაონის ბრძანებისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, შესაძლებელია, სიკვდილით დასჯილიყო — სიკვდილი ემუქრებოდა ბავშვსაც. მაშ, რის გაკეთება შეეძლოთ ამ მზრუნველ მშობლებს თავიანთი ვაჟისა და საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად?
იოქებედმა ჭილის ყლორტები მოაგროვა. ჭილი ბამბუკის მსგავსია და დაახლოებით თითის სისხო სამკუთხა ღერო აქვს. მან შეიძლება 6 მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს. ეგვიპტელები ამ მცენარეს საწერი მასალის, ჭილობების, აფრების, სანდლებისა და მსუბუქი ნავების გასაკეთებლად იყენებდნენ.
იოქებედმა ღეროებისგან თავისი ჩვილისთვის საკმარისი ზომის ყუთი დაწნა. მერე მისი სიმაგრისა და წყალგაუმტარობისთვის ბიტუმი და ფისი გამოიყენა. შემდეგ შიგ ჩვილი ჩააწვინა და მდინარე ნილოსის ნაპირას ლერწმებში ჩადო (გამოსვლა 2:3, აქ).
-
-
მშობლების რწმენა დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
იოქებედი თავის შვილს უვლიდა მანამ, სანამ ძუძუს არ მოსწყვიტა იგიc. ამან მას მრავალი ძვირფასი შესაძლებლობა მისცა, ესწავლებინა მისთვის ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, შესახებ. შემდეგ იოქებედმა ბავშვი უკან მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც ბიჭუნას დაარქვა მოსე, რაც „წყლიდან გადარჩენილს“ ნიშნავს (გამოსვლა 2:10).
გაკვეთილი ჩვენთვის
ყამრამმა და იოქებედმა სრულად გამოიყენეს არსებული ხანმოკლე შესაძლებლობა, რომ თავიანთი ვაჟისთვის წმინდა თაყვანისმცემლობის პრინციპები ესწავლებინათ. დღეს მშობლებმა იგივე უნდა გააკეთონ. ნამდვილად, უაღრესად აუცილებელია ამის გაკეთება. სატანა ეშმაკი „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). მას დიდი სურვილი ექნებოდა, ემსხვერპლა ძვირფასი ახალგაზრდები — ბიჭები და გოგონები — რომლებსაც პერსპექტივა აქვთ, გახდნენ იეჰოვას შესანიშნავი მსახურები. მათი სიახალგაზრდავე არავითარ სიბრალულს არ იწვევს მასში! გონიერი მშობლები ითვალისწინებენ ამას და თავიანთ პატარა ბავშვებს ასწავლიან, რომ ეშინოდეთ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვასი (იგავნი 22:6; 2 ტიმოთე 3:14, 15).
ებრაელთა 11:23-ში ყამრამისა და იოქებედის მცდელობა — დაემალათ თავიანთი ჩვილი მისი სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში — აღწერილია, როგორც რწმენის საქმე. ამ ორივე ღვთისმოშიშმა მშობელმა შვილის მიტოვებაზე უარის თქმით გვიჩვენა იეჰოვას გადამრჩენ ძალაზე მინდობა და ამისთვის ისინი კურთხეულ იქნენ. ჩვენც უნდა ვაჩვენოთ იეჰოვას კანონებისა და პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულება, დარწმუნებულებმა, რომ, რაც არ უნდა დაუშვას იეჰოვამ ჩვენს თავს, საბოლოოდ ჩვენს მარადიულ კეთილდღეობასა და ბედნიერებას მოემსახურება (რომაელთა 8:28).
-