-
წიგნი ყველასთვისსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
d მღვდელმთავართან და მის ოჯახთან იოანეს ახლობლობა შემდგომ კიდევ ჩანს იოანეს ცნობაში. როდესაც მღვდელმთავრის სხვა მონა ამოიცნობს პეტრეს, როგორც იესოს მოწაფეს, იოანე გვიხსნის, რომ ეს მონა ‘იმის ნათესავი იყო, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა’ (იოანე 18:26).
-
-
წიგნი ყველასთვისსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
იოანე სხვა, ერთი შეხედვით, არასაჭირო წვრილმანსაც იხსენიებს: „მონას მალქოზი ერქვა“. რატომ ასახელებს ამ მამაკაცს მხოლოდ იოანე? ეს შეიძლება ავხსნათ უმნიშვნელო ფაქტით, რომელიც მხოლოდ იოანეს ცნობაშია მოცემული: იოანე „მღვდელმთავრის ნაცნობი იყო“. მას აგრეთვე მღვდელმთავრის მთელი სახლეულობა იცნობდა; მსახურები იცნობდნენ მას, ის კი — მსახურებსd (იოანე 18:10, 15, 16). ამიტომ მართლაც ბუნებრივია, რომ იოანეს შეეძლო მოეხსენიებინა დაზარალებული მამაკაცის სახელი იმ დროს, როცა სხვა სახარებების მწერლებს ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ის მამაკაცი მათთვის უცნობი იყო.
-