-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
იოანემ, როგორც ჩანს, ახ. წ. 98 წელს დაწერა ეფესოში ბოლო სამი ღვთივშთაგონებული წერილი. პირველი და მეორე წერილები მოუწოდებს ქრისტიანებს, სინათლეში იარონ და წინ აღუდგნენ განდგომილებას.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
‘იარეთ ჭეშმარიტებაში’
იოანე თავის მეორე წერილს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „უხუცესი რჩეულ ქალბატონსა და მის შვილებს“. მას უხარია, რომ ‘ზოგიერთი მისი შვილი ჭეშმარიტებაში დადის’ (2 იოან. 1, 4).
იოანემ თანაქრისტიანებს სიყვარულის განვითარებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დაწერა: „სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების თანახმად დავდიოდეთ“. მან ასევე გააფრთხილა მათ შესახებ, ვინც „მატყუარა და ანტიქრისტეა“ (2 იოან. 5—7).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1, 13. ვინ არის „რჩეული ქალბატონი“? იოანე შეიძლება მიმართავდა ერთ-ერთ ქალს სიტყვით „კირია“, რაც ბერძნულად ქალბატონს ნიშნავს. ან შესაძლოა მდევნელებისთვის კვალის ასარევად ის ქალბატონში რომელიმე კრებას გულისხმობდა. თუ ის რომელიმე კრებას გულისხმობდა, მაშინ მის შვილებში ამ კრების წევრები იგულისხმებოდნენ, ხოლო „დის შვილებში“ — სხვა კრების წევრები.
7. რა მხრივ „არ აღიარებენ“ მატყუარები იესოს მოსვლას? მატყუარები არ აღიარებენ, რომ იესო ხორციელად მოვიდა. ისინი შესაძლოა უარყოფენ იმ ფაქტს, რომ იესო დედამიწაზე ცხოვრობდა ან იმას, რომ ის წმინდა სულით იყო ცხებული.
რას ვსწავლობთ:
2, 4. ჭეშმარიტების ანუ ბიბლიაში მოცემული ქრისტიანული სწავლებების ერთობლიობის ცოდნა და გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს გადარჩენაში (3 იოან. 3, 4).
8—11. თუ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ღვთისა და იესო ქრისტეს „წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა“, აგრეთვე თანამორწმუნეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერობას და უარვყოთ ის, ვინც „ქრისტეს სწავლებაში არ რჩება“ (2 იოან. 3).
-