საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ტკბილი და მწარე ცნობა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • «ხმა, რომელიც ციდან გავიგონე, კვლავ მეუბნებოდა: „წადი, აიღე გაშლილი გრაგნილი, ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს რომ უჭირავს ხელში“. წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, მოეცა ჩემთვის პატარა გრაგნილი. მან კი მითხრა: „აიღე და შეჭამე, მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. გამოვართვი ხელიდან ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე. პირში თაფლივით ტკბილი იყო, მაგრამ როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარდა. მეუბნებოდნენ: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“ » (გამოცხადება 10:8—11).

      16. ა) რა მსგავსებაა იოანესა და ეზეკიელს შორის? ბ) რატომ ეტკბო პატარა გრაგნილი იოანეს, მაგრამ რატომ გაუმწარდა მუცელი?

      16 იოანემ თითქმის იგივე განიცადა, რაც ბაბილონში გადასახლებულმა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა. მანაც მიიღო გრაგნილის ჭამის ბრძანება. მართალია, ეტკბო ეზეკიელს გრაგნილი პირში, მაგრამ, როცა შიგნეული გაევსო, ისრაელის ურჩი სახლის წინააღმდეგ მწარე ცნობის გაცხადება დაიწყო (ეზეკიელი 2:8—3:15). განდიდებული იესო ქრისტეს მიერ იოანესთვის მიცემულ გაშლილ გრაგნილშიც ღვთის ცნობაა ჩაწერილი. ასე რომ, იოანესაც უნდა ექადაგა „ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“. გრაგნილი იმიტომ ეტკბო იოანეს, რომ ის ღვთისგან იყო (შეადარეთ ფსალმუნის 119:103; იერემიას 15:15, 16). მუცელი კი იმიტომ გაუმწარდა ეზეკიელივით, რომ ურჩი ხალხისთვის უბედურება უნდა ეწინასწარმეტყველებინა (ფსალმუნი 145:20).

  • ტკბილი და მწარე ცნობა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20. რას ნიშნავდა იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა?

      20 იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა იმას ნიშნავდა, რომ იესოს ძმები მიიღებდნენ ამ ცნობის გაცხადების დავალებას. მათ ისე კარგად შეითვისეს ის, რომ დავალება ღვთის შთაგონებული სიტყვიდან მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მათ მასაზდროებლად იქცა. მათ უნდა გაეცხადებინათ იეჰოვას განაჩენი, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იქნებოდა. ამაში „გამოცხადების“ მე-8 თავში ნაწინასწარმეტყველები წყლულების გაცხადებაც შედიოდა. მაგრამ ეს ცნობა ტკბილი იყო გულწრფელი ქრისტიანებისთვის, რადგან იცოდნენ ღვთის განაჩენი და ხედავდნენ, რომ იეჰოვა კვლავაც მათ აცხადებინებდა თავის განაჩენს (ფსალმუნი 19:9, 10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება