-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
იოანემ, როგორც ჩანს, ახ. წ. 98 წელს დაწერა ეფესოში ბოლო სამი ღვთივშთაგონებული წერილი. პირველი და მეორე წერილები მოუწოდებს ქრისტიანებს, სინათლეში იარონ და წინ აღუდგნენ განდგომილებას.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
იარეთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით
იოანემ თავისი პირველი წერილი მისწერა ქრისტესთან ერთობაში მყოფთ, რაც დაეხმარებოდა მათ, წინ აღდგომოდნენ განდგომილებას და მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიაროთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით.
„თუ სინათლეში დავდივართ, როგორც [ღმერთი] არის სინათლეში, მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან“, — წერდა იოანე. და რადგან ღმერთი სიყვარულის წყაროა, მოციქულმა მოგვიწოდა: „გვიყვარდეს ერთმანეთი“. „ღვთის სიყვარული“ აღგვძრავს, „ვიცავდეთ მის მცნებებს“, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნიერების ძლევას რწმენით, იეჰოვას სიტყვისა და მისი ძის დახმარებით (1 იოან. 1:7; 4:7; 5:3, 4).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:2; 4:10. როგორ გახდა იესო „შერიგების მსხვერპლი“? იესო იმ გაგებით გახდა შერიგების მსხვერპლი, რომ თავისი სიცოცხლის შეწირვით დააკმაყოფილა სრულყოფილი სამართლიანობის ნორმები. ამ შესაწირავის საფუძველზე ღმერთი ავლენს გულმოწყალებას და ცოდვებს პატიობს მათ, ვისაც იესო სწამს (იოან. 3:16; რომ. 6:23).
2:7, 8. რომელ „ძველ“ და „ახალ“ მცნებაზე ლაპარაკობდა იოანე? ეს იყო თავგანწირულ სიყვარულთან დაკავშირებული მცნება (იოან. 13:34). ეს მცნება „ძველი“ იყო, რადგან იესომ ის 60 წელზე მეტი ხნის წინ წარმოთქვა, ვიდრე იოანე თავის პირველ შთაგონებულ წერილს დაწერდა. ამიტომ მორწმუნეებს ეს მცნება თავიანთი ქრისტიანული ცხოვრების „დასაწყისიდანვე“ ჰქონდათ. ის „ახალი“ იმ გაგებით იყო, რომ ‘მოძმის საკუთარი თავივით სიყვარულზე’ მეტს მოიცავდა და თავგანწირულ სიყვარულს გულისხმობდა (ლევ. 19:18; იოან. 15:12, 13).
3:2. რა „არ გამხდარა ჯერ ცხადი“ ცხებულებისთვის და ვის იხილავენ „ისეთს, როგორიც არის“? მათთვის ჯერ არ არის ცხადი, როგორები იქნებიან ზეცაში აღდგომის შემდეგ (ფილ. 3:20, 21). მაგრამ მათ იციან, რომ ‘ღვთის გამოცხადებისას ისინი მისი მსგავსნი იქნებიან, რადგან იხილავენ მას ისეთს, როგორიც არის’, ის კი სულიერი პიროვნებაა (2 კორ. 3:17, 18).
5:5—8. როგორ დაამოწმეს წყალმა, სისხლმა და სულმა, რომ „იესო ღვთის ძეა“? წყალი მოწმეა იმ გაგებით, რომ იესოს წყალში ნათლობის შემდეგ იეჰოვამ დაადასტურა, რომ იწონებდა თავის ძეს (მათ. 3:17). „შესაბამის გამოსასყიდად“ გაღებული იესოს სისხლი ანუ სიცოცხლე იმას ადასტურებდა, რომ იესო ღვთის ძე იყო (1 ტიმ. 2:5, 6). ნათლობის დროს იესოზე გადმოსულმა წმინდა სულმა დაამტკიცა, რომ ის იყო ღვთის ძე. ამის შედეგად იესო „დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს“ (იოან. 1:29—34; საქ. 10:38).
რას ვსწავლობთ:
2:9—11; 3:15. თუ ქრისტიანს ვიღაცის ან რაღაცის გამო ძმური სიყვარული უქრება, ის სულიერ სიბნელეში დაიარება და არ იცის, საით მიდის.
-