-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
პირველი და მეორე წერილები მოუწოდებს ქრისტიანებს, სინათლეში იარონ და წინ აღუდგნენ განდგომილებას.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
იარეთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით
იოანემ თავისი პირველი წერილი მისწერა ქრისტესთან ერთობაში მყოფთ, რაც დაეხმარებოდა მათ, წინ აღდგომოდნენ განდგომილებას და მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიაროთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით.
„თუ სინათლეში დავდივართ, როგორც [ღმერთი] არის სინათლეში, მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან“, — წერდა იოანე. და რადგან ღმერთი სიყვარულის წყაროა, მოციქულმა მოგვიწოდა: „გვიყვარდეს ერთმანეთი“. „ღვთის სიყვარული“ აღგვძრავს, „ვიცავდეთ მის მცნებებს“, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნიერების ძლევას რწმენით, იეჰოვას სიტყვისა და მისი ძის დახმარებით (1 იოან. 1:7; 4:7; 5:3, 4).
-