საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
    • [ჩარჩო 11 გვერდზე]

      ძიძასთან დადებული ხელშეკრულება

      ჩვეულებრივ, ბავშვებს დედები აწოვებდნენ ძუძუს. მაგრამ მეცნიერი ბრევარდ ჩილდსი „ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში“ ამბობს, რომ „გარკვეულ შემთხვევებში [ახლო აღმოსავლეთში] არისტოკრატთა ოჯახები ძიძებს ქირაობდნენ. იმავეს აკეთებდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ დედას არ შეეძლო ბავშვის გამოკვება ან დედის ვინაობა უცნობი იყო. ძიძას ევალებოდა შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული დროის მანძილზე ეზარდა და ძუძუ ეწოვებინა ბავშვისთვის“. ჩვენამდე მოაღწია ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნმა რამდენიმე უძველესმა პაპირუსმა, რომლებზეც ძიძასთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო შემორჩენილი. ეს მასალები ადასტურებს, რომ ასეთი ხელშეკრულებების დადება ჩვეულებრივი რამ იყო შუმერების დროიდან მოყოლებული ეგვიპტეში ელინისტურ პერიოდამდე. ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, თუ ვის შორის იდებოდა ეს ხელშეკრულება, რამდენი ხნით, მუშაობის პირობები, კონკრეტული მოვალეობები, ჯარიმა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, რა სახით მოხდებოდა ანაზღაურება და რამდენი იქნებოდა ის. ჩვეულებრივ, „ბავშვები ორი ან სამი წელი ჰყავდათ გაძიძავებული“, — განმარტავს ჩილდსი. „ძიძას ბავშვი თავისთან მიჰყავდა გასაზრდელად, მაგრამ დროდადრო შესამოწმებლად ბავშვის მშობლებთან მიყვანა მოითხოვებოდა“.

  • ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
    • იოქებედმა „წაიყვანა... ბავშვი და აწოვებდა ძუძუს. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა“ (გამოსვლა 2:9, 10). ბიბლია არ გვატყობინებს, თუ რამდენი ხანი იყო მოსე თავის მშობლებთან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ორი ან სამი წელი, სანამ ძუძუს არ მოსწყვიტეს, თუმცა შეიძლება ეს უფრო მეტ დროსაც მოიცავდა. „გამოსვლაში“ უბრალოდ ნათქვამია, რომ ბავშვი თავის მშობლებთან „წამოიზარდა“, რაც კონკრეტულ ასაკზე არ მიუთითებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება