საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
    • იოანემ, როგორც ჩანს, ახ. წ. 98 წელს დაწერა ეფესოში ბოლო სამი ღვთივშთაგონებული წერილი.

  • მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
    • მესამე წერილში იოანე მოგვიწოდებს არა მხოლოდ ჭეშმარიტებით სიარულისკენ, არამედ ქრისტიანული თანამშრომლობისკენაც.

  • მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
    • „თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“

      (3 იოან. 1—14)

      მესამე წერილში იოანე თავის მეგობარს, გაიუსს მიმართავს: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

      იოანე აქებს გაიუსს სტუმრად მისული ძმების ერთგულად მომსახურებისთვის. ის ამბობს: „ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ ასეთების მიმართ, რათა თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“ (3 იოან. 5—8).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      11. რატომ იქცევა ზოგი არასწორად? ვისაც სუსტი რწმენა აქვს, არ იცნობს ღმერთს და ვერ აფასებს მის თვისებებს. რადგან ისინი ვერ ხედავენ ღმერთს, ისე იქცევიან, თითქოს ისიც ვერ ხედავს მათ (ეზეკ. 9:9).

      14. ვის გულისხმობდა იოანე „მეგობრებში“? ის მხოლოდ იმ ადამიანებს არ გულისხმობდა, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში იოანეს ზოგადად თანამორწმუნეები ჰყავდა მხედველობაში.

      რას ვსწავლობთ:

      4. სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს კრებაში ძალიან ახარებთ იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები „ჭეშმარიტებაში დადიან“. განუზომელია მშობლების სიხარული, როცა მათი ძალისხმევის შედეგად შვილები იეჰოვას მსახურები ხდებიან.

      5—8. მიმომსვლელი ზედამხედველები, მისიონერები, ბეთელის ოჯახის წევრები და პიონერები ღვთისა და ძმების სიყვარულით ირჯებიან თანაქრისტიანებისთვის. მათი რწმენა მისაბაძია და სიყვარულით უნდა დავუჭიროთ მათ მხარი.

      9—12. უნდა მივბაძოთ ერთგულ დემეტრიოსს და არა ცილისმწამებელ დიოტრეფეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება